Plasmon
ამოქსიცილინი / Amoxicillin


შემადგენლობა 

ამოქსიცილინის ტრიჰიდრატი _ 0.25 გ - ამოქსიცილინის ტრიჰიდრატი _ 0.5 გ 
Amoxicillin trihydras - Amoxicillin trihydras 
დამხმარე ნივთიერებები: 
რძის შაქარი-0.14გ
შიგთავსის საერთო მასა _ 0.39 გ - შიგთავსის მასა _ 0.5 გ 
აღწერა: თეთრი ფერის მყარი ჟელატინის კაფსულები. კაფსულის შიგთავსი – თეთრი ფერის ფხვნილი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტიბაქტერიული მოქმედების პენიცილინის ჯგუფის მეორე თაობის ნახევრად სინთეზური ანტიბიოტიკი. ამოქსიცილინი ახდენს ტრანსპეპტიდაზას ინჰიბირებას. მიკროორგანიზმის ზრდისა და გამრავლების პროცესში არღვევს პეპტიდოგლიკანის (უჯრედის კედლის ცილა) სინთეზს და იწვევს მიკროორგანიზმის ლიზისს.
ამოქსიცილინს გააჩნია მოქმედების ფართო სპექტრი. აქტიურია აერობული გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ: Neisseria gonorrhoeae, Neisseria meningitidis, Escherichia coli, Shigella spp., Salmonella spp., Klebsiella spp. 
პენიცილინაზას მაპროდუცირებელი მიკროორგანიზმები რეზისტენტულია ამოქსიცილინის მოქმედებისადმი.

ფარმაკოკინეტიკა
ამოქსიცილინი აბსორბირდება სწრაფად (დაახლოებით 93%), საკვების მიღება გავლენას არ ახდენს აბსორბციაზე, არ იშლება კუჭის წვენით, შიგნით მიღებისას 125მგ და 250მგ დოზით მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 1-2 საათის შემდეგ და შეადგენს 1,5-3მკგ/მლ-ს და 3,5-5მკგ/მლ-ს. 
ამოქსიცილინს აქვს განაწილების ფართო მოცულობა - მაღალ კონცენტრაციებში ვლინდება პლაზმაში, სითხეებში, ბრონქულ სეკრეტში (ჩირქოვან ბრონქულ სეკრეტში განაწილება სუსტია), პლევრალურ და პერიტონეულ სითხეში, ფილტვის ქსოვილში, ნაწლავის ლორწოვან გარსში, ქალის სასქესო ორგანოებში, წინამდებარე ჯირკვალში, შუა ყურის სითხეში, ძვლებში, ცხიმოვან ქსოვილში, ნაღვლის ბუშტში (ღვიძლის ნორმალური ფუნქციისას), ნაყოფის ქსოვილებში. Dდოზის ორჯერ გაზრდისას კონცენტრაცია ასევე იზრდება ორჯერ. ნაღველში კონცენტრაცია 2-4ჯერ აჭარბებს კონცენტრაციას პლაზმაში, ცუდად აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში, მენინგიტის დროს თავ-ზურგტვინის სითხეში კონცენტრაცია დაახლოებით 20%-ია, პლაზმის ცილებს უკავშირდება დაახლოებით 17%. ნაწილობრივ მეტაბოლიზდება არააქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით. ნახევრად გამოყოფის პერიოდი 1-1.5 საათია, 50-70% გამოიყოფა უცვლელი სახით თირკმელების საშუალებით (მილაკოვანი სეკრეციის გზით (80%), გორგლოვანი ფილტრაციით 20%), ღვიძლით 10-20%. მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში. დღენაკლულებში, ახალშობილებსა და 6 თვემდე ბავშვებში ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3-4 საათს. თირკმლის ფუნქციის დარღვევისას (კრეატინინის კლირენსი 15მლ/წთ. ან ნაკლები) ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება 8,5 საათამდე. ამოქსიცილინი გამოიყოფა ჰემოდიალიზისას.

ჩვენებები
სასუნთქი გზების და ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების ინფექციები (ბრონქიტი, პნევმონია, ანგინა, ფარინგიტი, სინუსიტი, ბრონქიტი, მწვავე შუა ოტიტი), შარდ-სასქესო სისტემის (ურეთრიტი, ცისტიტი, პიელონეფრიტი, გონორეა, ენდომეტრიტი), კუჭ-ნაწლავის სისტემის (პერიტონიტი, ენტეროკოლიტი, ქოლეცისტიტი, მუცლის ტიფი) ინფექციები; კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (წითელი ქარი, იმპეტიგო, მეორადი ინფიცირებული დერმატოზები), ლეპტოსპიროზი, ლისტეროზი, მენინგიტი, ლაიმას დაავადება (ბორელოზი), სეფსისი, დიზენტერია, სალმონელოზი, ენდოკარდიტისა და ქირურგიული ინფექციების პროფილაქტიკა. კომბინირებული თერაპია გასტრიტისა და წყლულოვანი დაავადებების (მეტრონიდაზოლთან კომბინაციაში).

მიღების წესები და დოზები
პრეპარატის დოზა დამოკიდებულია გამომწვევი მიკროორგანიზმის მგრძნობელობასა და ინფექციური პროცესის სიმძიმეზე. ჩვეულებრივ, მოზრდილებსა და 10 წლის ზევით ასაკის ბავშვებში (40 კგ-ზე მეტი მასის მქონე) - 500მგ 3-ჯერ დღეში. ინფექციების მძიმე მიმდინარეობისას დოზა იზრდება 750 მგ-დან 1 გ-მდე. 
5-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებში: 250 მგ 3-ჯერ დღეში; 
2-5 წლამდე ასაკის ბავშვებში: 125მგ 3-ჯერ დღეში. 
2 წლამდე ასაკის ბავშვებში: სადღეღამისო დოზა შეადგენს 20მგ/კგ. 
ახალშობილებში დოზა მცირდება ან/და იზრდება მიღებებს შორის ინტერვალი. 
შუა ყურის ოტიტის დროს 1 წლამდე ასაკის ბავშვებში _ 125 მგ 2-ჯერ ან 100 მგ 3-ჯერ დღე-ღამეში. 
მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 5-10 დღეს. 
მწვავე გონორეის დროს დასაშვებია ერთდროულად 3გ პრეპარატის მიღება 1გ პრობენეციდთან კომბინაციაში.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და სანაღვლე გზების მწვავე ინფექციებისას (პარატიფი, მუცლის ტიფი), გინეკოლოგიური ინფექციური დაავადებებისას მოზრდილებში: 1,5 - 2გ 3-ჯერ დღეში ან 1 - 1,5გ 4-ჯერ დღეში. 
ლეპტოსპიროზისას მოზრდილებში: 0,5-0,75გ 4-ჯერ დღეში 6-12 დღის განმავლობაში.
პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით პრეპარატის მიღებებს შორის ინტერვალი იზრდება და შეადგენს: 10-40მლ/წთ კლირენსისას - 12 საათს, 10მლ/წთ ნაკლები კლირენსისას - 24 სააათს.

გვერდითი მოვლენები
გულისრევა, ღებინება, დიარეა, ანუსის არეში ტკივილი, სტომატიტი, გაღიზიანებადობა, უძილობა, თავბრუსხვევა. სუნთქვის გაძნელება, ტაქიკარდია; ტკივილი სახსრებში, დისბაქტერიოზი, პირის ღრუს ან საშოს არეში კანდიდოზი. ჰემორაგიული კოლიტი, ალერგიული რეაქციები, დერმატიტი, ექსუდაციური ერითემა, კანის ქავილი, გამონაყარი.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პენიცილინებისა და ცეფალოსპორინების მიმართ. ალერგიული დიათეზი, ბრონქული ასთმა, ინფექციური მონონუკლეოზი, ლიმფოლეიკოზი, ღვიძლის უკმარისობა, ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადება (განსაკუთრებით ანტიბიოტიკების მიღებასთან დაკავშირებული კოლიტი), ლაქტაცია. სიფრთხილით ინიშნება თირკმლის უკმარისობის, ანამნეზში სისხლდენისა და ორსულობის დროს. 
უსაფრთხოების ზომები: ავადმყოფებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევები, უნდა გაიზარდოს პრეპარატის მიღების ინტერვალები და პერიოდულად გაკონტროლდეს თირკმლის ფუნქცია.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ამოქსიცილინი ინიშნება მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებით ნაყოფსა ან ჩვილზე პოტეციური რისკის გათვალისწინებით.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა: ამოქსიცილინი გაივლის პლაცენტარულ ბარიერს. სიფრთხილის მიზნით, ორსულობის დროს ამოქსიცილინი მიიღება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ექიმი შეაფასებს მკურნალობის მოსალოდნელ რისკს და სარგებელს.
ლაქტაციის პერიოდი: ამოქსიცილინი გადადის დედის რძეში.Bბავშვს, რომელიც ღებულობს ასეთ რძეს, შესაძლებელია განუვითარდეს დიარეა, ლორწოვანი გარსის სოკოვანი დაავადებები, ალერგიული რეაქციები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საჭიროა ბავშვის კვების შეწყვეტა. 
თუმცა ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება დასაშვებია, თუ მისი მიღების პოტენციური უპირატესობა ამართლებს მასთან ასოცირებულ პოტენციურ რისკს. 
ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა ტექნიკის მართვაზე: 
გამოცდილებამ აჩვენა, რომ ამოქსიცილინი არ მოქმედებს ყურადღების კონცენტრირების უნარზე და სწრაფ რეაგირებაზე, თუმცა გვერდითმა ეფექტებმა შეიძლება გავლენა იქონიოს როგორც რეაგირებაზე, ასევე ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვაზე. ეს განსაკუთრებით ეხება პრეპარატის ალკოჰოლთან ერთად მიღებას.

ჭარბი დოზირება
ამოქსიცილინისათვის დამახასიათებელი ტიპური სიმპტომები ჯერ არ გამოვლენილა. ხანგრძლივი თერაპიაც არ იწვევს სპეციფიკურ ტოქსიკურ გვერდით ეფექტებს. ინტოქსიკაციის სიმპტომები მსგავსია გვერდითი მოვლენების დროს განვითარებული სიმპტომებისა. ყველაზე ხშირად ვლინდება ჩივილები კუჭ-ნაწლავის მხრივ, მაგალითად, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი და დიარეა. 
მკურნალობა: სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. მკურნალობა მოიცავს სიმპტომურ თერაპიას, რის დროსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს წყლისა და ელექტროლიტების ბალანსს. შესაძლებელია ამოქსიცილინი ელიმინირდეს ჰემოდიალიზის საშუალებით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
სხვა ანტიბიოტიკები და/ან ქიმიოთერაპიული პრეპარატები: არ შეიძლება ამოქსიცილინის მიღება სხვა ისეთ ანტიბიოტიკებთან ერთად, რომლებიც აინჰიბირებენ ბაქტერიის ზრდას (ბაქტერიოსტატული ანტიბიოტიკები, როგორიც არის ტეტრაციკლინი, მაკროლიდი, სულფონამიდი ან ქლორამფენიკოლი), ამ შემთხვევაში შესაძლებელია ამოქსიცილინის ეფექტი შემცირდეს.
პრობენეციდის შემცველი პრეპარატები (პოდაგრის სამკურნალო): ერთდროული გამოყენებისას შესაძლოა დაითრგუნოს ამოქსიცილინის ექსკრეცია, რაც იწვევს ამოქსიცილინის დონის გაზრდას. 
ალოპურინოლის შემცველი პრეპარატები (პოდაგრის სამკურნალო): ერთდროულმა მიღებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს კანის ალერგიული რეაქციების განვითარებას. დეჰიდრატაციული პრეპარატები (დიურეტიკები): წყლის გაზრდილი ექსკრეცია იწვევს ამოქსიცილინის ელიმინაციის გაზრდას, რის გამოც სისხლში მცირდება აქტიური ნივთიერებების რაოდენობა. 
კარდიოტონული პრეპარატები (დიგოქსინი): ამოქსიცილინმა შესაძლებელია გაზარდოს დიგოქსინის აბსორბცია. 
ანტიკოაგულანტები (კუმარინი): ერთდროული მიღებისას შესაძლებელია გაიზარდოს სისხლდენის რისკი. 
ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატები (კონტრაცეპტივები): იშვიათ შემთხვევებში ორალური კონტაცეპტივების ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს. ამის გამო სასურველია, დამატებით არაჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება. 
ზეგავლენა ლაბორატორიულ კვლევებზე: შარდში შაქრის განმსაზღვრელი ზოგიერთი მეთოდის, ე.წ. არაფერმენტული მეთოდის გამოყენებისას შესაძლებელია ცრუ დადებითი შედეგის მიღება. ასევე შეფერხებულია ურობილინოგენის გამოვლენაც.

შენახვის პირობები და ვადები
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია!
შენახვის წესი: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე,Oოთახის ტემპერატურის პირობებში.

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გაიცემა რეცეპტით.

სად შევიძინოთ?