არკორელაქსი სტრესის კონტროლი შესაძენად მიმართეთ , ფარმადეპოსა და ჯიპისის სააფთიაქო ქსელებს.
არკორელაქსი სტრესის კონტროლი - ბუნებრივი საშუალება სტრესის მანკიერი წრის გასარღვევად
შემადგენლობა:
ყოველი 2 ტაბლეტი შეიცავს: სიბერიული ჟენშენის ფესვის ექსტრაქტს - 300მგ; რადიოლას ფესვის ექსტრაქტს - 180მგ; მაგნიუმს - 60მგ; B6 ვიტამინს - 1,4მგ.
არ შეიცავს ტიტანის დიოქსიდს.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
არკორელაქსი სტრესის კონტროლის მოქმედება განპირობებულია მასში ორი ადაპტოგენური მცენარის შემცველობით მაგნიუმთან და B6 ვიტამინთან ერთად. ადაპტოგენური მცენარე ხასიათდება უნიკალური თვისებით - „მიხვდეს“ რა ჭირდება ადამიანის ორგანიზმს სტრესულ სიტუაციაში საუკეთესო პასუხისთვის: ასტიმულირებს მას დაღლილობის, გამოფიტვის, ენერგიის ნაკლებობის დროს და ამშვიდებს დაძაბულობის მატების დროს.
არკორელაქს სტრესის კონტროლში შემავალი სიბერიული ჟენშენი ზრდის ორგანიზმის ფიზიკურ გამძლეობას (+26%), რადიოლა აძლიერებს ემოციურ რეზისტენტობას (+32%), მაგნიუმის გლიცეროფოსფატი B6 ვიტამინთან ერთად აქვეითებს დაღლილობის და „გამოფიტვის“ შეგრძნებას.
არკორელაქსი სტრესის კონტროლი ხასიათდება მაღალი ბიოშეღწევადობით და კარგი ამტანობით კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. არ იწვევს მიჩვევას.
მიღების წესი და დოზირება:
შფოთვის და ზომიერი სტრესის დროს რეკომენდებულია დღიურად 2 ტაბლეტის მიღება დილაობით.
ინტენსიური სტრესის დროს (მაგალითად, მოახლოებული გამოცდები, სამსახუროებრივი სტრესი): დასაშვებია დღიურად 3 ტაბლეტის მიღება (2 დილით, 1 საღამოს).
მკურნალობის კურსი - 15 დღე.
განსაკუთრებული მითითებები:
გამოიყენება 15 წლის ასაკიდან;
არ მიიღოთ საღამოს 5 საათის შემდეგ;
მნიშვნელოვანია დოზირების რეჟიმის დაცვა;
საკვებ-დანამატს არ შეუძლია ჩაანაცვლოს ბალანსირებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი.
ორსულობა და ლაქტაცია:
არ არის რეკომენდებული ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის.
შენახვის პირობები:
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა:
30 ტაბლეტი შეფუთვაში. საკვები დანამატი.
არკორელაქსი სტრესის კონტროლი შესაძენად მიმართეთ , ფარმადეპოსა და ჯიპისის სააფთიაქო ქსელებს.