Plasmon
ალზოლი / Alsol


შემადგენლობა

რას შეიცავს ალზოლის მალამო
- აქტიური სუბსტანცია არის ალუმინის აცეტატის ტარტრატის ბორატის ხსნარი 15.0 მგ 1 გ მალამოში.
- სხვა ინგრედიენტებია: ლავანდის ზეთი, ქოლესტერინი, მყარი პარაფინი, გლიცერინი 85%, შალის ცვილი, თხევადი პარაფინი, სუფთა წყალი, ყვითელი ვაზელინი, ჰიპრომელოზა.

ჩვენებები
ალზოლის მალამოს აქტიურ ინგრედიენტს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და შემკვრელი მოქმედება. გამოიყენება სისხლდენის გარეშე არსებული ზედაპირული ჭრილობებისა და დაზიანებების, კანის ზედაპირული ანთებისა და გაღიზიანების, მწერის ნაკბენისა და მზისგან დამწვრობის სამკურნალოდ. გარდა ამისა, გამოიყენება ზედაპირული ნაწოლების სამკურნალოდ და საფენებით გამოწვეული დერმატიტის (საფენის მოხმარების არეში სიწითლისა და გამონაყარის) პრევენციისა და მკურნალობისათვის.

მიღების წესები და დოზები
ალზოლის მალამო გამოიყენება მხოლოდ კანზე.
მალამო უნდა წაისვათ კანის დაზიანებულ უბანზე დღეში ორჯერ ან სამჯერ.
თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი რაოდენობის ალზოლის მალამო
მოიცილეთ მალამო დაზიანებული კანიდან (მოიწმინდეთ).
თუ დაგავიწყდათ ალზოლის მალამოს გამოყენება
გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა, გააგრძელეთ მკურნალობა გამოყენებისა და დოზირების შესახებ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად.
თუ შეწყვეტთ ალზოლის მალამოს გამოყენებას
რეციდივის თავიდან ასაცილებლად, 3 დღეზე ადრე არ შეწყვიტოთ მკურნალობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღინიშნება სიმპტომების გაუარესება ან ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები. მიუხედავად ამისა, ალზოლის მალამოს გამოყენების უეცრად შეწყვეტა არ იწვევს არასასურველ ეფექტებს.
პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ალზოლის მალამოს გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ალზოლის მალამო
- თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) ალზოლის მალამოს აქტიური სუბსტანციის (ალუმინის აცეტატის ტარტრატის ბორატის ხსნარი) ან რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ.
- არ გამოიყენოთ ალზოლის მალამო სისლხდენიანი ჭრილობების და კანზე მოცულობითი, სველი დაზიანებების (მაგ. ეგზემის) სამკურნალოდ.
- არ წაისვათ მალამო თვალზე და მის გარშემო, პირზე ან ლორწოვან გარსებზე.
გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ალზოლის მალამოს გამოყენებისას
კანის დაზიანებულ უბანზე პრეპარატის წასმის შემდეგ ხელები კარგად დაიბანეთ. მალამოს თვალში, მის გარშემო, პირში ან ლორწოვან გარსებზე მოხვედრისას, მოიბანეთ აღნიშნული უბნები წყლით.

გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ალზოლის მალამოს შემთხვევაშიც შეიძლება აღინიშნოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყოველთვის.
შემდეგი გვერდითი ეფექტების განვითარების სიხშირე ცნობილი არ არის (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია): პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს დროებითი სიწითლე, კანზე გამონაყარი, ქავილი და აქერცვლა წასმის ადგილას. ამგვარი სიმპტომების განვითარებისას შეწყვიტეთ მალამოს გამოყენება და მიმართეთ ექიმს. 
თუ ალზოლის მალამოს გამოიყენებთ მითითებების შესაბამისად, სხვა გვერდითი ეფექტების განვითარება მოსალოდნელი არ არის.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გაუარესების შემთხვევაში, ასევე ისეთი გვერდითი ეფექტის გამოვლენისას, რაც მოცემული არ არის წინამდებარე ინსტრუქციაში, მიმრთეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ალზოლის მალამოს გამოყენების შესახებ კვლევის მონაცემები არ არსებობს. ვინაიდან ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შეიძლება იმ პრეპარატების გამოყენება, რომლებიც შეიცავენ ალუმინის იმავე რაოდენობას, რასაც ალზოლის მალამოს მთლიანი ტუბი, სავადაუდოა, რომ ალზოლის მალამოს გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში უსაფრთხოა.
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

განსაკუთრებული მითითებები
ავტომობილებისა და მექანიზმების მართვა
ალზოლის მალამო გავლენას არ ახდენს ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ალზოლის მალამოს მითითებების შესაბამისად გამოყენებისას სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება მოსალოდნელი არ არის.

შენახვის პირობები და ვადები
შეინახეთ 25oC-მდე ტემპერატურის პირობებში.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ალზოლის მალამო არ გამოიყენოთ კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ გამოიყენოთ ალზოლის მალამო, თუ შენიშნავთ დაზიანების რაიმე ხილულ ნიშნებს (ფერის შეცვლას).
პრეპარატების გადაყრა საყოფაცხოვრებო ნაგავში ან კანალიზაციაში არ შეიძლება. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადაყაროთ ის პრეპარატები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

სად შევიძინოთ?