ბიოკოლაგენიქსი ანტი-ეიჯ ტაბლეტები / Biocollagenix anti-aging tablets
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
- მწარმოებელი კომპანია: ESI
- მწარმოებელი ქვეყანა: იტალია
- გამოშვების ფორმა: ბლისტერზე განთავსებული 120 ტაბლეტი.
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

ანტისაკობრივი საკვები დანამატი, დამზადებულია მაღალი ხარისხის ჰიდროლიზებული ზღვის კოლაგენის (ტიპი I და III) საფუძველზე.
კოლაგენი ორგანიზმის შემაერთებელი ქსოვილის ძირითადი ცილაა. ადამიანის სხეულში მრავალი ტიპის კოლაგენი გვხვდება. კანის 75%-ს შეადგენს I და III ტიპის კოლაგენი, რომლებიც განსაზღვრავენ კანის ტონუს, ელასტიურობასა და სიმტკიცეს. III ტიპის კოლაგენი გავრცელების მიხედვით მეორე ადგილზეა და მისი რაოდენობა ასაკთან ერთად ყველაზე ადრე იკლებს, რის გამოც მისი შევსება ორგანიზმისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
შემადგენლობა:
ჰიდროლიზებული ზღვის კოლაგენი ტიპი I და III – 4000 მგ
მიღების წესი:
2–4 ტაბლეტი დღეში, საკმაო რაოდენობის წყალთან ერთად.
გაფრთხილებები:
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
პროდუქტი არ ცვლის მრავალფეროვან და დაბალანსებულ დიეტას, ასევე ჯანსაღ ცხოვრების წეს.
ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე. არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ.
წარმოადგენს საკვებ დანამატს და არ უნდა იქნეს გამოყენებული როგორც სრულფასოვანი კვებისა და ცხოვრების წესის შემცვლელი.
არ შეიცავს: გლუტენს, ლაქტოზას, შაქარს, ხელოვნურ საღებავებსა და არომატიზატორებს, გენეტიკურად მოდიფიცირებულ პროდუქტებს (გმპ), კონსერვანტებს, რძის პროდუქტს.
შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ და გრილ ადგილას.