Plasmon
ართროსტოპ რაპიდ / Arthrostop Rapid


3 ტაბლეტი შეიცავს: გლუკოზამინის სულფატი 2KCL-1600 მგ,  ქონდროიტინის სულფატი-600 მგ., ბოსველიის  ექსტრაქტი -150 მგ., მანგანუმი -4,5 მგ., C ვიტამინი-30 მგ.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
 ართროსტოპ რაპიდი არის კომბინირებული პრეპარატი, რომელიც უზრუნველყოფს სახსრებისა და საყრდენი აპარატის სრულფასოვან კვებას. ართროსტოპი ხელს უწყობს ხრტილის აღდგენას და დადებით გავლენას ახდენს სახსრების ფუნქციაზე, აუმჯობესებს მათ მექანიკურ და რეზისტენტულ თვისებებს. ართროსტოპ რაპიდი ამცირებს და მთლიანად ხსნის ტკივილს, იცავს სახსრებს და ხერხემალს ნაადრევი ცვეთისგან.

ფარმაკოლოგიური თვისებები: გლუკოზამინი საჭიროა ხრტილების, იოგების, მყესების, შემაერთებელი ქსოვილისა და სინოვიური სითხის ფორმირებისთვის. შეწოვის შემდეგ გლუკოზამინი მოხვდება ხრტილოვან ქსოვილში, სადაც იწყებს ყველაზე მნიშვნელოვანი მუკოპოლისაქარიდების წარმოქმნის სტიმულირებას. ქონდროიტინის სულფატს აქვს ქოდროპროტექტორული, ქონდრომასტიმულირებელი და სახსრის რეგენერაციის მასტიმულირებელი მოქმედება. მონაწილეობს ხრტილოვანი და ძვლოვანი ქსოვილის შენებაში. აუმჯობესებს კალციუმისა და ფოსფორის მეტაბოლიზმს ხრტილოვან ქსოვილში; ახდენს იმ ფერმენტების ინჰიბირებას, რომლებიც არღვევენ სასახსრე ხრტილის სტრუქტურასა და ფუნქციას, იწვევენ ხრტილოვანი ქსოვილის დეგენერაციის პროცესის შენელებას. ქონდროიტინის სულფატი ახდენს ჰიალინური ქსოვილის მეტაბოლიზმის ნორმალიზებას, ასტიმულირებს ხრტილის ზედაპირებისა და სინოვიური ჩანთის რეგენერაციას. აფერხებს შემაერთებელი ქსოვილის კომპრესიას, ზრდის სასახსრე სითხის პროდუქციას, აუმჯობესებს მოძრაობის უნარს დაზიანებულ სახსარში. ანელებს ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციას, ამცირებს კალციუმის დანაკარგს და აჩქარებს ძვლოვანი ქსოვილის რეპარაციის პროცესს; აფერხებს ოსტეოართროზის განვითარებას. ბოსველიის ექსტრაქტს  ახასიათებს გამოხატული ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება, ბოსველიის მოქმედების მექანიზმია ლეიკოტრიენების სინთეზის ბლოკირება, ანალოგიურად მოქმედებს არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები (ასას), იმ განსხვავებით რომ ბოსველიას არ ახასიათებს ასას-თვის დამახასიათებელი გვერდითი მოვლენები, (კუჭის ლორწოვანის გაღიზიანება და წყლულები, ჭინჭრის ციება, ბრონქოსპაზმი და ა.შ.) ვიტამინი C აუმჯობესებს მიკროცირკულაციის პროცესებს სახსრებში, ამცირებს შეშუპებას, აუვნებელყოფს თავისუფალ რადიკალებს. მანგანუმი ასრულებს მნიშვნელოვან როლს ძვლოვანი ქსოვილის ნივთიერებათა ცვლის პროცესში. მანგანუმის ნაკლებობის დროს ირღვევა ძვლის სტრუქტურა და ვითარდება სახსრების დეფორმაცია. აქვს სპაზმოლიზური თვისებები.

ჩვენებები: *ოსტეოართროზი, ოსტეოქონდროზი, *ოსტეოპოროზი (წამლისმიერი, პოსტმენოპაუზური), *ბურსიტები, *სპონდილოართროზი, *ქონდროპათიები, * ტრავმისა და მოტეხილობისშემდგომი აღდგენის პერიოდი, *იოგებისა და მყესების სისუსტე (ორგანოების დაწევა),* გულის სარქველების დაზიანება, *თვალის დამჭერი იოგების სისუსტე

დოზირება და გამოყენების ხერხი: 1 ტაბლეტი დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ, 2-3 თვე. პროფილაქტიკისათვის 1 ტაბ. 1-ჯერ დღეში 1-2 თვე.
გამოშვების ფორმა: ტაბლეტები #30, საკვები დანამატი
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.
სად შევიძინოთ?