Plasmon
არკო D3 / Arco D3


საკვები დანამატი D ვიტამინის დეფიციტის შესავსებად

 

შემადგენლობა: 

ვიტამინი D3, მიღებული ლიქენისგან (Lichen des Rennes).

შემავსებლები: ცელულოზა, მაგნიუმის კარბონატი, ცხიმოვანი მჟავების მონო- და დიგლიცერიდები, ვაშლის ბოჭკო (Malus domestica), რაფსის ზეთი (Brassica napus subps. Napus).

ანტიოქსიდანტები: ტოკოფეროლით მდიდარი ექსტრაქტი. კაფსულის გარსი დამზადებულია ცელულოზისგან. 100% ვეგანური პროდუქტი. 

 

1 კაფსულა შეიცავს:

NRV *

ვიტამინი D3

2000 სე (50 µg)

1000%


ფარმაკოლოგიური თვისებები:

D ვიტამინი ადამიანის ორგანიზმში მონაწილეობს კალციუმის და ფოსფორის ცვლის რეგულაციაში, აძლიერებს წვრილ ნაწლავში კალციუმის და ფოსფორის შეწოვას და მათ რეაბსორბციას თირკმლის მილაკებში. უზრუნველყოფს ძვლების მინერალიზაციას, ძვლოვანი ჩონჩხის და კბილების ფორმირებას ბავშვებში, აძლიერებს ოსიფიკაციის პროცესს, აუცილებელია პარათირეოიდული ჯირკვლების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. 

D ვიტამინი მონაწილეობს მეტაბოლიზმში. ეხმარება ორგანიზმს სისხლის შედედების ნორმალიზებაში, აუმჯობესებს უჯრედების მგრძნობელობას ინსულინის მიმართ და ნახშირწყლების ათვისებას, ააქტივებს ნერვული ბოჭკოების რეგენერაციას და ზრდის მათ მგრძნობელობას, ხელს უშლის სისხლძარღვებში ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნას.

D ვიტამინი აძლიერებს იმუნურ სისტემას. ვიტამინი D3 - ქოლეკალციფეროლი აფერხებს სიმსივნური წარმონაქმნების ზრდას, ასტიმულირებს იმუნურ პასუხს ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების დროს, აძლიერებს ორგანიზმის ბრძოლას ანთებით პროცესებთან, ასევე ხელს უშლის ფსორიაზის, ეკზემის განვითარებას. დადებითად მოქმედებს სასუნთქ სისტემაზე, ამსუბუქებს პნევმონიის მიმდინარეობას. 

 

მიღების წესი და დოზირება:

მიიღება 12 წლის ასაკიდან. 

1 კაფსულა დღეში, საუზმის დროს, მოზრდილი ჭიქა წყლის მიყოლებით. 

 

განსაკუთრებული მითითებები: 

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. არ მიიღოთ D ვიტამინის შემცველ სხვა პროდუქტებთან ერთად. ორსულებში და მეძუძურებში ნებისმიერი საკვები დანამატი მიიღება ექიმის რეკომენდაცით.

საკვებ დანამატს არ შეუძლია ჩაანაცვლოს ბალანსირებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი. 

 

შენახვის პირობები: შეინახეთ არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, სინათლისა და ტენისგან დაცულ, ასევე ბავშვებისთვის  მიუწვდომელ ადგილას.  

 

გამოშვების ფორმა:  90 კაფსულა შეფუთვაში.

სად შევიძინოთ?