ძებნა...
შედეგი ვერ მოიძებნა

მწარე წვეთები - ველედა

Amara-Tropfen

დაწერეთ პირველი კომენტარი
III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფორმა: 50მლ შიგნით მისაღები წვეთები ფლაკონში
მწარმოებელი: ველედა (გერმანია)

აქტიური ნივთიერებები:

კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

იმუნ აქტივი (დენკ ფარმა)

აღწერა

შემადგენლობა
10 გ (= 10,4 მლ) შეიცავს:
აქტიური სუბსტანციები: აბზინდას (Artemisia absinthium) ნედლი ბალახის სპირტიანი ექსტარქტი (1:2,3) 0,15 გ / ასისთავას (Centaurium erythraea) ნედლი ბალახის სპირტიანი ექსტარქტი (1:2,3) 0,075 გ / ვარდკაჭაჭას (Cichorium intybus) ნედლი მცენარის სპირტიანი ექსტარქტი (1:2,3) 0,6 გ / ნაღველას (Gentiana lutea) სპირტიანი ნახარში Ø 0,36 გ / ღვიის (Juniperus communis) სპირტიანი ნაყენი Ø (HAB, V. 20) 0,05 გ / ფარსმანდუკის (Millefolium) ბალახის სპირტიანი ნაყენი Ø (HAB, V. 20) 2,0 გ / ტყის კამის (Peucedanum ostruthium) ნედლი ფესურის სპირტიანი ნახარში (1:2,15) Ø 0,15 გ / სალბის (Salvia oficinalis) სპირტიანი ნაყენი Ø 1,0 გ / ბაბუაწვერას (Taraxacum) ნაყენი Ø 0,32 გ.
სხვა ინგრედიენტები: 96%-იანი ეთანოლი, გასუფთავებული წყალი.

ჩვენებები
საჭმლის მომნელებელი წვენების სინთეზისა და სეკრეციის ფუნქციური მოშლა; 
კუჭისა და წვრილი ნაწლავის მოტორიკის დარღვევა და ამით გამოწვეული ჩივილები, მაგალითად, გულძმარვა, უმადობა, გულისრევა, ჭამის შემდეგ სიმძიმის შეგრძნება.

მიღების წესები და დოზები
უმადობისას მიიღება ჭამამდე 15 წუთით ადრე, საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად _ საკვების მიღებიდან 1 საათის შემდეგ.
ერთჯერადი დოზა: ბავშვები 1-დან 5 წლამდე: 3-5 წვეთი; ბავშვები 6-დან 11 წლამდე: 5-8 წვეთი; მოზარდები 12 წლის ასაკს ზევით: 10-15 წვეთი

კომენტარები

კომენტარები ჯერ არ არის - იყავით პირველი!

დაწერეთ კომენტარი

იმპორტიორი საქართველოში

ველედა

ველედა

თბილისი, გამსახურდიას გამზ.45
ავენი
სად შევიძინოთ? ნუკი