არკორელაქსი სტრეს კანაბის სატივა / Arcorelax
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
- მწარმოებელი კომპანია: Arkopharma- არკოფარმა
- მწარმოებელი ქვეყანა: საფრანგეთი
- გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #30
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
არკორელაქსი სტრეს კანაბის სატივა ბუნებრივი გზით დაგეხმარებათ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე სტრესულ სიტუაციაში ორგანიზმის ბუნებრივი ბალანსის მიღწევით. პრეპარატის მოქმედება განპირობებულია მასში ორი ადაპტოგენური მცენარის - როდიოლას და ელეუტეროკოკის შემცველობით მაგნიუმთან და B6 ვიტამინთან ერთად. იგი ასევე შეიცავს კანაფის თესლის ზეთს.
დაძაბული დღეები, სამსახური, გამოცდები - ეს ფაქტორები იწვევენ სტრესს, ნევროზულობას და დროებით დაღლილობას. არკორელაქს სტრეს კანაბის სატივას სრულყოფილი ფორმულა მოგცემთ ყოველდღიური კონტროლის და სიმშვიდის საშუალებას.
შემადგენლობა:
|
2 ტაბლეტი შეიცავს |
3 ტაბლეტი შეიცავს |
ელეუტეროკოკის ფესვის ექსტრაქტი |
300მგ |
450მგ |
ექვივალენტურია ელეუტეროკოკის მშრალი ფესვის |
3გ |
4,5მგ |
როდიოლას ფესვის ექსტრაქტი |
180მგ |
270მგ |
ექვივალენტურია როდიოლას მშრალი ფესვის |
900მგ |
1350მგ |
კანაფის თესლის ზეთი |
100მგ |
150მგ |
ვიტამინი B6 |
1,4მგ (100%*) |
2,1მგ (150%*) |
მაგნიუმი |
60მგ (16%*) |
90მგ (24%*) |
არ შეიცავს ტიტანის დიოქსიდს მოქმედი ნორმატივების შესაბამისად.
ვეგანური პროდუქტი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
როდიოლა და ელეუტეროკოკი - ადაპტოგენური მცენარეებია, რომლებიც ზრდიან ორგანიზმის გამძლეობას სტრესული სიტუაციების მიმართ. ისინი ხელს უწყობენ ემოციური კეთილდღეობის შენარჩუნებას, ასევე ფიზიკურ და ინტელექტუალურ მუშაობას.
მაგნიუმი და B6 ვიტამინი ამცირებენ დაღლილობას, ხელს უწყობენ ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
კანაფის თესლის ზეთი ცნობილია საკვები ნივთიერებების ბალანსირებული შემცველობით, განსაკუთრებით მდიდარია შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავებით.
მიღების წესი და დოზირება: მიიღება 2 ტაბლეტი დილით, მოზრდილი ჭიქით წყლის მიყოლებით; ინტენსიური სტრესის დროს მიიღება 3 ტაბლეტი დღეში (2 დილით, 1 შუადღეს).
განსაკუთრებული მითითებები: გამოიყენება 15 წლის ასაკიდან. არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება 17:00 საათის შემდეგ. არ იწვევს დამოკიდებულებას, მიჩვევას ან ძილიანობას.
ორსულობა და ძუძუთი კვება: პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.
გამოშვების ფორმა: 30 ტაბლეტი შეფუთვაში.
შენახვის პირობები: შეინახეთ სინათლის, სითბოსა და ნესტისგან დაცულ, ასევე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.