Plasmon
აქსოტრეტი / Axotret


შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება - იზოტრეტინოინი 20მგ

სხვა ინგრედიენტები - ჰიდროგენირებული სოიოს ზეთი, ჰიდროგენირებული მცენარეული ზეთი, ფუტკრის თეთრი ცვილი, დინატრიუმის ედეტატი, ბუტილჰიდროქსიანიზოლი, რაფინირებული სოიოს ზეთი.

 

ჩვენებები:

აკნეს მძიმე ფორმა (კვანძოვანი ან კონგლობატური აკნე)

საშუალო სიმძიმის, ნაწიბურების განვითარების რისკის მქონე აკნე 

აკნეს სტანდარტული თერაპიის (სისტემური ანტიბაქტერიული საშუალებებით და ადგილობრივი პრეპარატებით) უეფექტობის  შემთხვევაში

აქსოტრეტით მკურნალობა მიმდინარეობს დერმატოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ

 

განსაკუთრებული გაფრთხილება

აქსოტრეტის მიღება არ შეიძლება, თუ:

- ხართ ორსულად ან მეძუძური დედა;

- არსებობს დაორსულების შანსი, უნდა დაიცვათ მითითებანი, რომელიც მოცემულია „ორსულობა და პრევენციის პროგრამა“-ში

- ალერგიული ხართ იზოტრეტინოინის, სოიოს ზეთის (არაქისის ან სოიოს) ან ამ წამლის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ

- ღვიძლის  მძიმე დაავადების დროს

- სისხლში ქოლესტერინის ან ტრიგლიცერიდების ძალიან მაღალი დონე.

- A ვიტამინის ძალიან მაღალი დონე  (ჰიპერვიტამინოზი A)

- იმავდროულად იტარებთ მკურნალობას ტეტრაციკლინებით

 

ორსულობის პრევენციის პროგრამა

მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ორსულობაზე ტესტის გაკეთებას. ტესტმა უნდა აჩვენოს, რომ აქსოტრეტით მკურნალობის დაწყებისას არ ხართ ორსულად.

აქსოტრეტის მიღებისას და მას შემდეგ, ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდები
· უნდა დათანხმდეთ და გამოიყენოთ კონტრაცეფციის სულ მცირე ერთი ძალიან სანდო მეთოდი (მაგ. საშვილოსნოშიდა მოწყობილობა ან კონტრაცეპტული იმპლანტი) ან ორი ეფექტური მეთოდი, რომელიც განსხვავებულად მუშაობს (მაგალითად ჰორმონალური კონტრაცეპტული ტაბლეტი და პრეზერვატივი). განიხილეთ მკურნალ ექიმთან, თუ რომელი მეთოდი არის თქვენთვის შესაბამისი.

· კონტრაცეპტული საშუალებების გამოყენება უნდა მოხდეს აქსოტრეტის მიღებამდე ერთი თვით ადრე, მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულების შემდეგ ერთი თვის განმავლობაში.

· თქვენ უნდა გამოიყენოთ კონტრაცეპტული საშუალებები მაშინაც კი, თუ არ გაქვთ მენსტრუაცია ან არ ხართ სქესობრივად აქტიური (თუ თქვენი ექიმი არ გადაწყვეტს, რომ ეს არ არის აუცილებელი).

თუ დაორსულდებით აქსოტრეტის მიღებისას, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს.

დაუშვებელია სისხლის დონაცია ამ პრეპარატით მკურნალობის დროს და აქსოტრეტის შეწყვეტიდან 1 თვის განმავლობაში.

აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ იცით, რომ გაქვთ სისხლში ცხიმების მაღალი შემცველობა, დიაბეტი, გაქვთ ჭარბი წონა, ან მოიხმართ ალკოჰოლს დიდი რაოდენობით.

აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ ფსიქოლოგიური პრობლემები, როგორიცაა დეპრესია, არანორმალური ქცევა, ფსიქოზური აშლილობა.

ალერგიული რეაქციის (კანის სიწითლე, ქავილი) ან მძიმე ანაფილაქსიური რეაქციის განვითარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუკავშირდით მკურნალ ექიმს, რაც შეიძლება სწრაფად.

 

გვერდითი მოვლენები :

• მშრალი კანი, დერმატიტი , ქეილიტი, გამონაყარი, ქავილი და აქერცვლა. კანი შეიძლება გახდეს უფრო მგრძნობიარე და ჰიპერემიული

• თვალის სიმშრალე და გაღიზიანება, კონიუნქტივიტი,  ბლეფარიტი

• ანემია.

• მიალგია და ართრალგია ფიზიკური აქტივობის დროს

• ღვიძლის ფერმენტების ტრანზიტორული მომატება

ხშირი გვერდითი მოვლენები :

• ნეიტროპენია

• თავის ტკივილი

• ცხვირის სიმშრალე, ცხვირიდან სისხლდენა

• სისხლში ქოლესტერინის და  გლუკოზის მომატება

• ჰემატურია, პროტეინურია

იშვიათი გვერდითი მოვლენები :

• დეპრესიის გამწვავება

• კანის ალერგიული რეაქცია

• დროებითი თმის ცვენა, ალოპეცია.

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები:

• კანის მძიმე რეაქციები (მაგ. მრავალფორმული ერითემა (EM), სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS) და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN)),

აქსოტრეტით  მკურნალობის დროს

· გამოვლენილი  კანის ან ტუჩების სიმშრალის დროს რეკომენდებულია კანის დამატენიანებელი მალამო/კრემის და ტუჩის ბალზამის გამოყენება.

· პაციენტი უნდა მოერიდოს  მზეს და სოლარიუმს.  აუცილებელია მზისგან დამცავი ფილტრის გამოყენება  SPF 30+

· არ არის რეკომენდებული  კანის კოსმეტიკური პროცედურები, როგორიცაა დერმაბრაზია ან ლაზერული პროცედურები  და ეპილაცია

· არ არის რეკომენდებული ინტენსიური ვარჯიში და მაღალი ფიზიკური აქტივობა

 

აქსოტრეტი საკვებთან და სასმელთან ერთად

აქსოტრეტი უნდა მიიღოთ ჭამის დროს.

შენახვის პირობები

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.