ბეტამაქსი / BETAMAKS
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): sulpiride
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ცენტრალური ნერვული სისტემა → ფსიქოტროპული საშუალებები → ნეიროლეფსიური (ანტიფსიქოზური) საშუალებები
- მწარმოებელი კომპანია: Grindeks
- მწარმოებელი ქვეყანა: ლატვია
- გამოშვების ფორმა: 50მგ 30 ტაბლეტი შეფუთვაში
- გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

რას წარმოადგენს ბეტამაქსი და რისთვის გამოიყენება იგი
ბეტამაქსი შეიცავს სულპირიდს. სულპირიდი ატიპიური ანტიფსიქოზური პრეპარატების ჯგუფს მიეკუთვნება და გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
დეპრესიული დარღვევების, რომელთაც თან ახლავთ ფსიქოზური სიმპტომები მკურნალობა ანტიდეპრესანტებთან კომბინაციაში, თუ მხოლოდ ანტიდეპრესანტებით მკურნალობა არაეფექტურია და ანტიდეპრესანტების მიმართ რეზისტენტული დეპრესიების სერიოზული ფორმების მკურნალობა;
Vertigo-ს (თავბრუსხვევა) შემთხვევაში მკურნალობა, თუ Vertigo-ს სტანდარტულ მკურნალობაზე არ ჰქონდა რეაქცია;
მწვავე და ქრონიკული ფსიქოზების მკურნალობა.
რა უნდა იცოდეთ ბეტამაქსის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ბეტამაქსი შემდეგ შემთხვევებში:
თუ გაქვთ ალერგია სულპირიდის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის (მითითებულია პუნქტი 6-ში) მიმართ;
თუ გაქვთ ფეოქრომოციტომა (თირკმელზედა ჯირკვლის კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც იწვევს მაღალ არტერიული წნევას);
თუ გაქვთ მწვავე პორფირია (ნივთიერებათა ცვლის იშვიათი თანდაყოლილი დარღვევა);
თუ გაქვთ პროლაქტინდამოკიდებული წარმონაქმნები, მაგალითად, ჰიპოფიზის პროლაქტინომა და მკერდის კიბო;
ამ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ლევოდოპასთან ან ანტიპარკინსონულ საშუალებებთან ერთად (მათ შორის როპინიროლთან) (იხ. შემდგომში „სხვა პრეპარატები და ბეტამაქსი“);
პაციენტებთან გულის შეკუმშვის დაბალი სიხშირით (ბრადიკარდია), გულის რიტმის დარღვევებით ან ნებისმიერი სხვა კლინიკურად მნიშვნელოვანი გულის დაავადებებით.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
ბეტამაქსის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ:
პრეპარატი გამოიყენება პაციენტებში კლინიკური მდგომარეობით, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს არითმიის განვითარებას, რადგან სულპირიდს შეუძლია გაზარდოს მძიმე არითმიის განვითარების რისკი;
თქვენ გაქვთ ინსულტის განვითარების რისკი;
პრეპარატი გამოიყენება ხანდაზმულ პაციენტებში, რადგან არსებობს რისკი სედაციური ეფექტის განვითარების, წამოდგომისას არტერიული წნევის დაცემის ან დისკინეზიის გამოვლენის (გაუცნობიერებელი და არაკონტროლირებადი განმეორებითი მოძრაობები);
თქვენ გაქვთ თირკმლის უკმარისობა (თირკმელების პრობლემები);
თქვენ გაქვთ ეპილეფსია ან გულყრები ანამნეზში, რადგან პრეპარატების ჯგუფს, რომელსაც მიეკუთვნება ბეტამაქსი, შეუძლია ხელი შეუწყოს ეპილეფსიური გულყრების და კრუნჩხვების გამოვლენას;
თქვენ გაქვთ პარკინსონის დაავადება, რადგან ბეტამაქსი უკუნაჩვენებია პაციენტებში რომლებიც ღებულობენ პარკინსონის საწინააღმდეგო პრეპარატებს, ექსტრემალური შემთხვევების გარდა;
თქვენ გაქვთ სისხლში კალიუმის დაბალი დონე (ჰიპოკალემია);
ამ ტიპის წამლებს (ნეიროლეპტიკები) შეუძლიათ გამოიწვიონ ცხელება და კუნთების შებოჭილობა ვეგეტატიურ სიმპტომებთან ერთად, ისეთები როგორიცაა მომატებული ოფლიანობა ან სუნთქვის გახშირება (ეგრეთ წოდებული „ავთვისებიანი ნეიროლეპტიური სინდრომი“). ამ შემთხვევაში საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა და დაუყონებლივ ექიმთან დაკავშირება;
თქვენ გაქვთ დიაბეტი (სისხლში მომატებული შაქრის (გლუკოზა) დონე) ან დიაბეტის განვითარების რისკი;
თქვენ - ხანდაზმული პაციენტი ფსიქოზით, რომელიც დაკავშირებულია დემენციასთან, და ღებულობთ ნეიროლეპტიკებს (გაზრდილი სიკვდილის რისკი);
თქვენ ხართ პაციენტი თრომბოემბოლიის განვითარების რისკით (სისხლძარღვების დახშობა სისხლის თრომბებით) (იხილეთ განყ. 4). შესაძლოა ვენური თრომბოემბოლია, ზოგჯერ ფატალური შედეგით, აღინიშნებოდა ანტიფსიქოტიკებით მკურნალობის დროს;
იმ შემთხვევაში თუ თქვენ გაქვთ ინფექცია ან სხეულის მომატებული ტემპერატურა, გაურკვეველი წარმოშობის, მიმართეთ ექიმს, რადგან ეს შეიძლება მიუთითებდეს სისხლის დისკრაზიაზე (სისხლის დაავადება) (იხილეთ განყ.4). ლეიკოპენია (ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება), ნეიტროპენია (ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება, კერძოდ ნეიტროფილების) და აგრანულოციტოზი (ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება, კერძოდ გრანულოციტების) აღინიშნებოდა ანტიფსიქოზური საშუალებების მიღების დროს, მათ შორის ბეტამაქსის;
სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში გლაუკომით, ნაწლავების გაუვალობით, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის თანდაყოლილი სტენოზით, შარდვის შეკავებით ან წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიით;
თქვენ გაქვთ მომატებული არტერიული წნევა, ჰიპერტონული კრიზის რისკის გამო (არტერიული წნევის მკვეთრი მომატება), განსაკუთრებით ხანდაზმულებში.
გამოიყენეთ სიფრთხილით: პაციენტები მკერდის კიბოთი ანამნეზში ან ოჯახურ ანამნეზში, უნდა იმყოფებოდნენ განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ სულპირიდით მკურნალობის დროს.
ბავშვები
ბეტამაქსის ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებში სრულყოფილად შესწავლილი არ არის, რის გამო, არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ამ ჯგუფის პაციენტებში.
ბეტამაქსი და სხვა პრეპარატები
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომელსაც ბოლო დროს იყენებთ, იყენებდით ან შესაძლოა გამოიყენოთ.
არ გამოიყენოთ ბეტამაქსი, თუ თქვენ იყენებთ:
ლევოდოპა (პარკინსონის დაავადების სამკურნალო პრეპარატი), პარკინსონის საწინააღმდეგო პრეპარატები (როპინიროლის ჩათვლით) (იხილეთ „არ გამოიყენოთ პრეპარატი ბეტამაქსი ასეთ შემთხვევებში“).
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აცნობით ექიმს, თუ თქვენ ღებულობთ ამ პრეპარატებიდან რომელიმეს:
ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული:
ალკოჰოლის შემცველი წამლები.
ანტიარითმიული პრეპარატები (გულის რითმის მარეგულირებელი საშუალებები), როგორებიცაა ქინიდინი, დიზოპირამიდი, ამიოდარონი და სოტალოლი.
ციზაპრიდი (გამოიყენება კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალოდ).
თიორიდაზინი (ნეიროლეპტიკი).
ინტრავენური ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი).
ინტრავენური ვინკამინი (წამალი, რომელსაც შეუძლია გააუმჯობესოს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევა).
გალოფანტრინი (წამალი, რომელიც გამოიყენება მალარიის სამკურნალოდ).
პენტამიდინი (გამოიყენება ზოგიერთი ინფექციური დაავადების სამკურნალოდ).
სპარფლოქსანი (ანტიბიოტიკი).
მეტადონი (გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად).
პიმოზიდი, ჰალოპერიდოლი და სულფოპრიდი (წამლები, რომლებიც გამოიყენება ფსიქიური დარღვევების სამკურნალოდ).
ბეპრიდილი (გამოიყენება ქრონიკული სტენოკარდიის სამკურნალოდ).
იმიპრამინის ანტიდეპრესანტები (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ).
წამლები, რომლებიც ანელებენ გულის მუშაობის, როგორებიცაა დილთიაზემი და ვერაპამილი, კლონიდინი, გუანფაცინი; სათითურას პრეპარატები (მაგალითად, დიგოქსინი).
წამლები, რომლებიც ამცირებენ კალიუმის დონეს: დიურეტიკები, რომლებიც იწვევენ ჰიპოკალემიას, საფაღარათო საშუალებები, ინტრავენური ამფოტერიცინი B (ანტიბიოტიკი), გლუკოკორტიკოიდები, ტეტრაკოზაქტიდი.
ერთდროული გამოყენება შესაძლებელია შეფასდეს:
წამლები, რომლებიც თრგუნავენ ცენტრალურ ნერვულ სისტემას, მათ შორის ოპიოიდური ტკივილგამაყუჩებლები, Н1 სედაციური ანტიჰისტამინური პრეპარატები (წამლები, რომლებიც გამოიყენება ალერგიის სამკურნალოდ),ბარბიტურატები, ბენზოდიაზეპინები და სხვა ანქსიოლიტიკები, კლონიდინი და მისი წარმოებულები.
ლითიუმის მარილები (გამოიყენება მანიაკალურ-დეპრესიული აშლილობების სამკურნალოდ, ასევე ცნობილი როგორც ბიპოლარული აშლილობები).
სუკრალფატი (გამოიყენება თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოთ) (იხილეთ პუნქტი 3).
ანტაციდები (იხილეთ პუნქტი 3).
მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო წამლები.
ბეტამაქსი ალკოჰოლთან ერთად
ალკოჰოლთან ერთდროული მიღებისას, ძლიერდება წამლის სედაციური ეფექტი.
უნდა მოერიდოთ ალკოჰოლთან და სპირტის შემცველ პრეპარატებთან ერთად გამოყენებას.
სულპირიდით მკურნალობის დროს არ შეიძლება გრეიფრუტის წვენის მიღება.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
ორსულობა
პრეპარატის მიღების წინ გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევთან კონსულტაცია თუ ორსულად ხართ ან მეძუძური დედა ხართ, შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას.
სულპირიდის გამოყენება არ არის რეკომენდებული ქალებში ორსულობის დროს და რეპროდუქციული ასაკის ქალებში, რომლებიც არ იყენებენ კონტრაცეფციის ეფექტურ მეთოდებს.
თუ თქვენ ღებულობდით სულპირიდს ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში, ახალშობილს შეიძლება გამოუვლინდეს შემდეგი სიმპტომები: აგზნებადობა, მომატებული ან დაქვეითებული კუნთების ტონუსი, კანკალი, ძილიანობა, სუნთქვის დარღვევები და კვების დარღვევები. თუ თქვენს ბავშვს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი, მიმართეთ ექიმს.
ძუძუთი კვება
სულპირიდით მკურნალობის დროს ბავშვი ძუძუთი არ უნდა კვებოთ. თუ თქვენ ღებულობთ სულპირიდს, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, როგორ კვებოთ ბავშვი.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების მომსახურება
ბეტამაქსს შეუძლია გამოიწვიოს ძილიანობა, თავბრუსხვევა, მხედველობის დარღვევები და ფსიქომოტორული რეაქციების შენელება. ამ სიმპტომებს, ასევე თვით დაავადებას შეუძლია გაართულოს მართვა და სატრანსპორტო საშუალებების მომსახურება. რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა მართვისა და სატრანსპორტო საშუალებების მომსახურების დროს; არ მოემსახუროთ მექანიზმებს და არ შეასრულოთ სხვა მოქმედებები, რომლებიც მოითხოვენ განსაკუთრებულ ყურადღებას, სანამ ექიმი არ შეაფასებს თქვენს რეაქციას ამ პრეპარატზე.
სულპირიდის შესაბამისი რეკომენდაციით გამოყენების მიუხედავად, შეუძლია გამოიწვიოს ძილიანობა, რომელიც აუარესებს ტრანსპორტის მართვის ან მექანიზმების მომსახურების უნარს.
ბეტამაქსი შეიცავს ლაქტოზას
თუ ექიმმა გაცნობათ, რომ თქვენ გაქვთ რომელიმე შაქრის აუტანლობა, პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
როგორ გამოიყენება ბეტამაქსი
ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი, როგორც დაგინიშნათ ექიმმა. გაურკვევლობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მკურნალობის ხანგრძლივობა შეზღუდულია. ექიმი შეგატყობინებთ მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ, ასევე დოზის გაზრდის საჭიროებაზე. არ შეწყვიტოთ მკურნალობა უეცრად, სიმპტომები შეიძლება განმეორდეს.
გამოიყენება შიგნით მისაღებად. გადაყლაპეთ ტაბლეტი, მცირე რაოდენობით წყლის მიყოლებით.
მოზრდილები
რეკომენდებული დოზები დამოკიდებულია თქვენს დაავადებაზე:
დეპრესიული დარღვევები ფსიქოზური სიმპტომებით და vertigo: 150-300 მგ/დღეში.
მწვავე და ქრონიკული ფსიქოზი: 200-1600 მგ/დღეში.
მწვავე და ქრონიკული ფსიქოზის მკურნალობა უნდა დაიწყოს სულპირიდის საინექციო ხსნარით.
სადღეღამისო დოზა უნდა გაიყოს სამ დოზად მთელი დღის განმავლობაში, სასურველია მიიღოთ კვებამდე.
სულპირიდი უნდა მიიღოთ ანტაციდების და სუკრალფატის მიღებამდე არანაკლებ ორი საათით ადრე.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები
უნდა მიიღოთ ნაკლები დღიური დოზით. თერაპიის დასაწყისში ექიმი ნიშნავს დაბალ დოზას, შემდგომში თანდათანობით ზრდის.
ხანდაზმული პაციენტები
თერაპიის დასაწყისში ექიმი ნიშნავს დაბალ დოზას, შემდგომში თანდათანობით ზრდის.
ბავშვებში და მოზარდებში გამოყენება
ბავშვებში არ არის საკმარისი გამოცდილება გამოყენების შესახებ, რის გამო სულპირიდი არ გამოიყენება ამ ჯგუფის პაციენტებში.
თუ გამოიყენეთ პრეპარატი ბეტამაქსი, მითითებულზე მეტი
ჭარბი დოზირების შემთხვევაში დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს. თან წაიღეთ წამლის შეფუთვა.
ჭარბი დოზირების შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს სახის, კისრის და ენის კუნთების სპაზმი. ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს სიცოცხლისთვის საშიში პარკინსონიზმის გამოვლინებები. (ტრემორი, შებოჭილობა) და კომა.
არის შეტყობინებები ფატალური გამოსავლის შესახებ, ძირითადად სულპირიდის გამოყენებისას სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც მოქმედებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (ფსიქოტროპული პრეპარატები).
სულპირიდის სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს, მკურნალობა სიმპტომურია, სულპირიდი შეიძლება ნაწილობრივ გამოიყოს ჰემოდიალიზით. ჭარბი დოზირების შემთხვევაში აუცილებელია გულდასმით დავაკვირდეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფუნქციებს; გულის მუშაობაზე დაკვირვება რეკომენდებულია პაციენტის გამოჯანმრთელებამდე.
მძიმე ექსტრაპირამიდული სიმპტომების შემთხვევებში (ტრემორი, მომატებული კუნთოვანი ტონუსი, მოძრაობების დაქვეითება, მომატებული ნერწყვის გამოყოფა და სხვა) იყენებენ ანტიქოლინერგულ საშუალებებს.
თუ დაგავიწყდათ ბეტამაქსის მიღება
თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მორიგი დოზის მიღება, დაუყონებლივ მიიღეთ. თუ ახლოვდება შემდეგი დოზის მიღების დრო, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა. გააგრძელეთ პრეპარატის მიღება დანიშნულების მიხედვით. არ გამოიყენოთ გაორმაგებული დოზა დავიწყებული დოზის სანაცვლოდ.
თუ შეწყვიტეთ ბეტამაქსის მიღება
ამ პრეპარატის მიღების შეწყვეტა არ შეიძლება უეცრად, ექიმის ინფორმირების გარეშე, ასევე თვითნებურად, ექიმის თანხმობის გარეშე პრეპარატის დოზის შეცვლა.
პრეპარატის მიღების უეცარმა შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება, ოფლიანობა, უძილობა, მოუსვენრობა და უნებლიე მოძრაობების გამოვლენა.
პრეპარატის მიღების შეწყვეტა უნდა მოხდეს დოზის თანდათანობითი შემცირებით, ექიმის მითითებების მიხედვით.
შესაძლო გვერდითი რეაქციები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ბეტამაქს შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ყველა პაციენტთან ის არ ვლინდება.
ხშირად (ვლინდება 10 ადამიანიდან 1 -ზე ნაკლებში):
ჰიპერპროლაქტინემია (სისხლში ჰორმონ პროლაქტინის მომატებული კონცენტრაცია);
უძილობა;
სედაცია ან ძილიანობა, ექსტრაპირამიდული დარღვევები (ეს სიმპტომები ქრება ანტიპარკინსონული პრეპარატების გამოყენებისას), პარკინსონიზმი, კანკალი, მოძრაობის უწყვეტი მოთხოვნილება;
ღვიძლის ტრანსამინაზების მომატებული აქტივობა;
გამონაყარი;
გალაქტორეა (სარძევე ჯირკვლებიდან რძის სპონტანური გამოყოფა), მკერდის ტკივილი;
წონის მომატება;
შეკრულობა.
არც ისე ხშირად (ვლინდება 100-ადამიანიდან < 1):
სისხლში ლეიკოციტების, ან სისხლის თეთრი უჯრედების რიცხვის შემცირება;
მომატებული არტერიული წნევა, კუნთების ფუნქციის დარღვევა, კუნთების არასწორი დაძაბვა, არასწორი ტონუსი (კუნთების ძლიერ მომატებული დაძაბვა);
ორთოსტატიული ჰიპოტენზია;
ჰიპერსალივაცია;
მენსტრუაციის არარსებობა, მკერდის გადიდება, ორგაზმისა და ერექტიული ფუნქციის დარღვევები.
იშვიათად (ვლინდება 1000-ადამიანიდან < 1):
თვალის კაკლების უნებლიე, ჩვეულებრივ ზევით მიმართული მოძრაობები;
პარკუჭოვანი არითმია, პარკუჭოვანი ტაქიკარდია, პარკუჭების ფიბრილაცია;
გვერდითი მოვლენების გამოვლენის სიხშირე უცნობია (განსაზღვრა ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე):
სისხლის ანალიზის ცვლილებები (აგრანულოციტოზი და ნეიტროპენია);
ანაფილაქსიური რეაქციები: ჭინჭრის ციება, ქოშინი, ჰიპოტენზია და ანაფილაქსიური შოკი;
კრუნჩხვები, ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი, ფიზიკური აქტივობის უკმარისობა, მოგვიანებითი დისკინეზია, რომელიც ხასიათდება სახის და/ან ენის უნებლიე რითმული მოძრაობებით და ვითარდება, როგორც სხვა ანტიფსიქოზური პრეპარატების გამოყენების დროს 3 თვეზე მეტი დროის განმავლობაში. პარკინსონის საწინააღმდეგო პრეპარატები არაეფექტურია ან შეუძლიათ მდგომარეობის გაუარესება;
QT ინტერვალის გახანგრძლივება, torsades de pointes, გულის გაჩერება, უეცარი სიკვდილი;
ვენური თრომბოემბოლია, ფილტვის ემბოლია, ღრმა ვენების თრომბოზი და მომატებული არტერიული წნევა;
ყელის და კისრის შებოჭილობა;
ექსტრაპირამიდული სიმპტომები, წამლის მოხსნის სინდრომი ახალშობილებში;
გინეკომასტია (სარძევე ჯირკვლების გადიდება);
ჰიპონატრემია (სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითება);
მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება „ანტიდიურეზული ჰორმონის არაადექვატური სეკრეციის სინდრომი“ (SIADH- syndrome of inappropriate antidiuretic hormone secretion);
ცნობიერების არევა;
ასპირაციული პნევმონია (ძირითადად ცნს-ის დამთრგუნველ სხვა საშუალებებთან ერთდროულად გამოყენებისას);
ჰეპატოცელულარული, ქოლესტაზური ან შერეული ღვიძლის დაზიანება;
კუნთების დაზიანება, რომლებიც იწვევენ თირკმელების პრობლემებს (რაბდომიოლიზი);
ცხელება;
სისხლში კრეატინფოსფოკინაზის მომატებული დონე (კუნთების დაზიანების ინდიკატორი).
არის შეტყობინებები ანტიფსიქოზური პრეპარატებით მკურნალობისას დემენციის მქონე ხანდაზმული პაციენტების საკვდილიანობის მცირედ მომატების თაობაზე, იმ ჯგუფთან შედარებით, რომელიც არ იყენებდა ანტიფსიქოზურ საშუალებებს.
შეტყობინებები გვერდითი ეფექტების შესახებ
თუ თქვენ გამოგივლინდათ რაიმე სახის გვერდითი მოვლენა, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან. აღნიშნული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ მოვლენაზე, მათ შორის ისეთ გვერდით მოვლენებზე, რომლებიც არ არის ამ ინსტრუქციაში აღწერილი.
თქვენ ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ შეატყობინოთ უშუალოდ წამლის სახელმწიფო სააგენტოს: იერსიკას ქუჩა 15, რიგა, LV-1003. ვებ-საიტი: www.zva.gov.lv .
გვერდითი რეაქციების შეტყობინებით, თქვენ ეხმარებით უზრუნველყოთ მეტი ინფორმაცია ამ წამლის უსაფრთხოებაზე.
როგორ უნდა შეინახოთ ბეტამაქსი
ეს პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
შეინახეთ ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს ყუთზე წარწერის „ვარგისია“ შემდეგ. ვარგისობის ვადის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.
სამკურნალო პრეპარატი არ გადაყაროთ კანალიზაციაში და არ გადააგდოთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. დააზუსტეთ ფარმაცევტთან, როგორ გადავაგდოთ წამალი, რომელსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები დაგვეხმარება გარემოს დაცვაში.
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ბეტამაქსი
აქტიური ნივთიერება- სულპირიდი(sulpiridum).
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 50მგ, 100მგ ან 200 მგ სულპირიდს.
სხვა კომპონენტები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მეთილცელულოზა, კარტოფილის სახამებელი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი.
ბეტამაქსის გარეგანი სახე და შეფუთვა
50 მგ: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის მრგვალი ბრტყელცილინდროვანი ტაბლეტები ფასკით.
ტაბლეტის ზომა: დიამეტრი 6,0±0,2 მმ, სიმაღლე 2,1±0,3 მმ.
ტაბლეტი შეიძლება გაიყოს თანაბარ ნაწილებად.
პვქ/ალუმინის ფოლგის ბლისტერი.