შემადგენლობა
1 მლ ხსნარი (დაახლოებით 30 წვეთამდე) შეიცავს:
აქტიური ნივთიერება:
ქოლეკალციფეროლი – 15 000 სე
დამხმარე ნივთიერებები:
კრემოფორი EL, საქაროზა (250 მგ), ნატრიუმის ჰიდროფოსფატი, ლიმონმჟავა, ანისულის არომატიზატორი, ბენზილის სპირტი (15მგ), გასუფთავებული წყალი.
ვიტამინი D3 წარმოადგენს აქტიურ ანტირაქიტულ ფაქტორს. იგი განსაზღვრავს ორგანიზმში კალციუმის და ფოსფორის ცვლის რეგულაციას, რაც ხელს უწყობს ჩონჩხის მინერალიზაციისა და ზრდის პროცესს.
ვიტამინი D3 წარმოადგენს ცხოველებისა და ადამიანის ორგანიზმის მიერ გამომოუშავებული ვიტამინ D-ს ბუნებრივ ფორმას. ვიტამინ D2-თან შედარებით ხასიათდება 25%-ით უფრო მეტი აქტივობით; იგი აუცილებელია პარაფარისებრი ჯირკვლების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. პრეპარატი მოქმედებს ნაწლავებზე, თირკმელებზე და ძვლის ქსოვილზე. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნაწლავების მიერ კალციუმისა და ფოსფატების შეწოვის პროცესში, მინერალური მარილების ტრანსპორტში და ძვლების კალციფიკაციის პროცესში; არეგულირებს აგრეთვე, კალციუმისა და ფოსფატების გამოყოფას თირკმლის საშუალებით. კალციუმის იონების კონცენტრაცია მოქმედებს მთელ რიგ ბიოქიმიურ პროცესებზე, რომლებიც მონაწილეობენ ჩონჩხის მუსკულატრუის ტონუსის შენარჩუნებაში, ნერვული აგზნების გამტარებლობაში და სისხლის შედედების პროცესში.
ვიტამინ D ლიმფოკინების წარმოქმნის პროცესზე ზემოქმედებით მონაწილეობს აგრეთვე იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში.
საკვებში ვიტამინი D-ს უკმარისობა, მისი შეწოვის პროცესის დარღვევა, კალციუმის დეფიციტი, აგრეთვე, მზის სხივების ექსპოზიციის არ არსებობა, ბავშვის სწრაფად ზრდის პერიოდში, იწვევს რაქიტს; მოზრდილებში ოსტეომალაციას, ორსულ ქალებში შესაძლებელია ტეტანიის სიმპტომების განვითარება, ხოლო ახალშობილებში კბილის ემალის წარმოქმნის დარღვევა.
ქალებმა მენოპაუზის პერიოდში ჰორმონალური დარღვევებით გამოწვეული ოსტეოპორზის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა, გაზარდონ ვიტამინი D-ს დოზა.
ვიტამინი D3-ს წყალხსნარი მის ზეთოვან ხსნართან შედარიებით უფრო კარგად შეიწოვება. დღენაკლულ ბავშვებში ადგილი აქვს ნაღვლის არასაკმარისი რაოდენობით წარმოქმნას და მის გადასვლას ნაწლავებში, რაც აფერხებს ვიტამინების ზეთოვანი ხსნარების შეწოვის პროცესს. პერორალურად მიღებისას ქოლეკალციფეროლი აბსორბირდება წვრილ ნაწლავში.
იგი გაივლის პლაცენტურ ბარიერს და ექსკრეგირებს დედის რძეში.
მეტაბოლიზდება ღვიძლში და თირკმელებში. პრეპარატის ნახევარდაშლის პერიოდი სისხლის პლაზმაში შეადგენს რამოდენიმე დღეს და თირკმლის დაავადების შემთხვევაში შესაძლებელია მისი გახანგრძლივება.
ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდთან და განავალთან ერთად.
ვიტამინ D-ს დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა.
რაქიტის, ჰიპოკლაციემური ტეტანიის, ოსტეომალაციის და მეტაბოლური პროცესების დარღვევით მიმდინარე ძვლის დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა (როგორიცაა ჰიპოპარათირეოზი და ფსევდოჰიპოპარათეოზი), ვიტამინ D-ს შეწოვის პროცესის შემცირებით გამოწვეული მდგომარეოებების პროფილაქტიკა.
როგორც დამატებითი სამკურნალო საშუალება ოსტეოპორზის მკურნალობის დროს.
პერორალურად პრეპარატს იღებენ კოვზის საშუალებით.
1 წვეთი შეიცავს დაახლოებით 500 სე ვიტამინ D3-ს.
პრეპარატის დოზის ზუსტად განსაზღვრის მიზნით, საჭიროა ბოთლის დაჭერა 45o კუთხით.
იმ შემთხვევაში, როდესაც პრეპარატი გამოწერილი არ არის ექიმის მიერ:
პროფილაქტიკური მიზნით ინიშნება:
-3-4 კვირის ახალშობილებში, 2-3 წლამდე ასაკის ბავშვებში კარგი მოვლის პირობებში და სუფთა ჰაერზე საკმარისი რაოდენობით ყოფნის დროს: 500-1000 სე (1-2 წვეთი) დღე-ღამეში;
-დღენაკლულ ბავშვებში, 7-10 დღის, ტყუპებში, ცუდ საცხოვრებელ პირობებში მყოფ ჩვილ ბავშვებში – 100-1500 სე (2-3 წვეთი) დღე-ღამეში; მზიანი ზაფხულის დროს დოზა შეიძლება შემცირდეს 500 სე-მდე (1 წვეთი) დღე-ღამეში.
-ორსულ ქალებში ყოველდღიური დოზა: 400 სე ვიტამინი D ორსულობის 28-ე დღიდან.
-მოზრდილებში: 500-1000 სე (1-2 წვეთი) დღე-ღამეში.
თერაპიული მიზნით ინიშნება:
-ყოველდღიურად 2000-5000 სე (4-10 წვეთი) 4-6 კვირის განმავლობაში, ავადმყოფის მდგომარეობის გულმოდგინე კონტოლისა და შარდის პერიოდული გამოკვლევის პირობებში. მკურნალობას იწყებენ დოზით 2000 სე 3-5 დღის განმავლობაში, შემდგომში კარგი ტოლერანტობის შემთხვევაში, დოზას ზრდიან ინდივიდუალურ სამკურნალო დოზამდე (ხშირად 3000 სე). 5000 სე დოზით პრეპარატის დანიშვნა ხდება მხოლოდ ძვლების მკვეთრად გამოხატული დაზიანების დროს.
საჭიროებისდა მიხედვით, ერთკვირიანი შესვენების შემდეგ, შესაძლებელია მკურნალობის კურსის გამეორება.
მკურნალობა გრძელდება მყარი თერაპიული ეფექტის მიღწევამდე, შემდგომში პრეპარატის პროფილაქტიკურ დოზაზე – 500-1500 სე დღე-ღამეში გადასვლით.
პრეპარატის რეკომენდებულ დოზებში მიღებისას გვერდითი ეფექტების განვითარება ნაკლებად შესაძლებელია. იშვიათად ვიტამინ D-ს მიმართ ინდივიდუალური მგრძნობელობისას ან შედარებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში მისი მაღალი დოზით ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია მოწამლვის განვითარება ე. წ. ჰიპერვიტამინოზი D.
ჰიპერვიტამინოზის სიმპტომები: მადის დაკარგვა, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ ცვლილებები (გულისრევა, ღებინება), თავის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ყაბზობა, პირის სიმშრალე, პოლიურია, დეპრესია, ფსიქიკის დარღვევა, წონაში დაკლება, სისხლში და/ან შარდში კალციუმის დონის მომატება, შარდკენჭოვანი დაავადება და ქსოვილების კალციფიკაცია.
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მასში შემავალი ინგრადიენტების, განსაკუთრებით ბენზილის სპირტის მიმართ;
ჰიპერვიტამინოზი D;
კალციუმის დონის მომატება სისხლში და შარდში;
შარდკენჭოვანი დაავადება;
სარკოიდოზი;
თირკმლის უკმარისობა.
ვიტამინ A-სა და ვიტამინ D-ს შემცველი სხვა პრეპარატების გამოყენებისას საჭიროა სადღეღამისო დოზის საგულდაგულოდ შერჩევა, რათა თავიდან ავიცილოთ ჰიპერდოზირების სიმპტომები.
პრეპარატისა და ვიტამინ A-სა და ვიტამინ D-ს შემცველი სხვა პრეპარატების ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული. 4 თვემდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული, ვინაიდან, მოსალოდნელია, მასში შემავალი ბენზილის სპირტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
ორსულობის პერიოდში ვიტამინ D3-ის მიღება მაღალ დოზებში ნებადართული არ არის პრეპარატის ჰიპერდოზებით გამოწვეული ტერატორგენული ეფექტის შესაძლო განვითარების გამო.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ლაქტაციის პერიოდში. ამ დროს შესაძლებელია მისი ჰიპერდოზირებით გამოწვეული სიმპტომების განვითარება ბავშვებში.
საჭიროა პრეპარატის ჰიპერდოზირებისგან თავის დაცვა.
ვიტამინზე გარკვეული მოთხოვნილების უზრუნველსაყოფად გათვლილი უნდა იყოს ვიტამინის მიღების ყველა წყარო.
ვიტამინ D3-ს შედარებით მაღალი ან მისი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ან დარტყმითი დოზებით გამოყენებისას შესაძლებელია ქრონიკული D3- ჰიპერვიტამინოზის განვითარება.
ბავშვის ვიტამინ D-ზე სადღეღამისო მოთხოვნილების განსაზღვრა და მისი მიღების გზა ინდივიდუალურია და იგი ექვემდებარება ვერიფიკაციას პერიოდული გამოკვლევების დროს, განსაკუთრებით დაბადებიდან პირველი თვეების მანძილზე.
პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება იმობილიზებულ პაციენტებში.
ვიტამინ D3-თან ერთად კალციუმის მაღალი დოზებით მიღება ნებადართული არ არის.
პრეპარატის მწვავე მოწამლვით გამოწვეული ტოქსიკური სიმპტომები შედარებით იშვიათად ვლინდება, უმეტეს შემთხვევაში ახალშობილებში და ბავშვებში ჰიპერდოზირების დროს, 100000 სე ან მეტი რაოდენობის ვიტამინის მიღებისას დღეში.
სიმპტომები ჰიპერდოზირებისას: საერთო სისუსტე, მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, მოუსვენრობა, წყურვილი, პოლიურია, ჰიპერაციდული გასტრიტი, დიარეა, ნაწლავების კოლიკა. ხშირი სიმპტომებია: თავის, კუნთებისა და სახსრების მნიშვნელოვნად დაკლება. ვითარდება ალბუმინურიით, ერითროციტოურიით და პოლიურიით მიმდინარე თირკმლის ფუნქციის დარცვევა, ჰიპოკალემია, ჰიპოსტენურია, ნიქტურია და სისხლის წნევის საშუალო დონის მომატება.
მძიმე შემთხვევებში ადგილი აქვს რქოვანას შემღვრევას, იშვიათად, თვალის ნერვის შეშუპებას, ფერადი გარსის ანთებას კატარაქტის წარმოქმნით დამთავრებული. შესაძლებელია თირკმელის კენჭოვანი დაავადებების განვითარება, ჩაკირული კერების წარმოქმნა თირკმელში, აგრეთვე, ისეთ რბილ ქსოვილებში, როგორებიცაა სისხლძარღვები, გული, ფილტვები და კანი.
იშვიათად ვითარდება ქოლესტაზური სიყვითლე.
მკურნალობა: პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა. დიდი რაოდენობით სითხის მიღება, ექიმთან კონსულტაცია, აუცილებლობის შემთხვევაში, საჭიროა ჰოსპიტალიზაცია.
ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშულებები, რიფამპიცინი, ქოლესტირამინი, თხევადი პარაფინი, ამცირებენ ვიტამინ D3-ის რეზორბციას. თიადიზურ დიურეზულ საშუალებებთან კომბინაციაში იზრდება ჰიპერკალციემიის განვითარების რისკი.
პრეპარატის კომბინაცია საგულე გლიკოზიდებთან აძლიერებს მათ ტოქსიკურ მოქმედებას (იზრდება გულის რითმის დარღვევის გამოვლინების რისკი).
ინახება ბავშვებისგან დაცულ ადგილას, 5-15 oC ტემპერატურაზე.
ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.