ასგლუკანი ტაბლეტები / Asglucan
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
- მწარმოებელი კომპანია: Reform Pharma
- მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი
- გამოშვების ფორმა: ტაბლეტი # 30
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
შემადგენლობა
ერთი ტაბლეტი შეიცავს |
|
ნივთიერების დასახელება |
რაოდენობა |
ვიტამინი C/L-ascorbic acid |
60 მგ |
ბეტა -გლუკანი/Beta 1,3/1,6 glucan |
50 მგ |
თუთია/Zinc |
5 მგ |
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარბოქსიმეთილცელულოზა, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები.
დახასიათება:
ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატის (ბად) ასგლუკანის მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში არსებული კომპონენტებით.
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) მონაწილეობს იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში, აქვს გამოხატული ანტიოქსიდანტური თვისებები.
ბეტა -გლუკანი არის ბუნებრივი წარმოშობის პოლისაქარიდი.
თუთია - ორგანიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიკროელემენტია, რომელიც მონაწილეობს თითქმის ყველა სასიცოცხლო პროცესში.
გამოყენების ჩვენებები და რეკომენდაციები:
ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი, რომელიც ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას.
უკუჩვენებები:
ინდივიდუალური აუტანლობა პროდუქტის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
რეკომენდებული დღეღამური დოზა და მიღების წესი:
მოზრდილებში მიიღება 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ, სასურველია ჭამის წინ.
სიფრთხილის ზომები:
ბად-ი არ არის სამკურნალო საშუალება.
არ არის განკუთვნილი დაავადებების სამკურნალოდ.
ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს (ბად) არ შეუძლია ნორმალური, დაბალანსებული კვების შეცვლა.
ორსულობისა და ლაქტაციის დროს, ასევე დაავადებების და სამკურნალო საშუალებების მიღების დროს მიმართეთ ექიმს.
არ შეიცავს გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღეღამურ დოზას.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობა:
ინახება არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე, ორიგინალურ შეფუთვაში, ნესტისგან დაცულ ადგილზე.
გამოშვების ფორმა:
ასგლუკანის ტაბლეტები. თითოეულ ბლისტერზე 10 ტაბლეტი. 3 ბლისტერი (30 ტაბლეტი) შეფუთული მუყაოს კოლოფში ფურცელ ჩანართთან ერთად.