1. ბერლიპრილი® 5-ის აღწერა და გამოყენება
პრეპარატი ბერლიპრილი® 5 შეიცავს მოქმედ ნივთიერებას ენალაპრილ მალეატს. ის მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს სახელწოდებით ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორი (აგფ ინჰიბიტორი).
ბერლიპრილი® 5 გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
• მაღალი არტერიული წნევის მკურნალობა (ჰიპერტონია)
• გულის უკმარისობის მკურნალობა (გულის ფუნქციის დასუსტება). პრეპარატის მიღება შესაძლებლობას მოგცემთ შეამციროთ საავადმყოფოში ვიზიტების სიხშირე, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში გაზარდოთ პაციენტის სიცოცხლის ხანგრძლივობა.
• გულის უკმარისობის გამოვლინებების პროფილაქტიკა. სიმპტომები: ქოშინი, დაღლილობა მსუბუქი ფიზიკური დატვირთვის, მაგალითად სიარულის შემდეგ ან კოჭების ან ტერფების შესიება.
მოცემული სამკურნალო საშუალების მოქმედება მდგომარეობს სისხლძარღვების გაფართოებაში. ეს იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას. ამ პრეპარატის მოქმედება, ჩვეულებრივ იწყება 1 საათში და გრძელდება არანაკლებ 24 საათის განმავლობაში. არტერიული წნევის მიმართ ოპტიმალური ეფექტის მისაღწევად ზოგიერთ პაციენტს ესაჭიროება მკურნალობა რამდენიმე კვირის განმავლობაში.
2. რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატ ბერლიპრილი® 5-ის მიღებამდე
ბერლიპრილი® 5 უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:
- ალერგია ენალაპრილ მალეატის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (მითითებულია მე-6 პარაგრაფში).
- ანამნეზში ალერგიული რეაქცია მსგავსი სამკურნალო საშუალებების, სახელწოდებით
აგფ ინჰიბიტორები, მიმართ.
- ანამნეზში სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ხახის შეშუპება, რაც იწვევს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებას (ანგიონევროზული შეშუპება), თუ მიზეზი უცნობია ან მემკვიდრეობითი ხასიათისაა.
- ანამნეზში დიაბეტის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა, აგრეთვე ალისკირენის
შემცველი არტერიული წნევის დასაქვეითებელი პრეპარატის მიღება.
- ორსულობის პერიოდი 3 თვიდან. (ორსულობის პირველ ტრიმესტრში პრეპარატი ბერლიპრილი® 5-ის მიღება რეკომენდებული არ არის, იხ. ნაწილი ~ორსულობა~).
თუ ადგილი აქვს ზემოთ აღნიშნულიდან ნებისმიერ გარემოებას, მოცემული პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის. რაიმე საკითხზე ეჭვის შემთხვევაში, მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
პრეპარატი ბერლიპრილი® 5-ის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს:
რეკომენდებულია ექიმის გაფრთხილება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ
შემდეგი პრეპარატებიდან ნებისმიერის მიღების შემთხვევაში:
- ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერები (არბ) (აგრეთვე ცნობილი, როგორც სარტანები - მაგალითად, ვალსარტანი, ტელმისარტანი, ირბესარტანი), განსაკუთრებით, თუ ადგილი აქვს თირკმელების დაავადებებს დიაბეტთან დაკავშირებით.
- ალისკირენი
მკურნალ ექიმს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება რეგულარულად ჩაატაროს თირკმელების ფუნქციის, არტერიული წნევის კონტროლი და სისხლში ელექტროლიტების (მაგალითად, კალიუმის) შემცველობის განსაზღვრა.
იხ. აგრეთვე ინფორმაცია პარაგრაფში ~ბერლიპრილი® 5 უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:~.
რეკომენდებულია ექიმის გაფრთხილება შემდეგ შემთხვევებში:
• თუ ადგილი აქვს გულის დაავადებას.
• თუ ადგილი აქვს სისხლძარღვები. ისეთ მდგომარეობას, როდესაც დაზიანებულია თავის ტვინის
• თუ ადგილი აქვს
შემცირებას ან სისხლის დაავადებას, მაგალითად ლეიკოციტების რაოდენობის მათ არ არსებობას (ნეიტროპენია/აგრანულოციტოზი),
თრომბოციტების რაოდენობის შემცირებას (თრომბოციტოპენია) ან ერითროციტების
რაოდენობის შემცირებას (ანემია).
• თუ ადგილი აქვს ღვიძლის დაავადებას.
• თუ ადგილი აქვს თირკმელების დაავადებას (თირკმლის ტანსპლანტაციის ჩათვლით). აღნიშნული შეიძლება გახდეს სისხლში კალიუმის კონცენტაციის მომატების მიზეზი, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს სერიოზულ დარღვევებამდე. შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალი ექიმის მიერ ბერლიპრილი® 5-ის დოზის კორექციის ან სისხლში კალიუმის დონის კონტროლის აუცილებლობა.
• თუ ხართ ჰემოდიალიზზე.
• თუ ახლახანს ადგილი ჰქონდა გამოხატულ სისუსტეს (ძლიერი ღებინების შემდეგ)
ან მძიმე დიარეას.
• თუ იცავთ მარილის შეზღუდული შემცველობის დიეტას, იღებთ კალიუმის დანამატებს, კალიუმის შემანარჩუნებელ საშუალებებს ან სუფრის მარილის კალიუმის შემცველ შემცვლელებს.
• თუ ხართ 70 წელზე უფროსი ასაკის პირი.
• თუ გაქვთ დიაბეტი. საჭიროა სისხლში გლუკოზის დონის კონტროლი მისი შემცირების თვალსაზრისით, განსაკუთრებით მკურნალობის პირველ თვეებში. აგრეთვე შეიძლება აიწიოს სისხლში კალიუმის დონე.
• შეუპოვარი მშრალი ხველის გამოვლენის შემთხვევაში.
• ანამნეზში ალერგიული რეაქციები სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ხახის შეშუპებით, რაც იწვევს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებას. გასათვალისწინებელია, რომ აგფ ინჰიბიტორების მიღების ფონზე შავკანიან პაციენტებში არსებობს ასეთი რეაქციების განვითარების მომატებული რისკი.
• დაბალი არტერიული წნევის დროს (რაც შეიძლება გამოვლინდეს სისუსტით ან
თავბრუსხვევით, განსაკუთრებით სხეულის ვერტიკალურ მდგომარეობაში).
• კოლაგენოზების ფონზე სისხლძარღვების დაზიანების შემთხვევაში (მაგალითად, სისტემური წითელი მგლურა, რევმატოიდული ართრიტი და სკლეროდერმია), იმუნოდეპრესანტებით, ალოპურინოლით (პოდაგრის სამკურნალო საშუალება) ან პროკაინამიდებით (გულის რიტმის დარღვევების სამკურნალო საშუალება), ლითიუმით (დეპრესიის ზოგიერთი სახეობის სამკურნალო საშუალება), აგრეთვე ჩამოთვლილი ფაქტორების ნებისმიერი კომბინირების შემთხვევაში.
აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად (ან ორსულობაზე ეჭვის შემთხვევაში). მოცემული სამკურნალო საშუალების გამოყენება ორსულობის ადრეულ ეტაპზე რეკომენდებული არ არის, ხოლო მეორე და მესამე ტრიმესტრში მისი მიღება აკრძალულია ნაყოფისთვის მაღალი რისკის გამო (იხ. პარაგრაფი ~ორსულობა~).
გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული პრეპარატი უფრო ეფექტურად აქვეითებს არტერიულ წნევას შავკანიან პაციენტებში, ვიდრე არაშავკანიან პირებში.
თუ არ ხართ დარწმუნებული, გეხებათ თუ არა ზემოთ მითითებული მდგომარეობები, მოცემული სამკურნალო საშუალების მიღების დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გეგმავთ სამედიცინო პროცედურებს:
თუ თქვენ გეგმავთ რომელიმე ქვემოთჩამოთვლილ პროცედურას, ბერლიპრილი® 5-ის მიღების შესახებ აცნობეთ მკურნალ ექიმს:
• ნებისმიერი ქირურგიული ჩარევა ან ანესთეტიკის შეყვანა (სტომატოლოგიური პროცედურების შემთხვევაშიც კი).
• სისხლიდან ქოლესტერინის ამოღების პროცედურა, რომელსაც ეწოდება ~დსლპ აფერეზი~
• მადესენსიბილებელი თერაპია ალერგიული გამოვლინებების შესამცირებლად ფუტკრის ან კრაზანის კბენის დროს.
თუ ადგილი აქვს ზემოთ აღნიშნულიდან ნებისმიერ გარემოებას, პროცედურის დაწყებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
ბავშვები და მოზარდები
მაღალი არტერიული წნევის მქონე ბავშვებში ენალაპრილ მალეატის გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია. სხვა ჩვენებით გამოყენების შესახებ ცნობები არ არსებობს. ენალაპრილ მალეატის გამოყენებასთან დაკავშირებით არსებობს მონაცემები მხოლოდ 6 წლის ზემოთ ასაკის სისხლის მაღალი წნევის მქონე ბავშვების მკურნალობისას პრეპარატის ამტანობისა და ეფექტურობის შესახებ; ბავშვებისათვის ბერლიპრილი® 5 რეკომენდებულია მხოლოდ მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ.
ახალშობილებში და თირკმელების დაავადებების მქონე ბავშვებში ბერლიპრილი® 5-ის მიღება არ შეიძლება.
ბერლიპრილი® 5 და სხვა სამკურნალო საშუალებები
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიგეღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება. აღნიშნული მოთხოვნა დაკავშირებულია ბერლიპრილი® 5-ის ზემოქმედებასთან სხვა სამკურნალო საშუალებების მოქმედებაზე. გარდა ამისა, ზოგიერთ სხვა სამკურნალო საშუალებას შეუძლია გავლენა მოახდინოს ბერლიპრილი® 5-ის მოქმედებაზე.
შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალი ექიმის მიერ დოზის კორექციის და/ან
სიფრთხილის სხვა ზომების მიღების აუცილებლობა:
• ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერები (არბ) ან ალისკირენი (იხ. აგრეთვე ინფორმაცია პარაგრაფებში ~ბერლიპრილი® 5 უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:~ და ~გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები~).
დაჟინებით რეკომენდებულია ექიმის ან ფარმაცევტის გაფრთხილება ნებისმიერი ქვემოთჩამოთვლილი სამკურნალო საშუალების მიღების შემთხვევაში:
• არტერიული წნევის დამწევი სხვა სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა ბეტა- ბლოკერები, ნიტროგლიცერინი და სხვა ნიტრატები, შარდმდენი საშუალებები (დიურეზულები).
• კალიუმის შემნახველი პრეპარატები (სუფრის მარილის შემცვლელების ჩათვლით).
• დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები (მათ შორის პერორალური დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატები და ინსულინი).
• ლითიუმი (დეპრესიის ზოგიერთი სახეობის სამკურნალო პრეპარატი).
• დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები, სახელწოდებით ~ტრიციკლური ანტიდეპრესანტები~.
• ფსიქიკური დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, სახელწოდებით
~ნეიროლეფსიურები~.
• გაციებისა და ხველების სამკურნალო გარკვეული პრეპარატები, აგრეთვე წონის დასაკლები პრეპარატები, რომლებიც შეიცავს ეგრედ წოდებულ ~სიმპათომიმეტიკებს~.
• ტკივილის ან ართრიტის სამკურნალო გარკვეული პრეპარატები, მათ შორის ოქროს პრეპარატები.
• არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, მათ შორის ცოგ-2-ის ინჰიბიტორები (სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ანთების შესამცირებლად, და შესაძლებელია მათი გამოყენება ტკივილის მოსახსნელად).
• ასპირინი (აცეტილსალიცილის მჟავა).
• სისხლის კოლტების დამშლელი სამკურნალო საშუალებები (თრომბოლიტიკები).
• ალკოჰოლი.
თუ არ ხართ დარწმუნებული, გეხებათ თუ არა ზემოთჩამოთვილიდან რომელიმე, ბერლიპრილი® 5-ის მიღების დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატი ბერლიპრილი® 5-ის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად პრეპარატი ბერლიპრილი® 5-ის მიღება შეიძლება საკვების მიღების მიუხედავად. პაციენტების უმრავლესობა იღებს ბერლიპრილი® 5-ს წყლის მიყოლებით. ალკოჰოლი აძლიერებს აგფ ინჰიბიტორების ჰიპოტენზიურ ეფექტს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, მოცემული სამკურნალო საშუალების მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.
ორსულობა
აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად (ან ორსულობაზე ეჭვის შემთხვევაში). ამ შემთხვევაში ორსულობის დადგენამდე ან ორსულობის პერიოდში ექიმი მოხსნის ბერლიპრილი® 5-ს და დანიშნავს სხვა პრეპარატს. ბერლიპრილი® 5-ის მიღება ორსულობის პირველი თვეების განმავლობაში რეკომენდებული არ არის; არ შეიძლება ბერლიპრილი® 5-ის გამოყენება ორსულობის პერიოდში 3 თვიდან ბავშვის განვითარების სერიოზული დარღვევების გამოწვევის რისკის გამო.
ძუძუთი კვების პერიოდი
თუ გეგმავთ ძუძუთი კვებას ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს. მოცემული სამკურნალო საშუალების მიღების პერიოდში რეკომენდებული არ არის ახალშობილების (დაბადებიდან პირველი რამდენიმე კვირა), განსაკუთრებით დღენაკლული ჩვილის ძუძუთი კვება. ძუძუთი კვების უფრო მოგვიანებით პერიოდში მკურნალი ექიმისგან მიიღებთ ინფორმაციას მოცემული სამკურნალო საშუალების სარგებლიანობისა და რისკის შესახებ სხვა პრეპარატებთან შედარებით.
ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
აღნიშნული სამკურნალო საშუალების მიღებისას თქვენ შეიძლება იგრძნოთ თავბრუსხვევა ან ძილიანობა. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია ავტომობილის მართვისგან ან ნებისმიერ ხელსაწყოსთან და მექანიზმთან მუშაობისგან თავის შეკავება.
პრეპარატი ბერლიპრილი® 5 შეიცავს ლაქტოზას
პრეპარატი ბერლიპრილი® 5 შეიცავს ლაქტოზას, რომელიც წარმოადგენს შაქრის სახეობას. თუ მკურნალი ექიმისგან თქვენთვის ცნობილია შაქრის ზოგიერთი სახეობის მიმართ აუტანლობის შესახებ მოცემული სამკურნალო საშუალების მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.
3. პრეპარატი ბერლიპრილი® 5-ის მიღების წესი
მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღება მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციების მკაცრად დაცვით. აღნიშნულ საკითხზე რაიმე ეჭვის შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
• აუცილებელია მოცემული სამკურნალო საშუალების მიღება ექიმის მიერ დანიშნული
დროის განმავლობაში.
• არ მიიღოთ დანიშნულზე მეტი ტაბლეტი.
ტაბლეტები მიიღება მთლიანათ (არ დაფშვნათ და არ დაღეჭოთ ტაბლეტები).
ტაბლეტები მიიღება დიდი რაოდენობის სითხის მიყოლებით (მაგალითად, სუფთა
წყალი). პრეპარატი ბერლიპრილი® 5-ის მიღება არ არის დამოკიდებული საკვების
მიღებაზე. სადღეღამისო დოზა მიიღება, როგორც წესი, დილით, მაგრამ – საჭიროების
შემთხვევაში – დოზა შეიძლება განაწილდეს 2 მიღებაზე, დილით და საღამოს.
ტაბლეტის გაყოფა:
• ტაბლეტის გაყოფა შეიძლეა ორ თანაბარ ნაწილად. დადეთ ტაბლეტი მაგარ სწორ ზედაპირზე გამყოფი ხაზით ზემოთ. შემდეგ გადატეხეთ ზედაპირის მიმართულებით საჩვენებელი თითების დაჭერით, როგორც მითითებულია ნახატებზე (1 და 2).
ნახატი 1 და 2: ბერლიპრილის® ტაბლეტების ორ ნაწილად გაყოფა.
მაღალი არტერიული წნევა
• ჩვეულებრივი საწყისი დოზა მერყეობს ენალაპრილ მალეატის 5 მგ-დან (შეესაბამება ბერლიპრილი® 5-ის 1 ტაბლეტს) ენალაპრილ მალეატის 20 მგ-მდე ერთხელ დღე- ღამეში.
• ზოგიერთი პაციენტისთვის საჭიროა უფრო დაბალი საწყისი დოზა.
• ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 20 მგ ენალაპრილ მალეატს ერთხელ დღე-ღამეში.
• ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში მაქსიმალური დოზა შეადგენს 40 მგ ენალაპრილ მალეატს ერთხელ დღე-ღამეში.
გულის უკმარისობა
• ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 2,5 მგ ენალაპრილ მალეატს (შეესაბამება ბერლიპრილი® 5-ის ½ ტაბლეტს) ერთხელ დღე-ღამეში.
• მკურნალმა ექიმმა თანდათანობით უნდა გაზარდოს დოზა თქვენთვის საჭირო დოზის მიღწევამდე.
• ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 20 მგ ენალაპრილ მალეატს ყოველდღე; დოზის მიღება შეიძლება ერთჯერადად ან ორჯერ მიღებით.
• ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში მაქსიმალური დოზა შეადგენს 40 მგ ენალაპრილ მალეატს ერთხელ დღე-ღამეში, გაყოფილი ორ მიღებაზე.
თირკმელების დაავადებების მქონე პაციენტები
სამკურნალო საშუალების დოზა უნდა შეიცვალოს თირკმლის ფუნქციის დარღვევის ხარისხის მიხედვით:
• თირკმელების ფუნქციის ზომიერი დარღვევა – ენალაპრილ მალეატის 5 მგ-დან
(შეესაბამება ბერლიპრილი® 5-ის 1 ტაბლეტს) ენალაპრილ მალეატის 10 მგ-მდე დღე-ღამეში.
• თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევა – 2,5 მგ ენალაპრილ მალეატი დღე-ღამეში
(შეესაბამება ბერლიპრილი® 5-ის ½ ტაბლეტს).
• თუ თქვენ გიტარდებათ ჰემოდიალიზი – 2,5 მგ ენალაპრილ მალეატი დღე-ღამეში (შეესაბამება ბერლიპრილი® 5-ის ½ ტაბლეტს). იმ დღეს, როდესაც არ ტარდება დიალიზი, დოზა შეიძლება შეიცვალოს არტერიული წნევის მნიშვნელობის მიხედვით.
ხანდაზმული პაციენტები
დოზა განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ; ის დამოკიდებულია თირკმელების ფუნქციის დარღვევის ხარისხზე.
გამოყენება ბავშვებში
მაღალი არტერიული წნევის მქონე ბავშვებში ბერლიპრილი® 5-ის გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია. თუ ბავშვს შეუძლია ტაბლეტის გადაყლაპვა, დოზა განისაზღვრება ბავშვის წონისა და არტერიული წნევის მაჩვენებლების
გათვალისწინებით.ჩვეულებრივი საწყისი დოზაშეადგენს:
• 20-50 კგ: 2,5 მგ ენალაპრილ მალეატი დღე-ღამეში (შეესაბამება ბერლიპრილი® 5-
ის ½ ტაბლეტს).
• 50 კგ-ზე მეტი: 5 მგ ენალაპრილ მალეატი (შეესაბამება ბერლიპრილი® 5-ის 1
ტაბლეტს). დოზის შეცვლა შეიძლება ბავშვის მოთხოვნების მიხედვით.
• 20-50 კგ წონის ბავშვებში შეიძლება დაინიშნოს მაქსიმუმ 20 მგ ენალაპრილ მალეატი დღე-ღამეში.
• 50 კგ-ზე მეტი წონის ბავშვებში შეიძლება დაინიშნოს მაქსიმუმ 40 მგ ენალაპრილ მალეატი დღე-ღამეში.
რეკომენდებული არ არის მოცემული სამკურნალო საშუალების გამოყენება ახალშობილებში (დაბადებიდან პირველი რამდენიმე კვირა) და თირკმელების დაავადებების მქონე ბავშვებში.
თუ თქვენ მიიღეთ პრეპარატი ბერლიპრილი® 5-ის საჭიროზე მეტი დოზა
პრეპარატი ბერლიპრილი® 5-ის საჭიროზე მეტი დოზის მიღების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს ან საავადმყოფოს. თან იქონიეთ სამკურნალო საშუალების შეფუთვა.
შეიძლება განვითარდეს შემდეგი სიმპტომები: სმენის დახშობის შეგრძნება და
თავბრუსხვევა.
ეს ხდება არტერიული წნევის მოულოდნელ ან გამოხატულ დაცემასთან დაკავშირებით.
თუ დაგავიწყდათ ბერლიპრილი® 5-ის მიღება
• თუ დაგავიწყდათ ტაბლეტის მიღება, არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა.
• მიიღეთ პრეპარატის შემდეგი დოზა დანიშნულ დროს.
• არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
თუ შეწყვიტეთ პრეპარატი ბერლიპრილი® 5-ის მიღება
არ შეწყვეტოთ პრეპარატით მკურნალობა ექიმის კონსულტაციის გარეშე.
სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების
შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი მოქმედება
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოქმედებები, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში. ამ პრეპარატის მიღებისას შეიძლება ადგილი ჰქონდეს შემდეგ გვერდით მოქმედებებს:
შეწყვიტეთ პრეპარატი ბერლიპრილი® 5-ის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ
მკურნალ ექიმს, თუ შენიშნეთ ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე სიმპტომი:
• სახის, ტუჩების, ენის ან ხახის შეშუპება, რაც იწვევს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებას.
• ხელის მტევნების, აგრეთვე ფეხების ან კოჭების შესიება.
• კანზე წარმოქმნილი გამონაყარი (ჭინჭრის ციება).
გასათვალისწინებელია, რომ შავკანიან პაციენტებში არსებობს ასეთი რეაქციების განვითარების მომატებული რისკი. თუ ადგილი აქვს ზემოთ აღნიშნულიდან ნებისმიერ გარემოებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ბერლიპრილი® 5-ის მიღება და კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.
მოცემული პრეპარატით მკურნალობის დასაწყისში თქვენ შეიძლება იგრძნოთ სისუსტე ან თავბრუსხვევა. ამ შემთხვევაში მიიღეთ ჰორიზონტალური მდგომარეობა. ეს გამოწვეულია არტერიული წნევის დაქვეითებით. სამკურნალო საშუალების მიღების გაგრძელების შემთხვევაში მდგომარეობა უნდა გაუმჯობესდეს. თუ გრძნობთ მოუსვენრობას, მიმართეთ მკურნალ ექიმს.
სხვა გვერდითი მოქმედებები:
ძალიან ხშირად (შეიძლება აღენიშნოს 10 პაციენტიდან 1-ზე მეტს):
• თავბრუსხვევის ან სისუსტის შეგრძნება.
• არამკვეთრი მხედველობა.
• ხველება
• გულისრევა
ხშირად (შეიძლება აღენიშნოს 10 პაციენტიდან 1-ს)
• დაბალი არტერიული წნევა, გულის რიტმის დარღვევა, გახშირებული გულისცემა, სტენოკარდია ან ტკივილი გულ-მკერდის არეში.
• თავის ტკივილი, გულყრა.
• გემოს აღქმის შეცვლა, ქოშინი.
• დიარეა ან ტკივილი მუცლის არეში, გამონაყარი.
• დაღლილობა (მომატებული დაღლილობა), დეპრესია.
• ალერგიული რეაქციები, სახის, ტუჩების, ენის ან ხახის შეშუპების თანხლებით, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებით.
• სისხლში კალიუმის კონცენტრაციის მომატება, სისხლში კრეატინინის
კონცენტრაციის მომატება (როგორც წესი, ორივე მდგომარეობის გამოვლენა ხდება ანალიზის ჩატარებით).
ზოგჯერ (შეიძლება აღენიშნოს 100 პაციენტიდან 1-ს)
• არტერიული წნევის მოულოდნელი დაცემა ჰორიზონტალურიდან ვერტიკალურ მდგომარეობაში გადასვლისას (ორტოსტატული ჰიპოტონია).
• გახშირებული გულისცემა ან გულის შეკუმშვათა რიტმის დარღვევა.
• მიოკარდიუმის ინფარქტი (სავარაუდოდ, ვითარდება ძალიან დაბალი არტერიული წნევის შედეგად მაღალი რისკის ჯგუფის ზოგიერთ პაციენტში, მათ შორის გულში ან თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევების მქონე პაციენტებში).
• ანემია (მათ შორის, აპლასტიური და ჰემოლიზური).
• ინსულტი (სავარაუდოდ, ვითარდება ძალიან დაბალი არტერიული წნევის შედეგად მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებში).
• გონების არევა, უძილობა ან ძილიანობა, ნერვოზულობა.
• კანის ჩხვლეტის ან დაბუჟების შეგრძნება.
• თავბრუსხვევა.
• ხმაური ყურებში (ტინიტუსი).
• ცხვირიდან გამონადენი, ყელის ტკივილი ან ხმის ჩახლეჩვა.
• ბრონქების სპაზმური ხასიათის შევიწროვება (ბრონქოსპაზმი)/ასთმა.
• ნაწლავში საკვები მასის შენელებული გავლა (მათ შორის, ნაწლავური გაუვალობა), კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება.
• ღებინება, საჭმლის მონელების დარღვევა, ყაბზობა, მადის დაქვეითება, კუჭის გაღიზიანება, პირის სიმშრალე, კუჭის წყლული (პეპტიური წყლული).
• გაძლიერებული ოფლდენა
• თირკმელების ფუნქციის დარღვევა, თირკმლის უკმარისობა.
• ქავილი ან ჭინჭრის ციება.
• თმის ცვენა.
• კუნთების სპაზმი, სისხლის მოწოლა, ზოგადი გუნება-განწყობის დარღვევა
(შეუძლოდ ყოფნა), მაღალი ტემპერატურა (ციებ-ცხელება), იმპოტენცია.
• შარდში ცილის მაღალი დონე (ანალიზის შედეგებით).
• სისხლში შაქრის ან ნატრიუმის დაბალი დონე, სისხლში შარდოვანას მაღალი დონე
(სისხლის ანალიზის შედეგების მიხედვით).
იშვიათად (შეიძლება აღენიშნოს 1000 პაციენტიდან 1-ს)
• ~რეინოს სინდრომი~, როდესაც ხელის მტევნები და ტერფები ხდება ძალიან ცივი და
თეთრი, რაც გამოწვეულია სისხლის მიმოქცევის ძალიან დაბალი დონით.
• სისხლის ანალიზის შედეგების შეცვლა, როგორიცაა ლეიკოციტების და ერითროციტების რაოდენობის შემცირება, ჰემოგლობინისდა ჰემატოკრიტის დაქვეითება, აგრეთვე ტრომბოციტების რაოდენობის შემცირება.
•ძვლის ტვინის დათრგუნვა, ლიმფური კვანძების გადიდება.
•აუტოიმუნური დაავადებები.
•უჩვეულო სიზმრები ან ძილის დარღვევა.
•ფილტვის ქსოვილების დაზიანება (ინფილტრატები ფილტვებში).
• ანთება ცხვირში, ფილტვების ალერგიული ხასიათის ანთება (ალერგიული
ალვეოლიტი/ეოზინოფილური პნევმონია).
• ლოყების, ღრძილების, ენის, ტუჩების, ხახის ლორწოვანი გარსის ანთება.
• შარდის წარმოქმნის შემცირება.
• პოლიმორფული ერითემა
• კანის მძიმე რეაქციები (მაგალითად, სტივენს-ჯონსონის სინდრომი/ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი), რომელსაც ახასიათებს კანის გაწითლება ან აქერცვლა,
ბუშტუკების ან დაბეჟილობების გამოვლენა, ან ეპიდერმისის განშრევება კანის უფრო
ღრმა ფენებიდან.
• ღვიძლის დაავადებები, როგორიცაა ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება, ღვიძლის უკმარისობა, ღვიძლის ანთება, სიყვითლე (კანის ან თვალის თეთრი გარსის გაყვითლება), ღვიძლის ფერმენტების ან ბილირუბინის მაღალი დონე (სისხლის ანალიზის შედეგების მიხედვით).
• მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების გადიდება.
ძალიან იშვიათად (შეიძლება აღენიშნოს 10000 პაციენტიდან 1-ს)
• ნაწლავის შეშუპება (ნაწლავის ანგიონევროზული შეშუპება).
სიხშირე დადგენილი არ არის (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია)
• ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეციის დარღვევის სინდრომი (შIADH), შედეგად, სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითება (სიმპტომები შეიძლება იყოს დაღლილობა, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება)
აღწერილია სიმპტომების კომპლექსი, რომელიც შეიძლება მოიცავდეს შემდეგ გვერდით მოქმედებებს: სხეულის ტემპერატურის მომატება, სეროზული გარსების ანთება (სეროზიტი), სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი), კუნთების ტკივილი ან ანთება, სახსრების ტკივილი ან სახსრების ანთება (მიალგია/მიოზიტი, ართრალგია/ართრიტი) და ლაბორატორიული მაჩვენებლების ზოგიერთი გადახრა (ანტიბირთვული ანტისხეულების დადებითი ტიტრი, ერითროციტების დალექვის სიჩქარის მომატება, ეოზინოფილია და ლეიკოციტოზი). ასევე, შეიძლება ადგილი ჰქონდეს კანზე გამონაყარს, მზის სხივების მიმართ კანის მგრძნობელობის მომატებას და სხვა რეაქციებს კანის მხრივ.
შეტყობინება გვერდითი მოქმედებების შესახებ
რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ყველა შესაძლო გვერდით მოქმედებას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის მითითებული მოცემულ ჩანართში. აგრეთვე, გვერდითი მოქმედებების შესახებ ინფორმაციის გაგზავნა შეიძლება პირდაპირ შეტყობინებების ეროვნული სისტემის მეშვეობით. გვერდითი მოქმედებების შესახებ ინფორმაციის გაგზავნით თქვენ დაგვეხმარებით მოცემული სამკურნალო საშუალების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.
5. პრეპარატი ბერლიპრილი® 5-ის შენახვის პირობები
სამკურნალო საშუალება შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერზე და მუყაოს კოლოფზე წარწერა ~ვარგისია~-ს შემდეგ. ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 30˚C ტემპერატურაზე.
არ გადააგდოთ სამკურნალო საშუალებები კანალიზაციის მილში ან ნაგავთან. პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
პრეპარატი ბერლიპრილი® 5-ის შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: ერთი ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ენალაპრილ მალეატს.
სხვა კომპონენტები: ჟელატინი, ლაქტოზის მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი (Ph. Eur.) [მცენარეული], მაგნიუმის კარბონატი ძირითადი მსუბუქი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, სახამებლის გლიკოლატის ნატრიუმის მარილი (ტიპი A) (Ph. Eur.).
პრეპარატი ბერლიპრილი® 5-ის აღწერა და შეფუთვა
თითქმის თეთრი, ოდნავ ამობურცული ტაბლეტები, ჩამოჭრილი კიდეებით და გამყოფი ხაზით ერთ მხარეს.
შეფუთვში მოთავსებულია ბერლიპრილი® 5-ის 20, 30, 50 და 100 ტაბლეტი.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.