შემადგენლობა
ხსნარის მომზადებისათვის განკუთვნილი 150 გ ფხვნილი შეიცავს:
133.93 გ Natriumhydrogencarbonat, 13.40 გ Kaliumhydrogencarbonat, 2.67 გ Natriumcitrat X 2H₂O
ჩვენება
ტრადიციულად გამოიყენება რბილად მოქმედი პრეპარატის სახით გულძმარვის და კუჭის დაავადებების დროს, რომლებიც მომატებული მჟავიანობით არის გამოწვეული
თვისებები
Alkala `N~ ტუტე ნაერთია, რომელიც ორგანიზმში მჟავე-ტუტოვანი წონასწორობის აღდგენის უნარით ხასიათდება. იდეალურ
შემთხვევაში, ადამიანის ორგანიზმში მჟავე-ტუტოვანი ფარდობა წონასწორობაშია. დღეისათვის, სულ უფრო ხშირად აღინიშნება
მჟავე არესკენ მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის გადახრა, ამის მიზეზი ჩვენი ცხოვრების და გარემოს პირობებია. კუჭის და ნაწლავის
არეში მომატებული მჟავიანობის პირველი ტიპიური ნიშნებია: გულძმარვა, მჟავე ბოყინი, მუცლის შებერვა და ა.შ. მჟავიანობის
მატება ნივთიერებათა ცვლის ქრონიკული დარღვევის თანმხლები მოვლენაა, რომელმაც უჯრედის გადაგვარებაც კი შეიძლება გამოიწვიოს.
მიღების წესი და დოზირება
1 საზომი კოვზი (გადასწორებული) Alkala`N~-ის ფხვნილი (3 გ) იხსნება ნახევარ ჭიქა წყალში და მიიღება მთელი დღის განმავლობაში ყლუპებით. Alkala`N~-ის და სხვა სამკურნალო საშუალების მიღებას შორის 1-დან 2 საათამდე დროის ინტერვალის დაცვა პრინციპულია.
გვერდითი მოქმედებები
Alkala`N~-ის მიღების შემდეგ, ხშირად, კუჭის გადავსების გრძნობა და ბოყინი აღინიშნება. ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლებელია
ხელი შეუწყოს თირკმლებში მაგნიუმის და კალციუმის ფოსფატური კენჭების წარმოქმნას.
უკუჩვენებები
არ შეიძლება Alkala`N~-ის მიღება კუჭის დაბალი მჟავიანობის, მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის დარღვევების (ალკალოზის), კალიუმის უკმარისობის და ნატრიუმის დაბალი შემცელობის დიეტის დროს.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
განსაკუთრებული თავისებურებების გარეშე
სიფრთხილის ზომები
ორსულობის პირველ 3 კვირის განმავლობაში პრეპარატის მიღება რეკომენდირებული არ არის, ორსულობის შემდგომი ვადები,
ძუძუთი კვება, ბავშვთა ასაკი პრეპარატის მიღების უკუჩვენებას არ წარმოადგენს. ბავშვებში დოზა ირჩევა ასაკის შესაბამისად.
კუჭის პერფორაციის საშიშროების გამო მჟავათი კუჭის ქიმიური დამწვრობის დროს Alkala`N~-ის მიღება არ შეიძლება.
ურთიერთმოქმედება სხვა პრეპარატებთან
Natriumhydrogencarbonat-ი შეუთავსებელია სამკურნალო საშუალებების დიდ ნაწილთან. Alkala`N~-ის მიღების დროს შარდის
და კუჭის წვენის pH-ის მომატებულმა დონემ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სუსტი მჟავების და ტუტეების რეზორბციასა და გამოყოფაზე.
ფუნქციური ზემოქმედება შესაძლებელია გლუკო- და მინერალოკორტიკოიდებთან, ანდროგენებთან, კალიუმშემნახავ დიურეტიკებთან.
გამოშვების ფორმები
150 გ ფხვნილი, საზომი კოვზი და შარდის pH-ის საზომი ჩხირები შეფუთვაში