დასალევი ხსნარი ამპულებში
შემადგენლობა:
ორგანული გინკო ბილობას (Ginkgo Biloba) ფოთლების ექსტრაქტი, ორგანული ლიმონის წვენი (Citrus Limon).
1 ამპულა შეიცავს: გინკოს ფოთლების ექსტრაქტი - 9,9გ.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
გინკო ბილობას ბიოაქტიური კომპონენტები - ფლავონოიდური გლიკოზიდები, გინკოლიდები და ბილობალიდები აუმჯობესებენ ქსოვილებში სისხლის მიმოქცევას, თავის ტვინის მომარაგებას ჟანგბადითა და გლუკოზით, აფერხებენ თრომბოციტების აგრეგაციას და მეტაბოლიზმის რეგულაციის გზით იცავენ უჯრედებსა და ქსოვილებს ჟანგბადის ნაკლებობით გამოწვეული დაზიანებისაგან. გინკო ბილობა აუმჯობესებს მეხსიერებისა და კონცენტრაციის უნარს, ახდენს მეხსიერების გაუარესების პრევენციას. კიდურების სისხლით მომარაგების დარღვევისას ამცირებს სიცივის, ჩხვლეტის, დაბუჟების შეგრძნებას, ტკივილს სიარულისას.
გინკო ბილობას ეფექტურობა სხვადასხვა პათოლოგიის დროს დადასტურებულია მრავალრიცხოვანი კლინიკური კვლევებით.
ჩვენებები:
• სხვადასხვა ეტიოლოგიის დისცირკულატორული ენცეფალოპათიები (ინსულტი, ქალა-ტვინის ტრავმა, ხანდაზმული ასაკი), რასაც თან ახლავს ყურადღების და მეხსიერების დაქვეითება, ინტელექტუალური შესაძლებლობების გაუარესება, შიში, შფოთვა, ძილის დარღვევა;
• პერიფერიული სისხლის მიმოქცევისა და მიკროცირკულაციის დარღვევები (მათ შორის ქვედა კიდურების არტერიოპათია), რეინოს სინდრომი;
• ნეიროსენსორული დარღვევები (თავბრუსხვევა, ხმაური ყურებში, ჰიპოაკუზია), ყვითელი ხალის ასაკობრივი დეგენერაცია;
• დიაბეტური რეტინოპათია.
მიღების წესი და დოზირება:
გამოიყენება 12 წლის ასაკიდან.
1 ამპულა დღეში, ჭამის დროს, დასალევად.
გამოყენების წინ ამპულა შეანჯღრიეთ. პროდუქტის ნატურალური შემადგენლობის გამო შესაძლებელია მცირე ნალექის არსებობა, რომელიც არ ახდენს გავლენას მის ხარისხზე. ქაღალდის ხელსახოცის გამოყენებით მოატეხეთ ამპულას ერთი ბოლო ჭიქის გვერდით, რათა მინის ნამსხვრევი არ მოხვდეს ჭიქაში. გადმოატრიალეთ ამპულა და მოტეხილი ბოლო მოათავსეთ ჭიქის თავზე. მოატეხეთ ამპულის მეორე ბოლო ქაღალდის ხელსახოცის გამოყენებით. დაელოდეთ, რათა ამპულის შიგთავსი მთლიანად მოთავსდეს ჭიქაში. დაამატეთ ნახევარი ჭიქა წყალი ან ხილის წვენი (125მლ).
განსაკუთრებული მითითებები:
არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ანტიდეპრესანტებით მკურნალობისას. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. ანტიკოაგულანტებით მკურნალობისას პრეპარატი მიიღება ექიმის რჩევის გათვალისწინებით. საკვებ დანამატს არ შეუძლია ჩაანაცვლოს სრულფასოვანი კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი.
ორსულობა და ძუძუთი კვება: პრეპარატის გამოყენება ორსულებში და მეძუძურ დედებში არ არის რეკომენდებული.
შენახვის პირობები: შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.