Plasmon
ბენოსენი / Benosen


შემადგენლობა
სვიის ექსტრაქტი  (Humulus lupulus)-150 mg., L-თეანინი-100 mg., ვალერიანის ექსტრაქტი(Valeriana Officinalis)-50 mg. 
ფარმაკოლოგიური მოქმედება:  ბენოსენი მცენარეულ კომპონენტებზე დამზადებული დამამშვიდებელი და საძილე საშუალებაა, რომელიც  ხელს უწყობს დაღლილობისა და სტრესის მოხსნას, ორგანიზმის მოდუნებას, აადვილებს ჩაძინებას და უზრუნველჰყოფს მშვიდ ძილს.  ამცირებს ღამით გამოღვიძებების სიხშირეს.  

ფარმაკოლოგიური თვისებები
L-თეანინი -ამინომჟავაა, რომელიც მიიღება მწვანე ჩაის ფოთლებიდან.  L-თეანინი არის გამა-ამინო-ბუტირის მჟავას წინამორბედი, მონაწილეობს შეკავების რეაქციებში და იცავს ნერვულ სისტემას გადატვირთვისგან. ვალერიანის ექსტრაქტი - ხასიათდება სპაზმოლიზური, სედაციური და კარდიოტონური მოქმედებით. სვიის ექსტრაქტი (Humulus lupulus) - მოქმედებს, როგორც დამამშვიდებელი საშუალება უძილობისა და ზომიერი დეპრესიების დროს. ვალერიანისა და სვიის ექსტრაქტების მოქმედება აძლიერებს პრეპარატის სედაციურ ეფექტს. 

ჩვენებები
*რთულად ჩაძინება, ღამე გაღვიძების ეპიზოდები, უძილობა  
*სტრესი, ფიზიკური და გონებრივი გადაღლა 
 *შფოთვა, ნევროზი, მომატებული  აგზნებადობა და გაღიზიანებედობა  
*დეპრესია (კომპლექსური თერაპია)  
*მენოპაუზასთან დაკავშირებული  ნერვული  და  ემოციური  დაძაბულობა  
*მშობიარობისშემდგომი  ნევროზები; 
აუმჯობესებს ძილის ხარსხს; გააჩნია რელაქსაციური ეფექტი; ხანგრძლივი გამოყენებისას ხსნის მუდმივ ფსიქიკურ დაძაბულობას;

უკუჩვენებები
ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა ცალკეული კომპონენტების მიმართ; ორსულობა და ლაქტაცია.
მიღების წესი და დოზირება: 12 წლიდან 1-2 აბი დღის განმავლობაში ან 1-2 აბი ძილის წინ ნახევარი საათით ადრე,  მცირე რაოდენობით წყალთან ერთად.

შენახვის პირობები
ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25*С ტემპერატურაზე. 

აფთიაქიდან გაცემის წესი
გაიცემა ურეცეპტოდ.


სად შევიძინოთ?