ბიოლექტრა® მაგნეზიუმ 300 მგ დირექტი / Biolectra® Magnesium 300 mg Direct
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
- მწარმოებელი კომპანია: Hermes Arzneimittel GmbH
- მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
- გამოშვების ფორმა: 300 მგ პაკეტი #60
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
დიეტური დანამატი, რომელიც ერთი პაკეტში შეიცავს 300 მგ მაგნიუმს
მაგნიუმი მნიშვნეოვან როლს ასრულებს ორგანიზმში
მაგნიუმი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მინერალია ადამიანის ორგანიზმში, რომელიც აწესრიგებს კუნთოვანი, ნერვული, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემების ფუნქციებს და ხელს უწყობს ემოციურ-ფსიქიკური სტაბილურობის შენარჩუნებას. იგი ააქტივებს 300-ზე მეტ ფერმენტს და მონაწილეობს მრავლობით სასიცოცხლო მნიშვნელობის მეტაბოლურ პროცესში.
მაგნიუმს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, კერძოდ
- კუნთების ნორმალურ მუშაობისთვის;
- ნერვული სისტემის და ფსიქიკის ნორმალური ფუნქციონირებისთვის;
- დაღლილობისა და სისუსტის შესამცირებლად;
- ჯანმრთელი ძვლებისა და კბილების შესანარჩუნებლად;
- ნორმალური ენერგეტიკული ცვლისა და ელექტროლიტური ბალანსის შესანარჩუნებლად.
რა რაოდენობის მაგნიუმი გვჭირდება დღეში?
25 წელზე მეტი ასაკის მოზრდილებს დღეში ესაჭიროება 300 მგ-დან 350 მგ-მდე მაგნიუმი. განსაკუთრებით გაზრდილია მაგნიუმის მოთხოვნილება მოზარდებში, ახალგაზრდებში, ორსულებსა და მეძუძურ ქალებში. გარდა ამისა, მაგნიუმის მაღალი მოთხოვნილება აღინიშნება ინტენსიური ფიზიკური დატვირთვების, სპორტული ვარჯიშების დროს, ასევე მძიმე გონებრივი ან ფიზიკური შრომით დაკავებულ პირებში.
იმ შემთხვევაში, თუ დაბალანსებული და მრავალფეროვანი დიეტა ვერ ავსებს მაგნიუმის სადღეღამისო მოთხოვნას მიზანშეწონილია გარკვეულ ცხოვრებისეულ გარემოებებში მაგნიუმის შემცველი ბიოლოგიურად აქტიური დანამატის გამოყენება.
მაგნიუმის დამატებითი თანამედროვე წყარო
ბიოელექტრაÒ მაგნეზიუმ 300 მგ დირექტი - მაგნიუმის შემცველი თანამედროვე და პრაქტიკული დიეტური დანამატია, რომლის მეშვებით ადვილად შეიძლება ორგანიზმში მაგნიუმის დეფიციტის კომპენსირება. მიკროგრანულების, ანუ პატარა ზომის ბურთულების სახით წარმოდგენილი, სამკურნალო ფორმის გამო, დანამატი ბიოელექტრაÒ მაგნეზიუმ 300 მგ დირექტის მიღება შესაძლებელია სითხის მიყოლების გარეშე. დღეში ერთი პაკეტის მიღება საკმარისია, რათა უზღუნველყოთ მაგნიუმის სადღეღამისო დოზა, რომელიც შეადგენს 300 მგ-ს* და რომელიც რეკომენდებულია კვების გერმანული საზოგადოების მიერ. ბიოელექტრაÒ მაგნეზიუმ 300 მგ დირექტი განსაკუთრებით მიზანშეწონილია იმ პირებისათვის, რომლებიც ბევრს მოგზაურობენ, ხშირად დადიან მივლინებებში ან აქტიურად არიან დაკავებული სპორტით. ასე რომ გზაში ან ვარჯიშზე ყოფნისას თქვენ არ დაგჭირდებათ ხელთ იქონიოთ ჭიქა წყალი.
* კვების გერმანული საზოგადოების მიერ რეკომენდებული მაგნიუმის სადღეღამისო დოზა 25 წელზე მეტი ასაკის ქალებისათვის.
მაგნიუმის მოთხოვნა |
მგ/დღეში მამრ. მდედრ. |
||
ბავშვები |
|
|
|
1 წლიდან 4 წლამდე 4 წლიდან 7 წლამდე 7 წლიდან 10 წლამდე 10 წლიდან 13 წლამდე 13 წლიდან 15 წლამდე |
230 |
80 120 170
310 |
250 |
მოზარდები და მოზრდილები |
|
|
|
15 წლიდან 19 წლამდე 19 წლიდან 25 წლამდე 25 წლიდან 65 წლამდე და მეტი ასაკი |
400 400 350 |
|
350 310 300 |
ორსული ქალები |
|
|
|
19 წლამდე 19 წელზე მეტი ასაკი |
|
|
350 310 |
მეძუძური დედები |
|
|
390 |
კვების გერმანული საზოგადოების მიერ რეკომენდებული მაგნიუმის დოზა მითითებულია D_A_CH-ის ერთეულებში „საკვები ნივთიერებების მოხმარების რეფერენტული მნიშვნელობები“, 2015 წ. (მამრ. - მამრობითი სქესი, მდერ. - მდედრობითი სქესი).