Plasmon
APO-ვალაციკლოვირი / APO- VALACYCLOVIR

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): valaciclovir
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტივირუსული საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: Apotex
  • მწარმოებელი ქვეყანა: კანადა
  • გამოშვების ფორმა: 500მგ კაფსულა #30
  • გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

ათქ კოდი: J05AB

 

შემადგენლობა:

პრეპარატი APO-ვალაციკლოვირი ( APO-VALACYCLOVIR) აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ვალაციკლოვირის ჰიდროქლორიდს

 

ჩვენებები:

შემომსალტველი ლიქენის (Herpes zoster) მკურნალობა და პროფილაქტიკა;

1 და 2 ტიპის მარტივი ჰერპესის ვირუსით (Herpes simplex) გამოწვეული კანისა და ლორწოვანი გარსის ინფექციების მკურნალობა და პროფილაქტიკა;

ციტომეგალოვირუსული ინფექციის პროფილაქტიკა.

 

მიღების წესები და დოზები:

ჰერპეს ზოსტერის თერაპიის მიზნით APO-ვალაციკლოვირი  ინიშნება 1000 მგ 3-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში. Herpes simplex 1 და 2 ტიპის ვირუსებით გამოწვეული ინფექციების მკურნალობის დროს APO-ვალაციკლოვირი  ინიშნება 500 მგ 2-ჯერ დღეში.

Herpes simplex ვირუსებით გამოწვეული რეციდიული დაავადებების დროს მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია პროდრომულ პერიოდში ან დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე. მკურნალობის ხანგრძლივობა 3-5 დღეა. პირველი ეპიზოდის არსებობის შემთხვევაში, რომელიც უმთავრესად უფრო მძიმედ მიმდინარეობს, მკურნალობა უნდა დაიწყოს შეძლებისდაგვარად ადრეულ პერიოდში, ხოლო კურსის გახანგრძლივება რეკომენდებულია 10 დღემდე.

Herpes simplex ვირუსებით გამოწვეული დაავადებების რეციდივის პროფილაქტიკისათვის ნორმალური იმუნური სტატუსის მქონე მოზრდილ პაციენტებს ენიშნებათ 500 მგ ერთხელ დღეში. უფრო ხშირი რეციდივების არსებობისას (10 და მეტი წლის განმავლობაში) შესაძლოა უფრო ეფექტური იყოს 250 მგ 2-ჯერ დღეში. მოზრდილებში იმუნოდეფიციტური მდგომარების ფონზე ინიშნება 500 მგ 2-ჯერ დღეში. ციტომეგალოვირუსული ინფექციის პროფილაქტიკისათვის მოზრდილებსა და მოზარდებში 12 წლის ასაკის ზევით ინიშნება 2 გ 4-ჯერ დღეში. პრეპარატის დანიშვნა უნდა მოხდეს ტრანსპლანტაციის შემდგომ პერიოდში შეძლებისდაგვარად ადრე. დოზის კორექცია შესაძლებელია კრეატინინის კლირენსის მიხედვით. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 90 დღეს შეადგენს, რომლის გახანგრძლივება რეკომენდებულია ინფექციის განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში.

პაციენტები თირკმლის დაქვეითებული ფუნქციით დოზირების რეჟიმის შერჩევას საჭიროებენ კრეატინინის კლირენსისა და დანიშვნის ჩვენების მიხედვით.

ჰერპეს ზოსტერის თერაპია:

- კრეატინინის კლირენსი 15-30 მლ/წთ, APO-ვალაციკლოვირისდოზირება 1 გ 2-ჯერ დღეში;

- კრეატინინის კლირენსი <15 მლ/წთ, APO-ვალაციკლოვირის დოზირება 1 გ ერთხელ დღეში.

Herpes simplex ვირუსებით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა:

კრეატინინის კლირენსი <15 მლ/წთ, APO-ვალაციკლოვირის დოზირება 500 მგ ერთხელ დღეში. Herpes simplex ვირუსებით გამოწვეული ინფექციების პროფილაქტიკა:

კრეატინინის კლირენსი <15 მლ/წთ, APO-ვალაციკლოვირის დოზირება: 250 მგ ერთხელ დღეში (ნორმალური იმუნური სტატუსის ფონზე), 500 მგ ერთხელ დღეში (იმუნოდეფიციტური მდგომარეობის ფონზე). ციტომეგალოვირუსული ინფექციების პროფილაქტიკა:

 კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ) APO-ვალაციკლოვირის  დოზირება

 75 და მეტი 2 გ 4-ჯერ დღეში

 50- < 75 1.5 გ 4-ჯერ დღეში

 25 - < 50 1.5 გ 3-ჯერ დღეში

 10 - < 25 1.5 გ ერთხელ დღეში

 

ჰემოდიალიზზე მყოფი თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში APO-ვალაციკლოვირი ინიშნება კრეატინინის კლირენსის > 15 მლ/წთ-ის შესატყვისი რეკომენდებული დოზით. პრეპარატი მიიღება ჰემოდიალიზის შემდეგ.

პაციენტები მსუბუქი და ზომიერი ხარისხის დაქვეითებული ფუნქციით პრეპარატის დოზის სპეციალურ კორექციას არ საჭიროებენ. ფარმაკოკინეტიკურ გამოკვლევებს მძიმე ფორმის ღვიძლის ციროზისა და ღვიძლის დაქვეითებული სინთეზური ფუნქციის მქონე პაციენტებში არაა მიღებული დოზირების რეჟიმის კორექციის აუცილებლობაზე დამადასტურებელი მონაცემები, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მონაცემები APO-ვალაციკლოვირის კლინიკური გამოყენების გამოცდილების შესახებ აღნიშნული კონტიგენტის პაციენტებში შეზღუდულია.

 

გვერდითი მოვლენები:

• გულისრევა, დისკომფორტის შეგრძნება, მუცლის ტკივილი, ღებინება, დიარეა, ანორექსია, იშვიათად – ღვიძლის სინჯის მაჩვენებლების ტრანზიტორული გაზრდა;

• თავის ტკივილი, დაღლილობა, თავბრუსხვევა, ჰალუცინაციები; იშვიათად – აზროვნების დარღვევა, ცალკეულ შემთხვევებში – კომა;

• ალერგიული რეაქციები: იშვიათად - ქავილი, გამონაყარი, ანგიონევროტული შეშუპება, ანაფილაქსია;

• იშვიათად – თრომბოციტოპენია, ქლოშინი, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ფოტოსენსიბილიზაცია.

 

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა ვალაციკლოვირის, აციკლოვირის მიმართ.

 

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ვალაციკლოვირის-APO-ს გამოყენება დასაშვებია მაშინ, როცა მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება  ნაყოფისა და ჩვილისთვის პოტენციურ რისკს.

 

განსაკუთრებული მითითებები:

ხანდაზმულ პაციენტებში მკურნალობის პერიოდში აუცილებელი მოხმარებული სითხის რაოდენობის გაზრდა.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში იზრდება ნევროლოგიური გართულებების რისკი APO-ვალაციკლოვირის გამოყენებისას.

სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტებში.

ბავშვებში პრეპარატის გამოყენების კლინიკური გამოცდილება არ არსებობს.

 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

APO-ვალაციკლოვირის ერთდროულმა გამოყენებამ ციკლოსპორინთან, ტაკროლიმუსთან შესაძლოა თირკმლის ფუნქციის გაუარესება გამოიწვიოს.

 

შენახვის პირობები და ვადები:

ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15-30C°), სინათლისაგან დაცულ ადგილზე.

სად შევიძინოთ?