Plasmon
ბიოლექტრა / Biolectra

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): Magnesium
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: Hermes Arzneimittel GmbH
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: საშეტი #20
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

ბიოლექტრა მაგნიუმი 250 მგ დირექტი ფორთოხლის არომატით

ერთი პაკეტი შეიცავს 250 მგ მიკრო გრანულებს მაგნიუმით.
საკვები დანამატი დამატკბობლებით.
მაგნიუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის ორგანიზმში

კუნთებისთვის, ნერვებისთვის, ძვლებისთვის და გონებრივი კეთილდღეობისთვის მაგნიუმი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მინერალები ადამიანის ორგანიზმში. იგი ააქტიურებს 300-ზე მეტ ენდოგენურ ფერმენტს და მონაწილეობს მრავალ სასიცოცხლო მნიშვნელობის მეტაბოლურ პროცესები.


მაგნიუმი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს
• კუნთების ნორმალურ ფუნქციონირებას
• ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას და უზრუნველყოფს ნორმალურ ფსიქოლოგიურ ფუნქციას
• ამცირებს დაღლილობას და დაქანცულობას 
• ნორმალური ძვლებისა და კბილების შენარჩუნებას
• ენერგეტიკული ცვლის და ელექტროლიტური ბალანსის ნორმალიზებას

მაგნიუმზე სადღეღამისო მოთხოვნილება
ევროპის სურსათის უვნებლობის მარეგულირებელ ორგანოს (EFშA)  განცხადებით 300 მგ მაგნიუმი ყოველდღიურად მიჩნეულია ადეკვატურ დოზად მოზრდილებში, მათ შორის ორსულებსა და მეძუძურ ქალებში. დაუბალანსებელი დიეტის ან მაგნიუმის მომატებული მოთხოვნილების შემთხვევაში, ე.ი. მძიმე გონებრივი ან ფიზიკური სტრესის დროს, შეიძლება რთული იყოს მოთხოვნილების დაფარვა მხოლოდ კვებით. ასეთ შემთხვევებში, ბიოლექტრა® მაგნიუმი 250 მგ ფორტე გთავაზობთ მარტივ და პრაქტიკულ გზას საკვები დანამატის საშუალებით მიიღოთ მაგნიუმი, რათა უზრუნველყოთ  შესაბამისი რაოდენობის მიწოდება.

მაგნიუმის თანამედროვე მიწოდება
ბიოლექტრა მაგნიუმი 250 მგ დირექტი ფორთოხლის არომატით არის მაგნიუმის თანამედროვე და  მოსახერხებელი წყარო, მაგნიუმის დეფიციტის ადვილად შესავსებად. მიკროგრანულების სახით სპეციალური სამკურნალო ფორმის გამო, ბიოლექტრა მაგნიუმის 250 მგ დირექტი ფორთოხლის არომატით მიღება შესაძლებელია სითხის გარეშე. 


გამოყენების წესი:
ერთი პაკეტის შიგთავსი მიიღება ერთხელ დღეში.
დაიყარეთ მიკროგრანულები პირდაპირ ენაზე, დაელოდეთ სანამ მიკროგრანულები გაიხსნება, შემდეგ გადაყლაპეთ. პაკეტი იხსნება ისრის მიმართულებით.

 

მნიშვნელოვანი შენიშვნები:
საკვები დანამატები არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას. ინახება მშრალ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე, მცირეწლოვანი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეიცავს ფენილალანინის წყაროს.
ჭარბმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს საფაღარათო ეფექტი.


ინგრედიენტები:
მაგნიუმის ოქსიდი, დამატკბობელი (სორბიტოლები), მჟავა
(ნატრიუმის ციტრატები), გასქელება (ნატრიუმის კარბოქსი მეთილის ცელულოზა), მჟავა (ლიმონმჟავა), შეკუმშვის საწინააღმდეგო საშუალება (ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები), არომატიზატორი, დამატკბობლები (ასპარტამი, ციკლამატი).

ინფორმაცია კვებითი ღირებულების შესახებ  - მაგნიუმი
ერთ პაკეტში -250 მგ
რეკომენდებული სადღეღამისო დოზის %* - 67 %

*NO1169/2011 რეგლამენტის (EU) მიხედვით

შემცველობა:
20 პაკეტი 
არ შეიცავს შაქარს
არ შეიცავს გლუტენს
არ შეიცავს ლაქტოზას

ბიოლექტრას მომხმარებელთა მომსახურება
თუ აიჩიეთ ბიოლექტრა მაგნიუმი 250 მგ დირექტი ფორთოხლის არომატით - თქვენ აირჩიეთ მაღალი ხარისხის საკვები დანამატი. ბიოლექტრა მაგნიუმის 250 მგ დირექტი ფორთოხლის არომატით დაგეხმარებათ დაფაროთ თქვენი ინდივიდუალური ყოველდღიური მოთხოვნილება მაგნიუმზე.

 

სად შევიძინოთ?