ალოფერის სიროფი / Aloferi Syrup
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰემატოლოგია → ანტიანემიური პრეპარატები → რკინის პრეპარატები → შინაგანი გამოყენების
- გამოშვების ფორმა: 130გ სიროფი ფლაკონში
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
შემადგენლობა
რკინის (II) სულფატი - 0,962გ რკინის შემცველობით;
განზავებული ქლორწყალბადმჟავა - 1,95გ;
ასკორბინის მჟავა - 0,52გ;
ალოეს წვენის სიროფი - 130გ-მდე;
(1 მლ სიროფი შეიცავს 9,62მგ რკინას);
ალოეს წვენი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს:
ანტრაცენწარმოებულებს (ალოე-ემოდინი, ალოინი, ალოინოზიდი), მწარე გლიკოზიდებს, ვიტამინებს, ფერმენტებს, ორგანულ მჟავებს, პოლისაქარიდებს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
რკინის (II) სულფატი:
- რკინა არის ჰემის სტრუქტურული ელემენტი;
- აუცილებელია ჰემოგლობინის სინთეზისათვის;
- შედის მიოგლობინის, რიგი ფერმენტების შემადგენლობაში;
- დეპონირდება ორგანიზმში.
ასკორბინის მჟავა:
- განაპირობებს სამვალენტიანი რკინის ორვალენტიან იონურ რკინად აღდგენას;
- აუმჯობესებს საკვებიდან რკინის შეწოვას;
- არეგულირებს კაპილარების განვლადობას;
- უზრუნველყოფს კოლაგენის და პროკოლაგენის სინთეზს;
- მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჟანგვა-აღდგენით პროცესებში;
ალოეს წვენის სიროფი:
- აქვს ბაქტერიციდული, ანტივირუსული, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება;
- შეიცავს ბიოგენურ სტიმულატორებს;
- აძლიერებს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ინფექციური დაავადებების მიმართ;
- აძლიერებს კანის და ლორწოვანი გარსების რეგენერაციულ პროცესებს;
ქლორწყალბადმჟავა :
- აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან რკინის შეწოვას.
ჩვენებები
- სხვადასხვა ეთიოლოგიის რკინადეფიციტური (ჰიპოქრომული) ანემიები;
- გაზრდილი მოთხოვნილება რკინაზე (პრე- და პუბერტატული ასაკი, ლაქტაციის პერიოდი);
- რკინის და ვიტამინების ალიმენტური დეფიციტი.
მიღების წესები და დოზები
პერორალურად.
მოზრდილებში და ბავშვებში 14 წლის ზემოთ: 1 _ 2 ჩაის კოვზი სიროფი გახსნილი 50მლ წყალში 3-ჯერ დღეში საკვების მიღების შემდეგ.
ბავშვებში 3 წლამდე: პრეპარატის დოზირება განისაზღვრება ინდივიდუალურად სხეულის წონის გათვალისწინებით. იხ. ცხრილი;
ალოფერის სიროფის სადღეღამისო დოზები ბავშვის წონის მიხედვით:
ბავშვის წონა კგ-ში | 3-4კგ | 5-6კგ | 7-8კგ | 9-10კგ | 11-12კგ | 13-14კგ | 15-16კგ |
სადღეღამისო დოზა მლ-ში | 0,5-0,6მლ | 0,7-0,9მლ | 1,0-1,2მლ | 1,3-1,7მლ | 1,8-2,0მლ | 2,1-2,2მლ | 2,3-2,5მლ |
სადღეღამისო დოზა წვეთებში | 15-18წვთ | 21-27წვთ | 30-36წვთ | 39-51წვთ | 54-60წვთ | 63-66წვთ | 69-75წვთ |
სიროფის დოზა გადანაწილდება 2-3 მიღებაზე.
ბავშვებში 3 წლიდან 6 წლამდე: ნახევარი ჩაის კოვზი სიროფი გახსნილი 30მლ წყალში 2-3-ჯერ დღეში საკვების მიღების შემდეგ;
ბავშვებში 6 წლიდან 14 წლამდე: 1 ჩაის კოვზი სიროფი გახსნილი 30მლ წყალში 2-3-ჯერ დღეში საკვების მიღების შემდეგ;
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა 8-12 კვირა.
პრეპარატის გამოყენების წინ აუცილებლად შეანჯღრიეთ ფლაკონი!
პრეპარატის მიღების შემდეგ რეკომენდირებულია 200მლ-მდე წყლის მიყოლება.
გვერდითი მოვლენები
ანორექსია, გულისრევა, ფაღარათი, ტაქიკარდია, გამონაყარი კანზე. მკურნალობის პერიოდში საჭიროა არტერიული წნევის კონტროლი.
უკუჩვენება
- სხვა ეთიოლოგიის ანემიები;
- ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი;
- კრონის დაავადება, წყლულოვანი ენტეროკოლიტი;
- ღვიძლის ციროზი, ქრონიკული პანკრეატიტი;
- დიფუზური გლომერულონეფრიტი;
- ორსულობა.
- შაქრიანი დიაბეტი.
შენიშვნა: პრეპარატის ხანგრძლივი დროით გამოყენებამ შესაძლე¬ბე¬ლია გამოიწვიოს ორგანიზმის კალიუმით გაღარიბება და საგულე გლიკოზიდების, ანტიარითმიული პრეპარა¬ტე¬ბის მოქმედების გაძლიერება.
თიაზიდურ დიურეტიკებთან, ძირტკბილას პრეპარატებთან და კორტიკოსტეროიდებთან კომბინირებული მიღებისას იზრდება კალიუმის დეფიციტის განვითარების რისკი.
უნდა ვერიდოთ ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკებ¬თან, პენიცილინამინებთან, ანტაციდურ პრეპარტებთან დანიშვნას, რადგან მცირდება რკინის შეწოვის პროცესი.
შენახვის პირობები და ვადები
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
შენახვა: ინახება 18-25˚C ტემპერატურის პირობებში, სინათლისაგან დაცულ ადგილზე.
აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გაიცემა ურეცეპტოდ.