ძებნა...
შედეგი ვერ მოიძებნა

აშვაგანდა

ASHWAGANDHA

დაწერეთ პირველი კომენტარი
III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფორმა: 120 კაფსულა

აქტიური ნივთიერებები:

კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ბენეტი (აბდი იბრაჰიმი)

აღწერა

წარმოადგენს ერთკომპონენტიან მცენარეულ საკვებ დანამატს, რომელიც მიღებულია Withania somnifera-ს ფესვის ექსტრაქტისგან. პროდუქტი ხელს უწყობს ორგანიზმის ადაპტაციურ მექანიზმებს და ეხმარება სტრესთან გამკლავებაში.
 
შეიცავს ვიტანოლიდებს (5%)
 
აქტიური კომპონენტები, ვიტანოლიდების ჯგუფიდან:
 
მხარს უჭერენ ჰორმონალურ ბალანსს
 
ხელს უწყობენ ნერვული სისტემის გამართულ ფუნქციონირებას
 
ამაღლებენ ფიზიოლოგიურ ენერგიას გადაღლის გარეშე
 
დადებითად მოქმედებენ ძილის ხარისხზე და აღდგენით პროცესებზე

 

შემადგენლობა და ფორმულა
შემადგენლობა და ფორმულა თითოეულ კაფსულაში: Withania somnifera ფესვის ექსტრაქტი – 500 მგ (სტანდარტიზებულია ვიტანოლიდების შემცველობით - 5%) პროდუქტი არ შეიცავს ხელოვნურ დანამატებს, კონსერვანტებს, გლუტენს, ლაქტოზას ან გენმოდიფიცირებულ ინგრედიენტებს. კაფსულა არის 100%-ით მცენარეული.

 

აშვაგანდას მიღების წესი და რეკომენდაციები

მიღების წესი და რეკომენდაციები მიიღეთ დღეში 1-დან 3 კაფსულამდე, საკვებთან ერთად ან ჭამამდე. შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც დღის განმავლობაში, ისე საღამოს — ინდივიდუალური საჭიროების შესაბამისად. რეკომენდებულია რეგულარული მიღება სტრესულ პერიოდში ან ჯანმრთელობის ზოგადი ბალანსის შესანარჩუნებლად. არ არის რეკომენდებული მიღება ზედიზედ 6 კვირაზე (1.5 თვეზე) მეტი ხნის განმავლობაში შეუფერხებლად.

 

დამატებითი მითითებები

როგორც წესი, კარგად გადაიტანება და არ იწვევს გვერდით ეფექტებს. ძალიან იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია შეინიშნოს მსუბუქი თავბრუსხვევა, ძილიანობა ან კუჭ-ნაწლავის დისკომფორტი. არ გამოიყენოთ პროდუქტი კომპონენტებზე ალერგიის შემთხვევაში. არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. შეინახეთ მშრალ და გრილ გარემოში. არ გამოიყენება რაიმე დაავადების სამკურნალოდ. გაიცემა რეცეპტის გარეშე და წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ საკვებ დანამატს.

კომენტარები

კომენტარები ჯერ არ არის - იყავით პირველი!

დაწერეთ კომენტარი

სად შევიძინოთ? ნუკი