Plasmon
ბიოსედატი / Biosedat


შემადგენლობა

პასიფლორას ექსტრაქტი - 190 მგ
მაგნოლიის ექსტრაქტი - 25 მგ
უნაბის ექსტრაქტი - 100 მგ
ბარამბოს ექსტრაქტი - 100 მგ
მელატონინი - 5 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები
მელატონინი - წარმოადგენს ეპიფიზის ჰორმონს, რომელიც აწესრიგებს ძილის ფაზებს, ხსნის უძილობას, აქვს სედაციური მოქმედება. მელატონინი ასევე ამაღლებს იმუნიტეტს. აქვს ნოოტროპული მოქმედება, აუმჯობესებს მეხსიერებას, კონცენტრაციის უნარს. პასიფლორა (Passiflora incarnata) - აქვს დამამშვიდებელი, მსუბუქი საძილე, ასევე შფოთვის საწინააღმდეგო მოქმედება. ხსნის შინაგანი ორგანოების ნეიროგენული წარმოშობის სპაზმს.
მაგნოლია (Magnolia officinalis) - აფართოებს სისხლძარღვებს და ამცირებს არტერიულ წნევას. აქვს გლუვ მუსკულატურაზე სპაზმოლიზური მოქმედება. 
ბარამბო (Melissa officinalis) - აქვს სპაზმოლიზური, ტკივილგამაყუჩებელი, სედაციური და ჰიპოტენზიური მოქმედება. 
უნაბი (Zyzyphus) - აქვს სუსტი შარდმდენი, ჰიპოტენზიური, სედაციური მოქმედება.

ჩვენებები
- უძილობა, ძილის დარღვევები
- ასთენონევროზული სინდრომი (ნერვული გადაძაბვა, გაღიზიანებადობა, შფოთვა, შიში, ხელების ტრემორი)
- ქრონიკული სტრესი, ნევროზი, ნევრასთენია
- ჰიპერტონული ტიპის ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია 
- პრემენსტრუალური, კლიმაქტერული სინდრომი
- ანორექსია, ბულემია
- გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
- ქავილით მიმდინარე დერმატოზები

მიღების წესები და დოზები
1-2 კაფსულა დღეში, დაძინებამდე 1 საათით ადრე.

უკუჩვენება
არტერიული ჰიპოტონია, ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ; 15 წლამდე ასაკი. არ არის რეკომენდებული ორსულებში.

განსაკუთრებული მითითებები
შეინახეთ მშრალ და ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

სად შევიძინოთ?