არკო D3 / Arco D3
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
- მწარმოებელი კომპანია: Arkopharma- არკოფარმა
- მწარმოებელი ქვეყანა: საფრანგეთი
- გამოშვების ფორმა: წვეთები 400სე/1წვ
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
საკვები დანამატი D ვიტამინის დეფიციტის შესავსებად
შემადგენლობა:
ვიტამინი D3, მიღებული ლიქენისგან (Lichen des Rennes), რაფსის ზეთი ( Brassica napus subps. Napus), ანტიოქსიდანტები: ტოკოფეროლით მდიდარი ექსტრაქტი. 100% ვეგანური პროდუქტი.
|
1 წვეთი შეიცავს: |
NRV |
ვიტამინი D3 |
400 სე (10 µg) |
200% |
|
5 წვეთი შეიცავს: |
NRV |
ვიტამინი D3 |
2000 სე (50 µg) |
1000% |
ფარმაკოლოგიური თვისებები:
D ვიტამინი ადამიანის ორგანიზმში მონაწილეობს კალციუმის და ფოსფორის ცვლის რეგულაციაში, აძლიერებს წვრილ ნაწლავში კალციუმის და ფოსფორის შეწოვას და მათ რეაბსორბციას თირკმლის მილაკებში. უზრუნველყოფს ძვლების მინერალიზაციას, ძვლოვანი ჩონჩხის და კბილების ფორმირებას ბავშვებში, აძლიერებს ოსიფიკაციის პროცესს, აუცილებელია პარათირეოიდული ჯირკვლების ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
D ვიტამინი მონაწილეობს მეტაბოლიზმში. ეხმარება ორგანიზმს სისხლის შედედების ნორმალიზებაში, აუმჯობესებს უჯრედების მგრძნობელობას ინსულინის მიმართ და ნახშირწყლების ათვისებას, ააქტივებს ნერვული ბოჭკოების რეგენერაციას და ზრდის მათ მგრძნობელობას, ხელს უშლის სისხლძარღვებში ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნას.
D ვიტამინი აძლიერებს იმუნურ სისტემას. ვიტამინი D3 - ქოლეკალციფეროლი აფერხებს სიმსივნური წარმონაქმნების ზრდას, ასტიმულირებს იმუნურ პასუხს ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების დროს, აძლიერებს ორგანიზმის ბრძოლას ანთებით პროცესებთან, ასევე ხელს უშლის ფსორიაზის, ეკზემის განვითარებას. დადებითად მოქმედებს სასუნთქ სისტემაზე, ამსუბუქებს პნევმონიის მიმდინარეობას.
მიღების წესი და დოზირება:
განკუთვნილია პერორალური მიღებისთვის. რეკომენდებულია 3 წლის ასაკიდან.
• ბავშვები 3-დან 11 წლამდე: 1 წვეთი 1-ჯერ დღეში;
• ბავშვები 12 წლიდან და მოზრდილები: 5 წვეთი 1-ჯერ დღეში.
გამოყენებამდე ფლაკონი შეანჯღრიეთ. პრეპარატის მიღებამდე პიპეტიდან გამოუშვით ჭარბი ხსნარი ბოთლის ყელთან. შესაძლებელია პრეპარატის მიღება სუფთა სახით, კოვზზე დაწვეთებით, ან შერევა ცივ საკვებთან (პური, იოგურტი, კომპოტი და ა.შ.).
განსაკუთრებული მითითებები:
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. არ მიიღოთ D ვიტამინის შემცველ სხვა პროდუქტებთან ერთად. 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, ასევე ორსულებში და მეძუძურებში ნებისმიერი საკვები დანამატი მიიღება ექიმის რეკომენდაციით.
საკვებ დანამატს არ შეუძლია ჩაანაცვლოს ბალანსირებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი.
შენახვის პირობები: შეინახეთ ფლაკონი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, მოთავსებული გარე მუყაოს შეფუთვაში.
გამოშვების ფორმა: 15მლ ფლაკონი საწვეთურით.