Plasmon
არგივიტი / Argivit

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: AESCULAPIUS Farmaceutici S.r.l.
  • მწარმოებელი ქვეყანა: იტალია
  • გამოშვების ფორმა: ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი # 14
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა
L-არგინინი 3 გ
• კრეატინის ენდოგენური პრეკურსორია.
•  აუცილებელი სუბსტრატია NO-ს სინთეზისთვის. აქვს ძლიერი ვაზოდილატაციური მოქმედება.
•  ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და აქვეითებს ათეროსკლეროზის განვითარების რისკს.
•  ახდენს ორგანიზმის დეტოქსიკაციას ამიაკისგან.
•  ასტიმულირებს იმუნურ ფუნქციას, ლეიკოციტების რაოდენობის გაზრდის ხარჯზე. აძლიერებს კოლაგენის სინთეზს და ხელს უწყობს ჭრილობების სწრაფ შეხორცებას.
•  ზრდის სპერმატოზოიდების სიცოცხლის უნარიანობას, მათი მოძრაობის უნარს და რაოდენობას.

კრეატინი 1 გ
• კრეატინის ფოსფატი დამჟანგავი ფოსფორილირების პროცესის ენერგეტიკული სუბსტრატია.

L-კარნიტინი  500 მგ
• ხელს უწყობს ენერგიის წარმოქმნას.
•  ამცირებს ღვიძლში ცხიმოვანი ქსოვილის განვითარების რისკს.
•  ხელს უწყობს გონებრივი და ფიზიკური მუშაობის გაუმჯობესებას.
•  მონაწილეობს ნახშირწყლების მეტაბოლიზმში.

ასპარტამის მჟავა 1400 მგ
•  მონაწილეობს ენერგეტიკულ ცვლაში.
•  ასტიმულირებს გლუკონეოგენეზს.

მაგნიუმის ნიტრატი 150 მგ და კალიუმის ციტრატი 300 მგ
• მაგნიუმის ნიტრატი: აქვეითებს ნეირონების აღგზნებადობას და ნერვული იმპულსის გადაცემას კუნთებში. კოფაქტორის სახით მონაწილეობს მრავალ ფერმენტულ რეაქციაში.
• კალიუმის ციტრატი: მონაწილეობს უჯრედშიდა ოსმოსური წნევის შენარჩუნებაში და ნერვული იმპულსების გატარების პროცესებში. მნიშვნელოვან როლს ასრულებს კუნთების, მათ შორის მიოკარდიუმის, მეტაბოლიზმში და ფუნქციებში.

რკინა და სპილენძი
• რკინა: მონაწილეობს ერითროპოეზში, ჰემოგლობინის შემადგენლობაში უზრუნველყოფს ჟანგბადის ტრანსპორტს ქსოვილებში.
• სპილენძი: მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში, სისხლწარმოქმნაში და იმუნურ რეაქციებში.

ვიტამინი C,  E – და სელენი
•     ვიტამინი C, E  და სელენი ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებებით ხასიათდებიან.
• ზრდიან ორგანიზმის მდგრადობას სტრესის, ფიზიკური, გონებრივი და გარემოს მავნე ფაქტორების ზემოქმედების მიმართ.
                        
არგივიტი – ახალი გაუმჯობესებული ფორმულა – ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და ეფექტურობისათვის. ამინომჟავებისა და ვიტამინო-მინერალების უნიკალური ინოვაციური კომბინაცია, რომელიც დადებითად მოქმედებს:

 
1. თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევის, ნევრასთენიის, ტრავმული ენცეფალოპათიის დროს, 
2. გონებრივი შრომისუნარიანობის გაზრდის მიზნით, ყურადღების კონცენტრაციის დეფიციტის დროს;
3. სიმაღლეში ზრდის შეფერხების დროს;
4. შაქრიანი დიაბეტის და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს;
5. უშვილობის დროს (მამაკაცთა და ქალთა);
6. პოტენციის დაქვეითების დროს; 
7. იდიოპათიური ასთენოსპერმიის, ოლიგოსპერმიის, ჰიპოსმერმიის დროს;
8. გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე პაციენტებში;
9. სხივური და ქიმიოთერაპიის შემდეგ პერიოდში;
10. ფიზიკური შესაძლებლობების სტიმულაციისთვის (სპორტსმენებში);
11. ფიზიკური და ფსიქოლოგიური სტრესის დროს.

ასტიმულირებს T ლიმფოციტების წარმოქმნას და აძლიერებს იმუნურ სისტემას. ყურადღების კონცენტრაციის გაზრდას უწყობს ხელს.
აუმჯობესებს თავის ტვინის ფუნქციონირებას. ზრდის ც.ნ.ს. მდგრადობას სტრესისა და გადაღლილობის დროს. კუნთოვან ქსოვილს უზრუნველყოფს ფუნქციონირებისთვის საჭირო ენერგიით.
მონაწილეობს ცხიმების მეტაბოლიზმში. ზრდის კუნთოვანი ქსოვილის შრომისუნარიანობას.
აკორეგირებს ასპარტამის მჟავის დეფიციტით გამოწვეული ქრონიკული დაღლილობის  სინდრომს.
 აქვს სპაზმების, კრუნჩხვების და კუნთების ტრემორის საწინააღმდეგო მოქმედება. ეხმარება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების მქონე პირებში ელექტროლიტური ბალანსის ნორმალიზებას.
 აუმჯობესებს აქტიური სპორტით დაკავებული პირების  ფიზიკურ შესაძლებლობებს.

წარმატებული სპორტსმენები ინტენსიურად იყენებენ  "Argivit"-ს შეჯიბრის დროს შედეგების გასაუმჯობესებლად. 

გამოიყენება 12 წლის ასაკიდან.

1 პაკეტი იხსნება 200 მლ. წყალში. მიიღება დღეში ერთხელ. (სპორტსმენებისათვის - შეჯიბრის დაწყებამდე – 1 საათით ადრე)
სად შევიძინოთ?