Plasmon
ბედ თაიმი / Mini Drops bed time

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: Natures aid
  • მწარმოებელი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
  • გამოშვების ფორმა: 50 მლ ფლაკონი საწვეთურით.
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

დამამშვიდებელი და საძილე საშუალება,
ფიტოპრეპარატი
მცენარეული კომბინაცია სპაზმოლიზური დამამშვიდებელი  და სედაციური მოქმედებით.

შემადგენლობა

1 მლ-ში 10 მგ გვირილის ექსტრაქტი  და 5 მგ ბარამბოს ექსტრაქტი .
ბარამბოს ექსტრაქტი  წარმოადგენს  სედაციურ საშუალებას, რომელსაც გააჩნია სპაზმოლიზური ,იმუნომოდულაციური, ანტივირუსული, ანტიალერგიული და ანტიმიკრობული თვისებები.
ბარამბო აუმჯობესებს კოგნიტურ ფუნქციებს .ხსნის დისპეფსიურ მოვლენებს.
ეფექტურია შეკრულობის, შებერილობის დროს.ხსნის აირების დაგროვებით გამოწვეულ დისკომფორტს.აუმჯობესებს მადას.
გვირილა ამცირებს ნაწლავებში აირების წარმოქმნას ,გააჩნია სპაზმოლიზური ეფექტი.
უზრუნველყოფს ძილის ნორმალიზებას და მშვიდ ძილს.აჩქარებს ჩაძინების პროცესს.ეფექტურია ნაწლავური კოლიკის დროს

გამოყენების სფერო:
ძილის დარღვევები : უძილობა,მოუსვენარი ძილი, ღამით ხშირი გამოღვიძება,რთულად ჩაძინება.
ნევროზული მდგომარეობა,მომატებული აგზნებადობა,შიშები.
კბილების ამოჭრის პერიოდი.
ბიოლოგიური რითმის დარღვევა.
ჰიპერაქტივობის სინდრომი ბავშვებში.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დაავადებები( ნაწლავური კოლიკა,მეტეორიზმი)                  

მიღების წესი და დოზირება:    
3 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში 1მლ დღეში ერთხელ, ძილის წინ .
(შესაძლებელია მისი განზავება რძეში ან რაიმე სხვა სითხეში).

გამოშვების ფორმა:    
50
მლ ფლაკონი საწვეთურით.
არ შეიცავს გლუტენს,არ შეიცავს შაქარს.

 

 

სად შევიძინოთ?