Plasmon
ბეკანტი / BEKANT

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: Miquel Y Garriga S.A.
  • მწარმოებელი ქვეყანა: ესპანეთი
  • გამოშვების ფორმა: 125 მლ სუსპენზია შინაგანი გამოყენებისთვის
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა: დოზა (5 მლ)  შეიცავს-აქტიური ნივთიერება: ბეტა-1,3/1,6-D-გლუკანი 267 მგ; ვიტამინი C-100 მგ; თუთიის გლუკონატი-5 მგ;

1 მლ შეიცავს - აქტიური ნივთიერება: ბეტა-1,3/1,6-D-გლუკანი 53,4 მგ; ვიტამინი C-20 მგ; თუთიის გლუკონატი-1 მგ;

ერთი კაფსულა შეიცავს-აქტიური ნივთიერება: ბეტა-1,3/1,6-D-გლუკანი 250 მგ; ვიტამინი C-50 მგ; თუთიის გლუკონატი-2,50 მგ; დამხმარე ნივთიერება: მიკროკრისტალური ცელულოზას შემავსებლები, მაგნიუმის სტეარატი.

დამხმარე ნივთიერებები:მიკროკრისტალური ცელულოზას შემავსებლები, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა;  ნატრიუმის ბენზოატი; კალიუმის სორბატი; ლიმონის მჟავა; ვანილის არომატიზატორი;  დისტილირებული წყალი.

გამოყენების ჩვენება:

რეკომენდირებულია  როგორც კვებითი დანამატი ორგანიზმის გაძლიერების მიზნით (განსაკუთრებით სეზონური, ვირუსული ინფექციებისას და მრდ-ისას) და ანთებითი პროცესების განვითარების საპროფილაქტიკოდ; იმუნური სისტემის ფუნქციონალური მდგომარეობის ნორმალიზებისათვის, მწვავე და ქრონიკული ინფექციური და ანთებითი მდგომარეობებისას (ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ანთება, მათ შორის ლარინგოფარინგიტი, ბრონქიტი, პნევმონია; უროგენიტალური სისტემის მხრივ: ცისტიტი, პიელონეფრიტი, ვაგინიტი. გენიტალური ჰერპესი, ციტომეგალოვირუსული ინფექცია, ქლამიდიოზი, მიკოპლაზმოზი; სხვა ანთებითი დაავადებები: მორეციდივე ჰერპესი, ქრონიკული ფურუნკულოზი, ნაწლავური ინფექციები; სხვადასხვა ეტიოლოგიის ღვიძლის დაავადებები (მათ შორის ვირუსული ჰეპატიტი B და C)).

უკუჩვენება:

პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

გამოყენების წესი და დოზირების რეჟიმი:

12 თვიდან 3 წლამდე-0,5 მლ ერთხელ დღეში;

3 წლიდან 6 წლამდე 1,5 მლ ერთხელ დღეში;

6 წლიდან 12 წლამდე 2 მლ ერთხელ დღეში;

12 წლიდან 18 წლამდე 5 მლ  ერთხელ დღეში;

მოზრდილები 5 მლ ორჯერ დღეში.

მკურნალობის ხანგრძლივობა 1-3 თვე.

გამოყენების წინ აუცილებელია შენჯღრევა.  გამოყენების წინ აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. არ შეიძლება მისი გამოყენება სრულფასოვანი და დაბალანსირებული საკვების მაგივრად! არ შეიძლება დოზის გადაჭარბება!

ინფექციებისას და ანთებითი პროცესების დროს ინიშნება 2 კაფსულა დღე-ღამეში, ხოლო პროფილაქტიკის მიზნით 1 კაფსულა.  კაფსულა უნდა იქნეს მიღებული ჭამამდე 30 წუთით ადრე, ან ჭამის შემდეგ და მიიღება მთლიანად, ½ ჭიქა წყლის მიყოლებით. დიეტური დანამატის გამოყენების სარეკომენდაციო პერიოდია 1 თვე, შემდგომში მის გამოყენებას განსაზღვრავს ექიმი ინდივიდუალურად. გამოყენების წინ რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია. არ შეიძლება მისი მიღება დაბალანსირებული საკვების მაგივრად. არ შეიძლება დოზის გადაჭარბება.

 

გვერდითი ეფექტები: შესაძლოა ალერგიული რეაქციები.

შენახვის პირობები და სხვა ინფორმაცია: ინახება ორიგინალურ შეფუთვაში მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25 °C  ტემპერატურაზე. არ შეიძლება მისი გამოყენება კოლოფზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. კვებითი დანამატია. არ მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებებს. არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ელემენტებს.

შენახვის ვადა: 2 წელი

გამოშვების ფორმა:

125 მლ ხსნარი ფლაკონში, ფლაკონი მუყაოს შეფუთვაში, მზომ შპრიცთან ერთად.

15 კაფსულა  ბლისტერზე, 2 ბლისტერი მუყაოს შეფუთვაში.

სად შევიძინოთ?