Plasmon
ბიოანტიოქსი / Bioantioxi


შემადგენლობა

ყურძნის წიპწის მშრალი ექსტრაქტი “ბიოფლავი - 1” _ 0,1გ; ვიტამინი _ 0,05გ; დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ტალკი, პოლივინილპიროლიდონი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
”ბიოანტიოქსი” არის P ვიტამინური აქტივობის მქონე საშუალება, გამოიყენება P ვიტამინის ჰიპო და ავიტამინოზით გამოწვეული დაავადებების დროს პროფილაქტიკის მიზნით. ყურძნის წიპწის მშრალი ექსტრაქტი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს – პროანთოციანიდინებს, ძლიერ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც იკავშირებენ თავისუფალ რადიკალებს და იცავენ ორგანიზმს მათი ტოქსიური ზემოქმედებისაგან.Aასევე პროანთოციანიდინები აფართოებენ სისხლძარღვებს, ამცირებენ მათ სიმყიფეს, ზრდიან მათ ელასტიურობას, აუმჯობესებენ მიკროცირკულაციას, ხელს უწყობენ კოლაგენის სტრუქტურის შენარჩუნებას, ამცირებენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს, ემსახურებიან ვარიკოზების პროფილაქტიკას, ხასიათდებიან ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, ანთების საწინააღმდეგო და ანტიალერგიული ეფექტით;

ჩვენებები
გამოიყენება: სისხლძარღვთა ფუნქციის დარღვევისას, კაპილარების კედლების განვლადობის შემცირების მიზნით, სისხლძარღვთა და იმუნოკომპეტენტური სისტემის ფუნქციის გასაუმჯობესებლად.

მიღების წესები და დოზები
პერორალურად მოზრდილებში: 1_2 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში საკვების მიღების დროს.
ბავშვებში 5 წლის ასაკიდან: 1 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში. 
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 1 თვე.

გვერდითი მოვლენები
იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენება
შემადგენელი კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა, ორსულები და მეძუძური ქალები.

განსაკუთრებული მითითებები
განსაკუთრებული მითითებები: მკურნალობისას მნიშვნელოვანია კვებითი დანამატის ყოველდღე და ერთსა და იმავე დროს მიღება.
გამოყენება პედიატრიაში: არ გამოიყენება 5 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის მიღება არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ არის დაფიქსირებული.
დოზის გამოტოვება: დოზის გამოტოვების შემთხვევაში შემდგომი დოზის მიღება უნდა მოხდეს პირვანდელი სქემის მიხედვით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
დასაშვებია გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად.

შენახვის პირობები და ვადები
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
შენახვა: სინათლისაგან დაცულ, მშრალ, გრილ ადგილას.

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე.

სად შევიძინოთ?