პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანი ინსტრუქცია.
- შეინახეთ ეს ინსტრუქცია! შესაძლოა მოგვიანებით დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
- თუ გაგიჩნდათ რაიმე შეკითხვები, შეეკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს წამალი გამოწერილია თქვენთვის, არ მისცეთ იგი სხვას. ამას შეუძლია ზიანის მიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მეორე ადამიანს აქვს მსგავსი სიმპტომები.
- თუ თქვენში შეინიშნება რაიმე გვერდითი მოქმედება, რომელიც არ არის აღწერილი ინსტრუქციაში ან თუ აღწერილი გვერდითი მოქმედება მძიმედ ვლინდება, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
რას შეიცავს Axastrol
- აქტიური ნივთიერება ანასტროზოლი (Anastrozolum).
- 1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 1 მგ ანასტროზოლს.
- სხვა კომპონენტები:
ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი K-30, მიკროკრისტალური ცელულოზა pH 102, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, ტიპი A; უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი (E 572), ტალკი.
ტაბლეტის გარსი: ჰიპრომელოზა 5cp (E464), მაკროგოლი 400, ტიტანის დიოქსიდი (E 171), ტალკი.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია Axastrol -ის შემადგენლობაში შემავალ რომელიმე კომპონენტზე
Axastrol შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმმა გითხრათ, რომ თქვენ გაქვთ რომელიმე შაქრის სახეობის აუტანლობა, პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტირება გაიარეთ ექიმთან.
Axastrol მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომლებსაც ეძახიან არომატაზის ინჰიბიტორებს. ის ამუხრუჭებს არომატაზის ზოგიერთ ეფექტს; არომატაზა არის ენზიმი, რომელიც ზრდის ორგანიზმში ქალის სასქესო ჰორმონის ესტროგენის დონეს.
Axastrol გამოიყენება სარძევე ჯირკვლის კიბოს სამკურნალოდ ქალებში პოსტმენოპაუზის პერიოდში.
როგორ მივიღოთ Axastrol
ყოველთვის გამოიყენეთ Axastrol ექიმის დანიშნულებით. შეკითხვების გაჩენის შემთხვევაში ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ჩვეულებრივი დოზა მოზრდილისათვის – ერთი ტაბლეტი დღეში.
გადაყლაპეთ ტაბლეტი წყლის დაყოლებით.
თუ მიიღეთ Axastrol დანიშნულზე მეტი
თუ თქვენ მიიღეთ Axastrol მეტი, ვიდრე დანიშნულია, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან სასწრაფო დახმარების სამსახურს.
თუ დაგავიწყდათ Axastrol –ის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა, რომ შეანაცვლოთ დავიწყებული ტაბლეტი. ტაბლეტი მიიღეთ ჩვეულებრივ დროს.
თუ შეწყვიტეთ Axastrol-ის მიღება
თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
Axastrol -ის მიღება საჭმელთან ერთად
Axastrol–ის მიღება შეიძლება საჭმლის წინ, საჭმლის დროს ან მის შემდეგ; თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ პრეპარატი ასევე საჭმლის მიღების მიუხედავად. ტაბლეტს ყლაპავენ წყლის ან სხვა სითხის დაყოლებით.
AXASTROL –ის მიღებამდე
არ მიიღოთ Axastrol შემდეგ შემთხვევებში:
- თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა ანასტროზოლის ან Axastrol-ის რომელიმე კომპონენტების მიმართ;
- თუ თქვენ იმყოფებით პრემენოპაუზის პერიოდში;
- თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს;
- თუ თქვენ გაქვთ ცნობილი დარღვევები ან დაავადებები, რომლებიც გავლენას ახდენენ ღვიძლის ან თირკმლების ფუნქციებზე;
- თუ თქვენ ღებულობთ ტამოქსიფენს ან პრეპარატებს, რომლებიც შეიცავენ ესტროგენს, მაგ., ჰორმონშემცველ თერაპიას. Axastrol არ უნდა მიიღონ ბავშვებმა.
ისევე, როგორც ყველა სამკურნალო საშუალება, Aხასტროლ–მა შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველასთან არ ვლინდება. შესაძლებელია შემდეგი გვერდითი ეფექტები:
ძალიან ხშირად (გაჩენის სიხშირე – 1-ზე მეტი 10 ადამიანიდან):
• სისხლის მოქცევები.
ხშირად (გაჩენის სიხშირე – 1-ზე ნაკლები 10 ადამიანიდან, მაგრამ 1-ზე მეტი1 00 ადამიანიდან):
• სისუსტის შეგრძნება
• ტკივილი და გაშეშება სახსრებში;
• ვაგინალური სიმშრალე;
• თმის ცვენა;
• გამონაყარი;
• გულისრევა;
• ფაღარათი;
• თავის ტკივილი.
იშვიათად (გაჩენის სიხშირე – 1-ზე ნაკლები 100 ადამიანიდან, მაგრამ 1-ზე მეტი 1 000 ადამიანიდან):
• ვაგინალური სისხლდენა (ჩვეულებრივ მკურნალობის პირველ კვირეებში);
• ანორექსია;
• ცხიმების ან ე.წ. ლიპიდების მომატებული ან მაღალი დონე სისხლში;
• ღებინება;
• ძილიანობა.
ძალიან იშვიათად (გაჩენის სიხშირე 1-ზე ნაკლები 10 000 ადამიანიდან):
• კანის განსაკუთრებით მძიმე რეაქციები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი) დაზიანებებით, წყლულებით ან ბებერათი;
• ალერგიული რეაქცია სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის (ანგიონევროტული შეშუპება) შეშუპებებით, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის და/ან სუნთქვის გართულებები. ჭინჭრის გამონაყარი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს რელიეფური შეშუპება სხეულის ნებისმიერ არეში.
თუ თქვენ გიჩნდებათ გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში ან მითითებული მძიმედ ვლინდება, შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს.
არ მიიღოთ Axastrol, თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს.
- თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევები;
- თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის საშუალო ან მძიმე დარღვევები;
- თუ გქონდათ ან გაწუხებთ რაიმე მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს ძვლების სიმაგრეზე;
- თუ თქვენ ღებულობთ მალუთეინეზებელი ჰორმონის რილიზინგ ფაქტორის ანალოგებს (პრეპარატები, რომლებიც მიიღება სარძევე ჯირკვლის კიბოს დროს, გარკვეული გინეკოლოგიური მდგომარეობების და უნაყოფობის სამკურნალოდ), რადგან არ არსებობს ანასტრაზოლისა და ამ პრეპარატების ერთდროული მიღების შესახებ მონაცემები.
ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების მომსახურება
ნაკლებ სავარაუდოა, რომ Axastrol არახელსაყრელად იმოქმედებს თქვენს ტრანსპორტის მართვისა და მექანიზმების მომსახურების უნარზე. მაგრამ, შესაძლებელია, თქვენ ჰქონდეთ სისუსტე და ძილიანობა. ამ შემთხვევაში თავი შეიკავეთ ტრანსპორტის მართვასა და მექანიზმების მომსახურებას.
შეატყობინეთ ექიმს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომელსაც ღებულობდით ბოლო დროს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების შესახებ.
ტამოქსიფენი და/ან ესტროგენშემცველი პრეპარატები არ უნდა მიიღოთ Aხასტროლ–თან კომბინაციაში.
პრეპარატი არ მოითხოვს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ და უჩინარ ადგილას.
არ მიიღოთ Axastrol შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ “Der.lidz – ის შემდეგ.
პრეპარატი ვარგისია ვარგისიანობის ვადაში მითითებული თვის უკანასკნელ დღემდე.
პრეპარატის გადაგდება არ შეიძლება საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად ან კანალიზაციაში. ფარმაცევტთან დაინტერესდით პრეპარატის არასაჭირო ნარჩენების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.