შემადგენლობა
ამიაკი 10 მლ, გამოხდილი წყალი 100 მლ-მდე.
ამიაკის ხსნარის მოქმედება განპირობებულია მის ადგილობრივად გამაღიზიანებელ თვისებაზე: აღიზიანებს ზემო სასუნთქი გზების ნერვულ დაბოლოებებს, რაც იწვევს სისხლძარღვთა და სასუნთქი ცენტრის რეფლექტორულ სტიმულაციას, შესაბამისად სუნთქვის გაძლიერებას და არტერიალური წნევის აწევას. მაღალი კონცენტრაციით შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის შეჩერება.
ამიაკის ხსნარისშიგნით მიღებისას აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს და იწვევს ღებინებას. იწვეწს სასუნთქი გზების გააქტიურებას და ხელს უწყობს ამოხველებას. გამოირჩევა ძლიერი ანტისეპტიკური თვისებებით.
მწერების ნაკბენეზე იხმარება საფენების სახით.
იყენებენ, როგორც გადაუდებელ საშუალებას სასუნთქი ცენტრის აგზებისათვის და ავადმყოფთა გამოსაყვანად უგონო მდგომარეობიდან, რისთვისაც პრეპარატში დასველებული ბამბის ან დოლბანდის პატარა ნაჭერი მიაქვთ ცხვირის ნესტოებთან (0,5-1,0 წმ). მწერების ნაკბენისას გამოიყენება გარეგანი საფენის სახით. ქირურგიულ პრაქტიკაში იხმარება ხელების დასაბანად (25 მლ პრეპარატი 5 ლ თბილ ანადუღარ წყალში). ხასიათდება ანტიმიკრობული თვისებებით და კარგად ასუფთავებს კანს.
შიგნით მისაღებად ამოსაღებინებელი საშუალების სახით (5-10 წვეთი 100 მლ წყალში).
განუზავებელი ხსნარის მიღება იწვევს საყლაპავისა და კუჭის დამწვრობას.
ამიაკის ხსნარის გამოყენება უკუნაჩვენებია დერმატიტების, ეგზემის და კანის სხვა დაავადებების დროს.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენებაზე ინფორმაცია არ მოიპოვება.
გავლენა ავტომობილების მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა-დანადგარებთან მომუშავე პერსონალზე: არ არის გამოვლენილი.
გამოყენების თავისებურებები: არ არის გამოვლენილი.
მაღალი კონცენტრაციით შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის შეჩერება.
იწვევს მჟავების ნეიტრალიზებას.
შენახვის პირობები: გრილ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
ურეცეპტოდ.