ბელადონას რექტალური სუპოზიტორია / Belladona rectal suppositories
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): belladonnae
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პროქტოლოგია → ბუასილის სამკურნალო საშუალებები → პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისათვის
- მწარმოებელი კომპანია: შტადა
- მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
- გამოშვების ფორმა: 15მგ რექტალური სუპოზიტორია #10
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა
სუპოზიტორები შეფერილობით თეთრი მოკრემისფროდან ღია ყავისფერამდე.
შემადგენლობა
ერთი სუპოზიტორია შეიცავს ბელადონას ექსტრაქტი ბლანტი – 0,015გ, სინთეზურ ფენოლს სამედიცინო მიზნებისათვის – 0,0014გ, ფუძეები სუპოზიტორებისათვის (პოლიეთილენოქსიდი 1500 და პოლიეთილენოქსიდი-400) – საკმარისი ოდენობა სუპოზიტორის მისაღებად მასით 1,52-დან 1,68-მდე.
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატს გააჩნია სპაზმოლიზური, ტკივილდამაყუჩებელი მოქმედება
ჩვენებები
გამოიყენება ბუასილისა და ანუსის ნაპრალების დროს.
მიღების წესები და დოზები
კონტურულ შეფუთვას ჭრიან მაკრატლით და ამოაქვთ სუპოზიტორები.
მიიღება რექტალურად 1 სუპოზიტორია დღე-ღამეში 2-3-ჯერ, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 10 სუპოზიტორია
გვერდითი მოვლენები
მომატებული მგრძნობელობისას ან პრეპარატის ჭარბი დოზის მიღებისას შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, პირის სიმშრალე, ყაბზობა, გულისცემის შეგრძნება, გუგების გაფართოება, მხედველობის დარღვევა, იშვიათ შემთხვევებში – ფსიქომოტორული აღგზნება, კრუნჩხვები, შარდის შეკავება.
ასეთ შემთხვევებში პრეპარატის გამოყენება წყდება_საჭიროა ექიმთან კონსულტაცია
უკუჩვენება
პრეპარატი უკუნაჩვენებია გლაუკომის, წინამდებარე ჯირკვლის ადენომის დროს, პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი სავარაუდო სარგებლობა დედისათვის აღემატება ნაყოფისათვის პოტენციურ რისკს.
პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული იმ პაციენტებში, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ყურადღების მაღალი კონცენტრაციის, სწრაფი ფსიქიკური და მოძრაობის რეაქციების აუცილებლობასთან (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებების მართვა, დაზგებზე მუშაობა და სხვ.)
შენახვის პირობები და ვადები
ვარგისიანობის ვადა 2 წელი.
პრეპარატი ინახება მშრალ, გრილ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. პრეპარატი გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლამდე.
აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის # და თარიღი
#რ-002400 31.05.2010