სამკურნალწამლო ფორმა: დრაჟე
შემადგენლობა:
1 დრაჟე შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება ბისაკოდილი 5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები:
კარტოფილის სახამებელი, ლაქტოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ჟელატინი და გარსი.
აღწერილობა: ვარდისფერი დრაჟე, განატეხზე თეთრი, ფორმა მრგვალი და ამობურცული
გამოშვების ფორმა:
30 დრაჟე მოთავსებულია ბლისტერებში (ფოლგა A1 + PCV). ლისტერი დევს მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად
ბისაკოდილი წარმოადგენს საფაღარათო საშუალებას, რომელიც უშუალოდ მოქმედებს მსხვილ ნაწლავზე. პრეპარატის დამატებით თვისებას მის ანტიდიარეულ მოქმედებასთან დაკავშირებით წარმოადგენს ის, რომ იგი მსხვილ ნაწლავში ზრდის არააბსორბირებული წყლისა და ელექტროლიტების რაოდენობას. ნაწლავების დაცლა იმდენად ეფექტურია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ცვლის ოყნის გამოყენებას.
ბისაკოდილი შეიწოვება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მინიმალური რაოდენობით. პრეპარატის მოქმედება აღინიშნება მისი პერორალური მიღებიდან 6 სთ-ის, ხოლო ძილის წინ მიღებისას 8-12 სთ-ის შემდეგ.
ბისაკოდილი პერორალურად მიღების შემდეგ მინიმალური რაოდენობით შეიწოვება.იგი ორგანიზმიდან ძირითადად ფეკალიებით გამოიყოფა, ხოლო მცირე რაოდენობით თირკმლებით გლუკურონიდების სახით. პერისტალტიკის გაძლიერება იწყება ჩვეულებრივ დაახლოებით 6 სთ-ის შემდეგ მისი პერორალურად მიღებიდან (12სთ-ის შემდეგ ძილის წინ მიღებისას).
• სხვადასხვა ეტიოლოგიის ყაბზობა (მწოლიარე პაციენტებში ქრონიკული და ჩვეული ყაბზობა,აგრეთვე ჩვეული ყაბზობა ხანდაზმულებში,დიეტის შეცვლის შემდეგ,ოპერაციის შემდგომ პერიოდში არსებული ყაბზობა);
• დიაგნოსტიკური კვლევის წინ ნაწლავების გასუფთავების მიზნით;
• ქირურგიული ოპერაციის წინ ოყნის საშუალებით ნაწლავების გასუფთავების მიზნით;
• ნაწლავების სასწრაფო გასუფთავების მიზნით სამშობიაროდ მომზადების წინ.
პერორალურად, ინდივიდუალურად პაციენტის რეაქციის მიხედვით.
მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზევით ბავშვებში:1-3 დრაჟე ერთ მიღებაზე;
6-12 წლის ასაკის ბავშვებში: 1 დრაჟე ერთ მიღებაზე.
შენიშვნა: დრაჟე გამოიყენება მთლიანად, დაუღეჭავად, ძილის წინ ან ½1/2 სთ-ით ადრე საუზმემდე.
მუცლის არეში დისკომფორტი, სპასტიური ტკივილი მუცელში ნაწლავის ჭვალამდეც კი. პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლებელია გაამწვავოს ყაბზობა, შეიძლება გახდეს ფაღარათის მიზეზი და შედეგად წყლისა და ელექტროლიტების დიდი რაოდენობით დაკარგვამ გამოიწვიოს (განსაკუთრებით კალიუმის) მსხვილი ნაწლავის ფიზიოლოგიური ფუნქციის დარღვევა.
პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა. მწვავე მუცლის სინდრომი, ნაწლავების გაუვალობა, აპენდიციტი, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ანთებითი მდგომარეობა, საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან სისხლდენა.
ბისაკოდილის ხანგრძლივი და სისტემატიური გამოყენება არ არის რეკომენდებული,ვინაიდან ეს იწვევს ყაბზობის გამწვავებას და სულ უფრო ძლიერი მოქმედების საშუალებების გამოყენების საჭიროებას.
პრეპარატის გამოყენება გულისრევითა და ღებინებით მიმდინარე უცნობი ეტიოლოგიის მუცლის ტკივილის დროს არ შეოძლება.
ბისაკოდილის საფაღარათო მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს კალიუმის უკმარისობა, რის გამოც სიფრთხილეა საჭირო დიურეზული და ბეტა-ადრენომიმეტური ან იმ საშუალებების გამოყენებისას, რომელთა ტოქსიურობა იზრდება ორგანიზმში კალიუმის უკმარისობის დროს ( მაგალითად საგულე გლიკოზიდები.)
ბისაკოდილის დრაჟეს გააჩნია გარსი, რომელიც იცავს კუჭის ლორწოვანს პრეპარატის გამაღიზიანებელი მოქმედებისგან, ამიტომ დრაჟე რეკომენდებულია მივიღოთ მთლიანად დაუღეჭავად.
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი მიიღება ექიმის რეკომენდაციით.
პრეპარატის ჭარბი დოზით მიღება პაციენტისთვის სახიფათოა ფაღარათის შედეგად წყლისა და ელექტროლიტების (განსაკუთრებით კალიუმის) დაკარგვის გამო, რისი მკურნალობაც სიმპტომატურია.
პრეპარატმა შეიძლება გააძლიეროს წყლისა და ელექტროლიტების უკვე არსებული დეფიციტი. რძე და ის საშუალებები,რომლებიც ანეიტრალებენ კუჭის შიგთავსს – ასუსტებენ ბისაკოდილის მოქმედებას.
პრეპარატი შენახულ უნდა იქნეს ორიგინალყრ შეფუთვაში ოთახის ტემპერატურაზე 15 – 25 გრადუსზე, დაიცავით ნესტისგან, შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
პრეპარატის არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.
R 000600 13.05.09