Plasmon
არკოფლუიდი გასახდომი პროგრამა / Arkofluides Slimming Programme

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: Arkopharma- არკოფარმა
  • მწარმოებელი ქვეყანა: საფრანგეთი
  • გამოშვების ფორმა: დასალევი ხსნარი. ამპულა #30
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

არკოფლუიდი გასახდომი პროგრამა ამპ #30 (3X10)

წარმოადგენს წონის კლების 30 დღიან კურსს, რომელიც მოიცავს მკურნალობის 3 ეტაპს: 1. დეტოქსი; 2. სტარტერი; 3. ბუსტერი. თითოეული ეტაპის ხანგრძლივობა 10 დღე.

 

შემადგენლობა:

1 ეტაპი - დეტოქსი: ორგანული ბაბუაწვერას ფესვის ექსტრაქტი (Taraxacum officinale) 8,9გ, ორგანული შავი ანწლის წვენის კონცენტრატი (Sambucus nigra) 460მგ, ორგანული შავი ბოლოკის წვენი (Raphanus sativus)  310 მგ, ორგანული ლიმონის წვენის კონცენტრატი 30მგ, ორგანული ვაშლის წვენის კონცენტრატი;

2 ეტაპი - სტარტერი: ორგანული მატეს ფოთლების ექსტრაქტი (Ilex paraguariensis) 500მგ, ორგანული კამის თესლის ექსტრაქტი (Foeniculum vulgare) 500მგ, ორგანული ყურძნის ექსტრაქტი (Vitis vinifera)  500მგ, ორგანული ანანასის ფხვნილი, კონცენტრირებული ორგანული ვაშლის წვენი;

3 ეტაპი - ბუსტერი: ორგანული მწვანე ჩაის ფოთლების ექსტრაქტი (Camellia sinensis) 400მგ, ორგანული გუარანას თესლის ექსტრაქტი (Paullinia cupana) 280მგ, ორგანული ქაფურას ექსტრაქტი (Spiraea ulmaria) 20მგ, ორგანული მწვანე ყავის მარცვლების ექსტრაქტი (Coffea Arabica, Coffea Canephora) 300მგ, კონცენტრირებული ორგანული შავი ქლიავის წვენი, კონცენტრირებული ორგანული ვაშლის წვენი.

 

არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს, კონსერვანტებს, საღებავებს და ხელოვნურ არომატიზატორებს.

100% ორგანული პროდუქტი.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

არკოფარმას გასახდომი პროგრამა საშუალებას გაძლევთ, 30 დღეში გაიუმჯობესოთ ტანადობა და მოიშოროთ ზედმეტი კილოგრამები.

 

1 ეტაპი - დეტოქსი: ამზადებს ორგანიზმს წონის კლებისთვის - წმენდს მას ჭარბი სითხის, ტოქსინებისა და შლაკებისგან.

ბაბუაწვერას ფესვი - აქვს შარდმდენი ეფექტი. უზრუნველყოფს ორგანიზმიდან ჭარბი სითხის და შლაკების გამოდევნას;

შავი ანწლის ნაყოფი - ხელს უწყობს ტოქსინებისა და მავნე ნივთიერებების გამოდევნას;

შავი ბოლოკი - შეიცავს ორგანულ გოგირდს, რომელიც აუმჯობესებს ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დრენაჟს, უზრუნველყოფს ტოქსინების ელიმინაციას.

2 ეტაპი - სტარტერი: გახდომის პროცესის დასაწყისი. ამ ეტაპზე ხდება ცელულიტის წარმოქმნის პროფილაქტიკა.

მატე - ხელს უწყობს ცხიმების დაშლას და მათ გარდაქმნას ენერგიად. აქვს მატონიზირებელი ეფექტი, დაგეხმარებათ, „გადატვირთოთ თქვენი ელემენტები“;

კამის თესლი - ააქტიურებს ორგანიზმის დრენაჟულ ფუნქციებს, ხელს უწყობს ჭარბი სითხისა და ტოქსინების გამოდევნას;

ყურძნის ექსტრაქტი - აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, აძლიერებს ქსოვილებიდან ტოქსინების გამოყოფას;

ანანასი - ხელს უწყობს ლოკალიზებული ჭარბი ცხიმის მოცილებას, ამცირებს „ფორთოხლის კანის“ შესახედაობას.

3 ეტაპი - ბუსტერი: გახდომის ძირითადი ფაზა. ამ ეტაპზე ხდება სხეულის ფორმების ჰარმონიზება, დაგროვილი შლაკების გამოდევნა, ენერგეტიკული ბალანსის და ორგანიზმის ტონუსის აღდგენა.

მწვანე ჩაი - გამოიყენება მხოლოდ არაფერმენტირებული ჩაის ახალგაზრდა ფოთლები, რომელიც უზრუნველყოფს ცხიმის ბუნებრივ მეტაბოლიზმს;

გუარანა - აძლიერებს ცხიმის წვის პროცესს;

ქაფურა - ხელს უწყობს ჭარბი სითხისა და შლაკების გამოყოფას ორგანიზმიდან;

მწვანე ყავის მარცვლები - ეხმარება ორგანიზმს ენერგეტიკული ბალანსის და ტონუსის აღდგენაში.

 

მიღების წესი და დოზირება:

არკოფლუიდი გასახდომი პროგრამა მოიცავს მკურნალობის 30 დღიან კურსს:

1 ეტაპი - დეტოქსი (1-10 დღე): მიიღეთ დღეში 1 ამპულა, დილით, ჭამის დროს. ამპულის შიგთავსი გახსენით ½ ჭიქა წყალში;

2 ეტაპი - სტარტერი (11-20 დღე): მიიღეთ დღეში 1 ამპულა, დილით, ჭამის დროს. ამპულის შიგთავსი გახსენით ½ ჭიქა წყალში;

3 ეტაპი - ბუსტერი (21-30 დღე): მიიღეთ დღეში 1 ამპულა, დილით, ჭამის დროს. ამპულის შიგთავსი გახსენით ½ ჭიქა წყალში.

 

განსაკუთრებული მითითებები:

რეკომენდებულია მხოლოდ მოზრდილთათვის;

მნიშვნელოვანია დოზირების რეჟიმის დაცვა;

შესაძლებელია მკურნალობის კურსის განმეორება წელიწადში რამოდენიმეჯერ;

არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც აღენიშნება ალერგია სალიცილატების მიმართ;

თუ იღებთ ანტიკოაგულანტებს, არკოფლუიდის გასახდომი პროგრამით მკურნალობის დაწყებამდე მნიშვნელოვანია ექიმთან კონსულტაციის გავლა;

საკვებ დანამატს არ შეუძლია ჩაანაცვლოს ბალანსირებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი.

 

ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის.

 

შენახვის პირობები: შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 

 

გამოშვების ფორმა:  დასალევი ხსნარი ამპულებში. 30 (3*10) ამპულა შეფუთვაში. საკვები დანამატი

 

და

 

სად შევიძინოთ?