ზოგადი დახასიათება:
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
კაფსულები: მწვანე ფერის მყარი ჟელატინის კაფსულები, შევსებული ყავისფერი
ფხვნილით;
სიროფი: ყავისფერი სიროფი.
შემადგენლობა:
კაფსულები: 1 კაფსულა შეიცავს:
Emblica officinalis extract - 100 მგ, Azadirachta indica extract - 50 mg; Tinospora cordifolia extract - 50 მგ; Ocimum sanctum extract - 50 მგ; Curcuma longa extract - 50 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური სილიციუმის
დიოქსიდი, პოვიდონი, კალციუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, ნატრიუმის ბენზოატი,
ბრონოპოლი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი,
გასუფთავებული ტალკი;
კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, საღებავები: ტიტანის დიოქსიდი (E 171),
Tartrazine (E 102), Brilliant Blue FCF (E 133).
სიროფი: სიროფის 5 მლ შეიცავს:
Emblica officinalis extract - 50 მგ, Azadirachta indica extract - 25 მგ; Tinospora cordifolia extract -
25 მგ; Ocimum sanctum extract - 25 მგ; Curcuma longa extract - 25 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: შაქარი, თხევადი სორბიტოლი, თაფლი, ასპარტამი,
ნატრიუმის მეთილპარაბენი, ნატრიუმის პროპილპარაბენი, ნატრიუმის ბენზოატი,
ლიმონჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ციტრატი, საგემოვნო დანამატი: Mango Hapoos
Flavour 10026, საღებავი: Sugar Caramel Colour (E 150), გასუფთავებული წყალი.
გამოშვების ფორმა:
კაფსულები.
სიროფი.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
იმუნოსტიმულატორი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ავურინი წარმოადგენს კომბინირებულ მცენარეულ პარასამკურნალო საშუალებას, რომელსაც გააჩნია იმუნომასტიმულირებელი მოქმედება. პრეპარატის თერაპიული ეფექტი განპირობებულია მასში შემავალი აქტიური კომპონენტების ფარმაკოლოგიური თვისებებით. ავურინი შეიცავს მცენარეების ექსტრაქტებს, რომელთაც გააჩნიათ შემდეგი თვისებები: Emblica officinalis ხასიათდება გამაახალგაზრდავებელი და მატონიზირებელი მოქმედებით, რაც დაკავშირებულია C ვიტამინის არსებობასთან მცენარეში. მცენარის მნიშვნელოვანი ქიმიური კომპონენტებია პოლიფენოლები. ნაყოფი შეიცავს გალის მჟავას, ფილემბინს, ელაგის მჟავას, გლუკოგალინს, ემბლიკოლს, ემბლიკან A და B-ს, ციტოკინინებს – ზეატინს, ზეატინრიბოზიდს და ზეატინნუკლეოტიდს. გააჩნია იმუნომოდულაციური, ანტიოქსიდანტური თვისებები. წარმოადგენს ეფექტურ ანტიბაქტერიულ და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებას. ავლენს რეგენერაციულ, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევ მოქმედებას. მცენარის შემადგენლობაში შემავალი გლიკოზიდები და საპონინები იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის ნორმალიზებას. აუმჯობესებს მხედველობას, ხელს უწყობს სისხლძარღვების გაძლიერებას, ტოქსინებისა და წიდების გამოდევნას ორგანიზმიდან, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, არეგულირებს ქოლესტერინის დონეს, ამცირებს არტერიულ წნევას, ეფექტურია ფილტვის ქრონიკული დაავადებების, ზემო სასუნთქი გზების ანთების, ანემიის დროს. Azadirachta indica-ს გააჩნია საკმაოდ რთული ქიმიური შემადგენლობა, რომელშიც
შედის დაახლოებით 140 ინგრედიენტი. ძირითადი კომპონენტებია – ნიმბინი, ნიმბინინი და ნიმბიდინი. მცენარე შეიცავს ასევე ცხიმებს, პროტეინებს, მინერალებს, b-სიტოსტერინს, ბუნებრივ ანტიბიოტიკებს, E ვიტამინს, კაროტინს და სხვ. ახასიათებს იმუნომასტიმულირებელი, ანთების საწინააღმდეგო, ანტიტოქსიკური, ზოგადმატონიზირებელი თვისებები. ზრდის ორგანიზმის ანტიბაქტერიულ და ანტივირუსულ აქტიურობას. ხელს უწყობს გლუკოზის დონის დაწევას სისხლში. აუმჯობესებს საკვებთან ერთად მიღებული ცხიმების ათვისებას, აფერხებს ქოლესტერინის შეწოვას ნაწლავებში. წარმოადგენს კანის ქსოვილების ძლიერ რეგენერატორს, გამოიყენება კანის სხვადასხვა დაავადებების კომპლექსურ მკურნალობაში. გააჩნია ანტიპარაზიტული, ანტისეპტიკური და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება. ხელს უწყობს ნერვული სისტემის ფუნქციონირების ნორმალიზაციას.
Tinospora cordifolia ეფექტური იმუნომასტიმულირებელი საშუალებაა. იგი აძლიერებს ორგანიზმის დამცავ რეაქციას, ზრდის ლეიკოციტების რაოდენობას, ასტიმულირებს ფაგოციტოზს. მცენარეში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შემადგენლობა- პირველ რიგში, იზოქინოლინის ალკალოიდები– ბერბერინი, იატრორიცინი, პალმატინი. მათი აქტიურობის სპექტრი საკმაოდ ფართოა: ისინი ავლენენ ანტიმიკრობულ, სპაზმოლიზურ, ჰიპოტენზიურ, ნაღვლმდენ, ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას. ბერბერინი- ბუნებრივი ნივთიერებაა, რომელიც სასიკეთო გავლენას ახდენს ორგანიზმზე ღვიძლის, თირკმლის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებისას. იგი ამცირებს არტერიულ წნევას. პალმატინი სასიკეთოდ მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ხსნის თავის ტკივილს, შაკიკს, ცუდ გუნებას და დათრგუნულ მდგომარეობას. ალკალოიდი მაგნოფლორინი ავლენს ჰიპოტენზიურ, დიურეზულ მოქმედებას. ასევე დადგენილია, რომ აღნიშნულ ალკალოიდებს შეუძლიათ ალკოჰოლის და თამბაქოს მიმართ დამოკიდულების აღმოფხვრა. მცენარე ასევე მდიდარია ქოლინით – ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნივთიერებით, რომელიც წარმოადგენს ჰეპატოპროტექტორს და ლიპოტროპულ საშუალებას, ხელს უწყობს ცხიმების ტრანსპორტს და ცვლას ღვიძლში. ქოლინი ააქტიურებს ტვინის მუშაობას, აუმჯობესებს მეხსიერებას.
Ocimum sanctum აიურვედას ტრადიციული საშუალებაა. მისი აქტიური კომპონენტებია: ორიენტინი, ცინეოლი, მეთილევგენოლი, ლინალოლი, კარვაკროლი, ევგენოლი და სხვა. ორიენტინს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებები, ცინეოლს აქვს ამოსახველებელი, მადეზინფიცირებელი, ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური ზემოქმედება. მეთილევგენოლი ხასიათდება
სპაზმოლიზური, ხველის საწინააღმდეგო ეფექტით, ლინალოლი – ანტიბაქტერიული, კრუნჩხვის საწინააღმდეგო, სპაზმოლიზური მოქმედებით. კარვაკროლს გააჩნია სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებები, ევგენოლს – ანტისეპტიკური და
ანესთეზიური მოქმედება. ხასიათდება სიცხის დამწევი, მატონიზირებელი, ჰიპოტენზიური მოქმედებით. გამოიყენება გაციების, ბრონქიტის, ხველების, ცხელების დროს; ეფექტურია რევმატიზმის, ართრიტის, კუჭ-ნაწლავის დაავადებების, გულსისხლძარღვთა სისტემის დარღვევების დროს. ზრდის იმუნიტეტს, აუმჯობესებს მეხსიერებას, აძლიერებს მადას, ხსნის დაღლილობას და სტრესს, გააჩნია ანტიდეპრესიული მოქმედება. აქვეითებს გლუკოზისა და ქოლესტერინის დონეს
სისხლში. In vitro ცდებში იყო გამოვლენილი მცენარის ეთერის ზეთის ანტიმიკრობული მოქმედება.Curcuma Longa -ს კომპონენტების შემადგენლობაში შედის: ნახშირწყლები (4.7-8.2 %), ეთერის ზეთები (2.44%), ცხიმოვანი მჟავები (1.7-3.3 %), კურკუმინოიდები (კურკუმინი,
დემეტოქსიკურკუმინი და ბისდემეტოქსიკურკუმინი) (2.0-5.0 %), სხვა პოლიპეპტიდები, როგორიცაა ტურმერინი. მცენარე ასევე შეიცავს მინერალებს და ვიტამინებს: ფოსფორს, კალციუმს, რკინას, მაგნიუმს, კალიუმს, იოდს. გააჩნია იმუნომასტიმულირებელი, ბაქტერიციდული, ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური, ტკივილგამაყუჩებელი, ნაღვლმდენი, ჰიპოტენზიური, შარდმდენი მოქმედება. გამოიყენება საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოლოგიების დროს, ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის დაავადებების სამკურნალოდ, კანის დაავადებების, რევმატიზმის, ართრიტის, კუნთოვანი ტკივილების დროს.
ჩვენება:
კომპლექსურ თერაპიაში იმუნური სისტემის სტატუსის გასაუმჯობესებლად.
მიღების წესი და დოზირება:
ავურინის კაფსულები და სიროფი მიიღება პერორალურად.
კაფსულები:
1-2 კაფსულა 2-ჯერ დღეში ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.
სიროფი:
მოზრდილებში მიიღება 5-10 მლ 2-3-ჯერ დღეში ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.
6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში – 2.5-5 მლ 2-3-ჯერ დღეში ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე.
სიროფის გამოყენების წინ ფლაკონი შეანჯღრიეთ!
გვერდითი მოვლენები:
მითითებული დოზის დაცვის შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა რაიმე გვერდითი მოვლენა, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
ჭარბი დოზირება:
პრეპარატის რეკომენდებული დოზებით მიღებისას ტოქსიკური ეფექტები არ გამოვლენილა.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მოსალოდნელია დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. მკურნალობა სიმპტომურია.
ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.
განსაკუთრებული მითითებები:
სიროფი შეიცავს შაქარს, რაც გასათვალისწინებელია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატის აქტიურ ინგრედიენტებს არ გააჩნია სედატიური ან ტრანკვილიზური მოქმედება. აქედან გამომდინარე, მონაცემები ავურინის უარყოფითი ზეგავლენის შესახებ ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე არ დაფიქსირებულა.
შეფუთვა:
კაფსულები: 30 კაფსულა პოლიმერულ ფლაკონში. თითო ფლაკონი მუყაოს კოლოფში.
სიროფი: 100 მლ სიროფი ნარინჯისფერ პოლიმერულ ფლაკონში საზომი ხუფით. თითო ფლაკონი მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
კაფსულები: ინახება 15-25 C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
სიროფი: ინახება 15-25 C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
სიროფის გაყინვა დაუშვებელია. ფლაკონის გახსნის შემდეგ სიროფი ვარგისია გამოყენებისათვის 28 დღის განმავლობაში.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
ვარგისობის ვადა:
3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III - გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე