ძებნა...
შედეგი ვერ მოიძებნა

ბენზაკი® 5 % გელი

Benzac 5Gel

დაწერეთ პირველი კომენტარი
III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფორმა: 60გრ გელი, ტუბში
მწარმოებელი: LABORATOIRES GALDERMA (საფრანგეთი)

აქტიური ნივთიერებები:

ანალგინი (ბიოპოლუსი)

აღწერა

შემადგენლობა:
ბენზოილის პეროქსიდი 50მგ/გ

მოქმედი ნივთიერება:
1გ  გელი  შეიცავს 50მგ ბენზოილის პეროქსიდს.

დამხმარე ნივთიერებები:
პროპილენგლიკოლი (E1520), გლიცეროლი (E422), კარბომერი 940, ნატრიუმის ედეტატი, დოკუზატ ნატრიუმის მაღალდისპერსიული სილიციუმი, პოლოქსამერი 182, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, აკრილატის კოპოლიმერი, გასუფთავებული წყალი

გამოშვების ფორმა:
ტუბი  60გრ.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
აკნეს სამკურნალო ტოპიკური პრეპარატები , პეროქსიდები

ფარმაკოლოგიური მოქმედება
ანტიმიკრობული, კომედოლიზური/კერატოლიზური
ბენზოილ პეროქსიდი მოქმედებს როგორც ანტიმიკრობული საშუალება, არბილებს და ქერცლავს კანის გარე ფენას.

ჩვენებები:
მსუბუქი და საშუალო სიმძიმის  აკნე

გამოყენება:
მოზრდილები და 12 წლის და უფროსი ასაკის მოზარდები
ბენზაკი დაიტანება კანის წინასწარ გასუფთავებულ და მშრალ ,დაზიანებულ უბნებზე დღეში ერთხელ ან ორჯერ  .
პრეპარატის გამოყენებამდე  რეკომენდებულია მის  მიმართ მგრძნობელობის შემოწმება კანის ერთ ან ორ მცირე უბანზე. მგრძნობიარე კანის შემთხვევაში, რეკომენდებულია გელის  გამოყენების დაწყება  დღეში ერთხელ, ძილის წინ.
პრეპარატის კარგად ამტანობის შემთხვევაში,   შეგიძლიათ გამოიყენოთ დღეში ორჯერ.
მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობაა 4-12 კვირა.

 

უკუჩვენება :
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი ინგრედიენტების მიმართ.

12 წლამდე ასაკი, ორსულობა და ძუძუთი კვება
ბენზაკის გამოყენება და უსაფრთხოება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ჯერ არ არის შესწავლილი.
ბენზაკი არ გამოიყენება ორსულობის და ძუძუთი კვების დროს, თუ ექიმი არ დაგინიშნავთ.

გვერდითი მოვლენები:
კანის სიმშრალე, ჰიპერემია, გაღიზიანება, წვის შეგრძნება,კანის აქერცვლა,  ერითემა, დერმატიტი, ქავილი, შეშუპება ( მათ შორის ქუთუთოების), დამწვრობა.

განსაკუთრებული მითითებები
გელი  არ გამოიყენება კანის მთლიანობის დარღვევისას( დამწვრობა,  ჭრილობა).
მკურნალობის დროს მაქსიმალურად მოერიდეთ მზის სხივებს.
მოერიდეთ პრეპარატის მოხვედრას თვალებთან, ქუთუთოებთან, ნესტოებთან და ტუჩებთან.  შემთხვევითმა კონტაქტმა შეიძლება გამოიწვიოს სიწითლე და წვა. ამ შემთხვევაში, დაზიანებული ადგილი უნდა ჩამოიბანოთ დიდი რაოდენობით წყლით.
ფერად მასალებთან, მათ შორის შეღებილ თმასთან  და ტანსაცმელთან კონტაქტმა შეიძლება გამოიწვიოს მათი გაღიავება ან ფერის შეცვლა.
გამოყენების შემდეგ დაიბანეთ ხელები.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 15-  25°C-ზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

კომენტარები

კომენტარები ჯერ არ არის - იყავით პირველი!

დაწერეთ კომენტარი

იმპორტიორი საქართველოში

გეა

გეა

თბილისი, ვაჟა-ფშაველას 6
ავენი
სად შევიძინოთ? ნუკი