Plasmon
ბეტაჰისტინი-ნორმონი / Betahistine-NORMON


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ბეტაჰისტინი ნორმონი

ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი 16მ  

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

თავბრუსხვევისა და მენიერის სინდრომის სამკურნალო საშუალება. 

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ბეტაჰისტინი წარმოადგენს ჰისტამინის ანალოგს. პრეპარატი ჰისტამინის H1- და H2-რეცეპტორებზე ზემოქმედების შედეგად იწვევს ვაზოდილატაციას. ბეტაჰისტინი არეგულირებს სისხლის მიმოქცევას ყურის ლაბირინთში და ამცირებს ენდოლიმფურ წნევას.

პრეპარატის შესაბამისი დოზით გამოყენების დროს პაციენტის გამოჯანმრთელება ხდება რამდენიმე დღეში. ზოგიერთ შემთხვევებში შესაძლებელია გამოჯანმრთელების პროცესის უფრო გახანგრძლივება. ზოგადად, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მყარი შედეგის მიღწევამდე. ოპტიმალური შედეგის მიღება მხოლოდ რამოდენიმე თვის მკურნალობით არის შესაძლებელი.

 

ფარმაკოკინეტიკა:

ბეტაჰისტინი პერორალური მიღების შემდეგ სრულად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. აბსორბირებული ბეტაჰისტინი პლაზმაში გარდაიქმნება ორ მეტაბოლიტად, რომლებიც 3-5 საათში პლაზმური დონის პიკს აღწევენ. მიღებული ბეტაჰისტინი მეტაბოლიტების სახით სრულად ელიმინირდება შარდით 3 დღეში.

 

ჩვენებები:

გამოიყენება მენიერის სინდრომთან ასოცირებული სმენის დაქვეითების დროს, ასევე თავბრუსხვევისა და ყურებში შუილის დროს.

 

დოზირების რეჟიმი:

ჩვეულებრივ, საწყისი დოზა არის 32-48 მგ დღეში, 2-3 ჯერადი მიღებით. სასურველია პრეპარატის საკვებთან ერთად მიღება. შემანარჩუნებელი დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად და დამოკიდებულია პაციენტის რეაქციაზე მკურნალობის მიმართ.

თუ დღიური დოზა შეადგენს 48 მგ-ს, შესაძლებელია ბეტაჰისტინი-ნორმონი 3-ჯერ დღეში გამოყენება.

პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

ბეტაჰისტინი-ნორმონი არ გამოიყენება ბავშვებში საკმარისი ინფორმაციის არ არსებობის გამო. 

 

გვერდითი მოვლენები:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დისპეფსიური მოვლენები, გულისრევა, ღებინება, გულძმარვა, მჟავიანობის მომატება, დიარეა. სახის ჰიპერემია.

კანის მხრივ: ჰიპერემია, ქავილი, გამონაყარი და ურტიკარია.

 

უკუჩვენებები :

ფეოქრომოციტომა; მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერ შემადგენელ კომპონენტზე.

 

ორსულობა და ლაქტაცია:

მიუხედავად იმისა, რომ ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტულმა კვლევებმა აჩვენა ბეტაჰისტინის მაღალი დოზების ტერატოგენური ეფექტის არ არსებობა, ორსულებში მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული. 

 

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში. მიუხედავად იმისა, რომ არ არის ნანახი კორელაცია ბეტაჰისტინი -ნორმონით მკურნალობასა და პეპტიური წყლულის რეციდივების განვითარებას შორის, ბეტაჰისტინი-ნორმონი მაინც სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ პეპტიური წყლული.

ბეტაჰისტინი-ნორმონი არ გამოიყენება ორსულებში და ბავშვებში, აღნიშნულ კონტიგენტში პრეპარატის გამოყენების არასაკმარისი ინფორმაციის გამო. 

 

ჭარბი დოზირება:

ბეტაჰისტინი-ნორმონის  ჭარბი დოზირების დროს შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სიმპტომები: თავის ტკივილი, სახის ჰიპერემია, ტაქიკარდია, ჰიპოტონია, ბრონქოსპაზმი, ზემო სასუნთქი გზების შეშუპება. 

ბეტაჰისტინი-ნორმონის  სპეციფიკური ანტიდოტი არ გააჩნია, ამიტომ ჭარბი დოზირების დროს გამოიყენება სიმპტომური მკურნალობა. 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება :

მიუხედავად იმისა, რომ თეორიულად მოსალოდნელია ანტაგონიზმი ბეტაჰისტინი-ნორმონსა და ანტიჰისტამინურ პრეპარატებს შორის, ასეთი ურთიერთქმედება პრაქტიკულად არ დადასტურებულა.

 

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

ვარგისობის ვადა:

იხილეთ შეფუთვაზე.

 

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

სად შევიძინოთ?