რკინის (II) სულფატი - 50.0 მგ რკინის შემცველობით.
ალოეს მშრალი ექსტრაქტი - 50.0 მგ
ასკორბინის მჟავა - 50.0 მგ
ფოლის მჟავა - 1.0 მგ
აეროსილი საჭირო რაოდენობით.
კაფსულის შიგთავსის მასა - 0,366 გ ± 10%
ალოეს მშრალი ექსტრაქტი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ანტრაცენწარმოებულებს (ალოე-ემოდინი, ალოინი, ალოინოზიდი), მწარე გლიკოზიდებს, ვიტამინებს, ფერმენტებს, ორგანულ მჟავებს, პოლისაქარიდებს.
რკინის (II) სულფატი:
• რკინა არის ჰემის სტრუქტურული ელემენტი;
• აუცილებელია ჰემოგლობინის სინთეზისათვის;
• შედის მიოგლობინის, რიგი ფერმენტების შემადგენლობაში;
• დეპონირდება ორგანიზმში.
ალოეს მშრალი ექსტრაქტი:
• აქვს ბაქტერიციდული, ანტივირუსული, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება;
• შეიცავს ბიოგენურ სტიმულატორებს;
• აძლიერებს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ინფექციური დაავადებების მიმართ;
• აძლიერებს კანის და ლორწოვანი გარსის რეგენერაციულ პროცესებს.
ასკორბინის მჟავა:
• განაპირობებს სამვალენტიანი რკინის ორვალენტიან იონურ რკინად აღდგენას;
• აუმჯობესებს საკვებიდან რკინის შეწოვას;
• არეგულირებს კაპილარების განვლადობას;
• უზრუნველყოფს კოლაგენის და პროკოლაგენის სინთეზს;
• მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჟანგვა-აღდგენით პროცესებში;
ფოლის მჟავა:
• აუცილებელია მეგალობლასტების ნორმალური მომწიფებისა და ნორმობლასტების წარმოქმნისა¬თვის, ასტიმულირებს ერითროპოეზს;
• მონაწილეობს ამინომჟავების სინთეზში, ნუკლეინის მჟავების, პურინების, პირიმიდინების, ქოლინის ცვლაში.
• ფეხმძიმობის დროს ორგანიზმს იცავს ტერატოგენული ფაქტორებისაგან.
• სხვადასხვა ეტიოლოგიის ჰიპოქრომული (რკინადეფიცი¬ტური) ანემიები;
• გაზრდილი მოთხოვნილება რკინაზე (პრე- და პუბერტატული ასაკი, ლაქტაციის პერიოდი);
• რკინის და ვიტამინების ალიმენტური დეფიციტი.
პერორალურად.
მოზრდილებში: 1_2 კაფსულა 3-ჯერ დღეში საკვების მიღების შემდეგ.
4_7 წლამდე ასაკის ბავშვებში: თითო კაფსულა 2_ჯერ დღეში საკვების მიღების შემდეგ;
7-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებში: თითო კაფსულა 3_ჯერ დღეში საკვების მიღების შემდეგ;
14-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვებში: თითო კაფსულა 4_ჯერ დღეში საკვების მიღების შემდეგ.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 8_12 კვირა.
ანორექსია, გულისრევა, ფაღარათი, ტაქიკარდია, გამონაყარი კანზე. საჭიროა არტერიული წნევის კონტროლი.
• სხვა ეტიოლოგიის ანემიები;
• ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი;
• კრონის დაავადება, წყლულოვანი ენტეროკოლიტი;
• ღვიძლის ციროზი, ქრონიკული პანკრეატიტი;
• დიფუზური გლომერულონეფრიტი;
• ორსულობა;
შენიშვნა: პრეპარატის ხანგრძლივი დროით გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ორგანიზმის კალიუმით გაღარიბება და საგულე გლიკოზიდების, ანტიარითმიული პრეპარა¬ტების მოქმედების გაძლიერება.
თიაზიდურ დიურეტიკებთან, ძირტკბილას პრეპარატებთან და კორტიკოსტეროიდებთან კომბინირებული მიღებისას იზრდება კალიუმის დეფიციტის განვითრების რისკი.
უნდა ვერიდოთ ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკებ¬თან, პენიცილინამინებთან, ანტიაციდურ პრეპარტებთან ერთად დანიშვნას, რადგან ამ დროს მცირდება ორგანიზმის მიერ რკინის შეწოვა.
ინახება 18_25oC ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ, მშრალ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გაიცემა რეცეპტის გარეშე.