Plasmon
ანაპენ® 500 / Anapen® 500


შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება არის 500 მიკროგრამი ადრენალინი (ეპინეფრინი) 0.3მლ-ში. 
წამალი ასევე შეიცავს: ნატრიუმის მეტაბისულფიტს, ნატრიუმის ქლორიდს, მარილმჟავასა და საინექციო წყალს. 

როგორ გამოიყურება ანაპენი და შეფუთვის შიგთავსი:
ანპენი შეიცავს ადრენალინის საინექციო ხსნარით წინასწარ შევსებულ შპრიცს რომელიც მოთავსებულია ავტომატურ მოწყობილობაში (აუტო-ინექტორი). ანაპენი იწარმოება სამი სიძლიერის დოზით, ანაპენი 500 მიკროგრამი საინექციო ხსნარის 0.3 მლ-ში, ანაპენი 300 მიკროგრამი საინექციო ხსნარის 0.3 მლ-ში და ანაპენი ჯუნიორი 150 მიკროგრამი საინექციო ხსნარის 0.3 მლ-ში. ანაპენის მოწოდება ხდება 1 ან 2 ერთეულის სახით. ზოგ ბაზარზე არ არის ხელმისაწვდომი ყველა ტიპის შეფუთვა.

ჩვენებები
ანაპენი წარმოადგენს ადრენალინით წინასწარ შევსებულ შპრიცს რომელიც მოთავსებულია საინექციო ავტომატურ მოწყობილობაში (აუტო-ინექტორი). მისი საშუალებით ხდება ადრენალინის ერთჯერადი დოზის ინექცია კუნთში.
ადრენალინი ბუნებრივი ჰორმონია, რომლის გამონთავისუფლება ხდება სტრესის საპასუხოდ. მწვავე ალერგიული რეაქციების დროს ის აწესრიგებს არტერიულ წნევას, გულის ფუნქციონირებასა და სუნთქვას, ამცირებს შეშუპებას. 
ანაპენი გამოიყენება გადაუდებელი მკურნალობის შემთხვევაში მწვავე ალერგიული რეაქციების ან ანაფილაქსიის დროს, რომელიც გამოწვეულია მიწის თხილის ან სხვა საკვების მიღებით, წამლებით, მწერის ნაკბენის ან დანესტრის შედეგად და სხვა ალერგენებით, აგრეთვე ფიზიკური დატვირთვით ან უცნობი მიზეზით.

მიღების წესები და დოზები
ყოველთვის გამოიყენეთ ეს წამალი თქვენი ექიმის ინსტრუქციის თანახმად.
-თუ არა ხართ დარწმუნებული შეამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
გაიკეთეთ ინექცია მხოლოდ ბარძაყის კუნთში.
მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის, გთხოვთ იყოთ დარწმუნებული, რომ გამოყენებისთანავე უსაფრთხოდ გადააგდეთ ინექტორი.
ჩვეულებრივ რეაქცია იწყება ალერგენთან კონტაქტიდან რამოდენიმე წუთში და შესაძლოა გამოვლინდეს:
- კანის ქავილით, გაზრდილი ურტიკარიული გამონაყარით (ჭინჭრის ციება), თვალების, ტუჩების ან ენის აწითლებით და შეშუპებით.
- სუნთქვის გაძნელებით, რაც ხორხის შეშუპებას ახლავს თან. ხიხინით, ქოშინით და ხველით, რაც ფილტვში კუნთების შეკუმშვის შედეგად ვითარდება.
- ანაფილაქსიის სხვა სიმპტომები მოიცავს თავის ტკივილს, ღებინებას და დიარეას.
- კოლაფსი ან ცნობიერების დაკარგვა არტერიული წნევის უეცარი ვარდნის შედეგად.
როგორც კი იგრძნობთ მსგავს სიმპტომებსა და ნიშნებს დაუყოვნებლივ გამოიყენეთ ანაპენ აუტო-ინექტორი. წამლის ინექცია უნდა მოხდეს კუნთში ბარძაყის გარეთა ნაწილში და არა დუნდულოზე.
გამოყენება მოზრდილებში 
- ჩვეული დოზა არის 300 მიკროგრამი.
- მოზრდილებისთვის, რომელთა სხეულის საშუალო წონა აღემატება 60 კგ-ს ან თუ ისინი განეკუთვნებიან მძიმე ანაფილაქსიის მაღალი რისკის მქონე ჯგუფს, 300 მიკროგრამიანი დოზა შესაძლოა არასაკმარისი იყოს და ამ პაციენტებისათვის გამოყენებული უნდა იყოს ანაპენ 500 მიკროგრამიანი აუტო-ინექტორი.
- იმ შემთხვევაში, თუ ადრენალინის ერთჯერადი დოზით ალერგიული რეაქციის სრულად შეჩერება არ მოხერხდა, განმეორებითი ინექცია შესაძლოა გაკეთდეს 10-15 წუთში.
გამოყენება ბავშვებში
- ანეპენ 500 მიკროგრამის გამოყენება ბავშვებისათვის რეკომენდირებული არ არის. 
თქვენ უნდა შეატყობინოთ თქვენს ექიმს ან მიაღწიოთ უახლოეს კლინიკას ანაპენის გამოყენებიდან რაც შეიძლება მალე. იყავით დარწმუნებული რომ თქვენ ახსენით, რომ ბარძაყის კუნთში გაგიკეთდათ ადრენალინის ინექცია. აჩვენეთ ექიმს კოლოფი და ეს ინსტრუქცია. 
გამოყენების მნიშვნელოვანი ინსტრუქცია (შეხედეთ დიაგრამებს 1-4) 
- არ მოხსნათ შავი უსაფრთხოების თავსახური ან შავი ნემსის თავსახური მანამ არ დაგჭირდებათ ანაპენის გამოყენება

1234
მოაცილეთ შავი ნემსის თავსახური
ეს თავსახური ეხება რუხ ნემსის დამცველ შალითას და შესაძლოა საჭირო გახდეს მოსაცილებლად გარკვეული ძალის გამოყენება
მოაცილეთ შავი უსაფრთხოების თავსახური წითელ გამშვებ ღილაკს

 
მიადეთ ანაპენი ბარძაყის გარეთა ნაწილს და დააჭირეთ გამშვებ ღილაკს
ინექცია შესაძლოა გაკეთდეს საჭიროების შემთხვევაში მსუბუქ ტანსაცმელზეც
დააყოვნეთ ანაპენი პოზიციაში 10 წამის განმავლობაში (ეს ხელს შეუწყობს, რომ მოხდეს ადრენალინის სრული დოზით ინექცია)
მსუბუქად დაიზილეთ ინექციის ადგილი


- გამოყენების შემდეგ დააბრუნეთ შავი ნემსის თავსახური თავის ადგილზე და დააბრუნეთ ინექტორი თქვენს ფარმაცევტთან ან ექიმთან, რათა მოხდეს მისი სწორი გაუვნებელყოფა.

გვერდითი მოვლენები
- როგორც ყველა წამალს, ანაპენს შესაძლოა ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, თუმცა ეს არ ვლინდება ყველა პაციენტის შემთხვევაში.ანაპენი შეიცავს ნატრიუმის მეტაბისულფიტს (E223), 
- რომელიც შესაძლოა გახდეს ალერგიული რეაქციის და სუნქვის გაძნელების მიზეზი, განსაკუთრებით ასთმის მქონე პაციენტებში. ასეთი გვერდითი მოქმედების გამოვლენისას ეცადეთ დაუყონებლივ აღმოჩნდეთ სამედიცინო მზრუნველობის ქვეშ. 
- ადრენალინის ზოგად გვერდით მოვლენებს განეკუთვნება: გულის ფრიალი, სწრაფი ან არათანაბარი გულის ცემა, ოფლიანობა, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, სუნთქვის გაძნელება, თავბრუსხვევა, სისუსტე, სიფერმკრთალე, კანკალი, თავის ტკივილი, შფოთვა, ნევროზული მდგომარეობა, შიში და ხელ-ფეხის გაციება.
- სხვა, ნაკლებად ხშირ, გვერდით მოვლენებს განეკუთვნება: ჰალუცინაციები, გონების დაკარგვა, გაფართოებული გუგები, შარდვის გაძნელება, კუნთების კანკალი, არტერიული წნევის მატება, სისხლში ცვლილებები, როგორიცაა გლუკოზის დონის მატება, კალიუმის დაბალი დონე და აციდოზი.
- იშვიათად, მაღალი დოზის შემთხვევაში, ან მგძნობიარე პაციენტებში, მოულოდნელად გაზრდილი არტერიულმა წნევამ შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტვინში სისხლჩაქცევა, არარეგულარული გულის ცემა, გულის შეტევა და შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სისხლის მიწოდების შემცირებას კანის, ლორწოვანისა და თირკმლის ქსოვილებში.
გვერდითი მოვლენების დამძიმების შემთხვევაში ან თუ აღინიშნება გვერდითი მოვლენები რომლებიც არ არის მითითებული აღნიშნულ ინსტრუქციაში, გთხოვთ შეატყობინოთ თქვენს ექიმს, ჯანდაცვის მუშაკს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენება
არ გამოიყენოთ ანაპენი
- თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგძნობიარე) ადრენალინის მიმართ ან მის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (იხ. ქვემოთ ინფორმაცია სულფიტებზე)
განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ ანაპენთან მიმართებაში
- თქვენი ექიმის მიერ გულდასმით უნდა ახსნილი იყოს თუ როდის უნდა გამოიყენოთ თქვენი ანაპენ აუტო-ინექტორი და როგორია მისი გამოყენების სწორი წესი.
- აღნიშნული წამალი გამოიყენება მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში და თქვენი ავტო-ინექტორის გამოყენების შემდეგ დაუყონებლივ უნდა აღმოჩნდეთ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.
- თქვენ უნდა უთხრათ თქვენს ექიმს, გაწუხებთ თუ არა გულის დაავადება, მათ შორის გულის იშემიური დაავადება, ჰიპერთიროიდიზმი, მაღალი არტერიული წნევა, სისხლში კალიუმის დაბალი დონე და კალციუმის მომატება, სისხლის მიმოქცევის დარღვევები, ფეოქრომოციტომა (თირკმელზედა ჯირკვლის სისმსივნის ტიპი), თვალშიდა წნევის მატება (გლაუკომა), თირკმლის ან პროსტატის დაავადება, დიაბეტი ან რომელიმე სხვა დაავადება.
- განმეორებითმა ადგილობრივმა ინექციამ შესაძლოა გამოიწვიოს ინექციის ადგილზე კანის დაზიანება. სისხლძარღვში შემთხვევით გაკეთებულმა ინექციამ შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული წნევის უეცარი მატება. ხელში ან ფეხში შემთხვევით გაკეთებულმა ინექციამ შესაძლებელია გამოიწვიოს დაზიანებულ უბანთან სისხლის მიწოდების შეწყვეტა. თქვენ დაუყონებლივ უნდა მიმართოდ უახლოესს ჰოსპიტალს

ორსულობა და ლაქტაცია
- არ არის ნათელი, წარმოადგენს თუ არა ადრენალინი რისკს ნაყოფისთვის. არ უნდა გაშინებდეთ გადაუდებელ შემთხვევაში ანაპენის გამოყენება ორსულობის დროს, ვინაიდან თქვენი სიცოცხლე შესაძლებელია იყოს საფრთხეში. თქვენ უნდა განიხილოთ ეს თქვენს ექიმთან ერთად მანამ ამგვარ გადაუდებელ მდგომარეობას ექნება ადგილი.
- არ არის მოსალოდნელი, რომ ადრენალინი გავლენას მოახდენს ძუძუზე მყოფ ჩვილებზე. წამლის მიღებამდე კითხეთ რჩევა თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

განსაკუთრებული მითითებები
ავტომობილის მართვა და მანქანა-დანადგარების გამოყენება:
თქვენ არ უნდა მართოთ ავტომობილი ან გამოიყენოთ მანქანა-დანადგარები ამ წამლის ინექციის შემდეგ, ვინაიდან შესაძლოა ჯერ კიდევ იმყოფებოდეთ ანაფილაქსიური შოკის ზეგავლენის ქვეშ.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ანაპენის რამოდენიმე ინგრადიენტის შესახებ
ანაპენი შეიცავს ნატრიუმის მეტაბისულფატს (E223), რომელიც შესაძლოა გახდეს ალერგიული რეაქციის და სუნთქვის გაძნელების მიზეზი, განსაკუთრებით ასთმის მქონე პაციენტებში.
თქვენ უნდა შეატყობინოთ თქვენს ექიმს თუ იცით რომ ალერგიული ხართ ნატრიუმის მეტასულფიტის მიმართ.

ჭარბი დოზირება
- თუ თქვენ გაიკეთეთ ადრენალინი დიდი რაოდენობით ან შემთხვევით გაიკეთეთ ინექცია სისხლძარღვში ან თითში დაუყონებლივ მიმართეთ უახლოეს ჰოსპიტალს.
თუ გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
თქვენ უნდა შეატყობინოთ თქვენს ექიმს, იღებთ თუ არა ამჟამად წამლებს, კერძოდ:D - გულის დაავადების წამლები, როგორიცაა გლიკოზიდები (დიგოქსინი), ბეტა-ბლოკატორები, ქინიდინი,
- ანტიდეპრესანტები, მათ შორის ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მონო ამინ ოქსიდაზის ინჰიბიტორი (MAOI’s), სეროტონინი და ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორი (SNRIs), 
- დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, ანაპენის გამოყენების შემდეგ შესაძლებელია თქვენმა ექიმმა შეცვალოს წამლის დოზა;
- პარკინსონის დაავადების სამკურნალო პრეპარატები,
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები,
- სხვა მედიკამენტები: ანტიჰისტამინები, როგორიცაა დიფენჰიდრამინი ან ქლორფენირამინი, თეოფილინი, იპრატროპიუმი და ოქსიტროპიუმი (გამოიყენება სასუნთქი გზების დაავადების, მათ შორის ასთმის, სამკურნალოდ), ოქსიტოცინი (გამოიყენება მშობიარობის დროს), საინჰალაციო ანესთეტიკები, ალფა ადრენერგული ბლოკერები (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ), სიმპატომიმეტიკები (გამოიყენება ასთმის, სასუნთქი გზების სხვა დაავადებების და ცხვირის გაჭედვის სამკურნალოდ).
შეატყობინეთ თქვენს ექიმს, ჯანდაცვის მუშაკს ან ფარმაცევტს თუ თქვენ იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით რომელიმე სხვა მედიკამენტს, მათ შორის მედიკამენტებს, რომლებიც გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ანაპენის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ალკოჰოლმა შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს ამ მედიკამენტის ეფექტის გაძლიერების გზით.

შენახვის პირობები და ვადები
შეინახეთ ბავშვების მხედველობის არეს მოცილებულ და მიუწვდომელ ადგილას არ გამოიყენოთ ანაპენი კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის თარიღის გასვლის შემდეგ
არ შეინახოთ 25oC-ზე მეტ ტემპერატურაზე
შეინახეთ თავისივე ორიგინალურ შეფუთვაში
არ გადააგდოთ წამალი ჩამდინარე წყლებსა ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. კითხეთ, თქვენს ფარმაცევტს თუ როგორ უნდა მოექცეთ წამალს, როცა ის უკვე აღარ გჭირდებათ. ეს დაეხმარება გარემოს დაცვას.
არასდროს არ მისცეთ თქვენი ანაპენ აუტო-ინექტორი სხვა პირს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას აქვს მსგავსი სიმპტომები. ეს წამალი არის მხოლოდ თქვენი პერსონალური გამოყენებისათვის.

სად შევიძინოთ?