Plasmon
არკოკაფსი ომეგა 3 / ARKOKAPS OMEGA 3


შემადგენლობა: 

ყოველი 4 კაფსულა შეიცავს: თევზის ქონი-2080მგ, ომეგა 3 - 750 მგ; ეიკოზაპენტანის მჟავა (EPA) - 400მგ; დოკოზაჰექსანის მჟავა (DHA) - 250მგ.

ექსტრაქტი მდიდარია ტოკოფეროლით, პროპილ გალატით და ასკორბილ პალმიტატით.

კაფსულის გარსი: თევზის ჟელატინი - გლიცეროლი

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

არკოკაფსი ომეგა 3 ის შემადგენელი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები მიიღება ნორვეგიული ორაგულისგან უნიკალური ტექნოლოგიით, რაც შედეგად იძლევა უმაღლესი ხარისხის პროდუქტს. 

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები მიეკუთვნება პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების ჯგუფს. მათი მნიშვნელოვანი წარმომადგენლებია ეიკოზაპენტანის (EPA) და დოკოზაჰექსანის (DHA) გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავები. ისინი ორგანიზმში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ, როგორც უჯრედის მემბრანის შემადგენელი კომპონენტები. აღნიშნული ცხიმოვანი მჟავების შემცველობა განსაკუთრებით მაღალია ბადურაში, თავის ტვინში და სპერმაში. ისინი ორგანიზმში არ წარმოიქმნება, მათი მიღება ხდება გარედან, საკვების საშუალებით.  

ორგანიზმში ომეგა-3 ამცირებს კარდიოვასკულური დაავადებების განვითარების რისკს, არეგულირებს სისხლში ლიპიდების რაოდენობას, ამცირებს 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის და სიმსუქნის განვითარების რისკს. ომეგა-3 აუმჯობესებს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას, ამცირებს კოგნიტური დარღვევების, ალცჰაიმერის დაავადების და დემენციის განვითარების რისკს, აფერხებს ასაკობრივი მაკულური დეგენერაციის  განვითარებას და პროგრესირებას. აუმჯობესებს მდგომარეობას მშრალი თვალის სინდრომის დროს. ომეგა-3 ეფექტურია რევმატოიდული ართრიტის დროს სტანდარტულ მკურნალობასთან კომბინაციაში.

 

ჩვენებები:

კარდიოლოგია: ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია.

ნევროლოგია: მეხსიერების, ყურადღების და კონცენტრაციის უნარის დარღვევები, დეპრესია, შფოთვა, უძილობა, ამნეზია, დემენცია, ალცჰაიმერის დაავადება.

ოფთალმოლოგია: მაკულოდისტროფიული პროცესები, მშრალი თვალის სინდრომი.

ენდოკრინოლოგია: შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებების პროფილაქტიკა, ჰიპერლიპიდემია, ჭარბი წონა.

დერმატოლოგია: ფსორიაზი, ეგზემა, ნეიროდერმიტი, ტროფიკული წყლულები, აკნე, კანის სტრუქტურის გაჯანსაღება.

ავთვისებიანი წარმონაქმნების პროფილაქტიკა.

სპორტული მედიცინა - ფიზიკურ დატვირთვასთან ორგანიზმის სწრაფი ადაპტაცია.

 

მიღების წესი და დოზირება:

რეკომენდებულია 6 წლის ასაკიდან.

მიიღება 4 კაფსულა დღეში 1 ჭიქა წყლის მიყოლებით.

მკურნალობის კურსი - 1 თვე.

მკურნალობის კურსის განმეორება შესაძლებელია წელიწადში რამოდენიმეჯერ.

 

განსაკუთრებული მითითებები:

თუ ანტიკოაგულანტებით მკურნალობის კურსს გადიხართ, მნიშვნელოვანია არკოკაპს ომეგა-3-ის მიღებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

არ შეიძლება საკვები დანამატის გამოყენება ბალანსირებული კვების და ცხოვრების ჯანსაღი წესის ჩანაცვლების მიზნით. 

 

ორსულობა და ლაქტაცია:
არკოკაპს ომეგა 3 გამოიყენება ორსულებში და მეძუძურ დედებში.

 

შენახვის პირობები:
შეინახეთ 250-ზე დაბალ ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.  

 

გამოშვების ფორმა:
60 კაფსულა შეფუთვაში. საკვები დანამატი.

სად შევიძინოთ?