შემადგენლობა
თითოეული აბი შეიცავს:
კალციუმის კარბონატს 522 მგ.
მსუბუქ მაგნიუმის კარბონატს 68 მგ.
ნატრიუმის კარბონატს 64 მგ.
ნატრიუმის შემცველობა თითოეულ აბზე 18 მგ.
დამხმარე ნივთიერებები:
სიმინდის სახამებელი, საქარინი, შაქარი, კალციუმის სტეარატი და პიტნის ზეთის არომატიზატორი.
ბისოდოლი წარმოადგენს CaCO3, MgCO3 da NaHCO3 - ის კარგად ბალანსირებულ კომბინაციას, რაც უზრუნველყოფს მის მაღალ მანეიტრალიზებელ თვისებას და პროტექტორულ ეფექტს. პრეპარატს ახასიათებს მაღალი ეფექტურობა და მენთოლის სასიამოვნო გემო. გამოიყენება, როგორც მაადსორბირებელი, შემომგარსველი და ანტაციდური საშუალება კუჭის წვენის მჟავიანობის მომატებისას. ბისოდოლის ტაბლეტი ანეიტრალებს საყლაპავში გადმოტყორცნილი წვენის სიმჟავეს და ამსუბუქებს გულძმარვის შემაწუხებელ შეგრძნებას, აყუჩებს ტკივილს და ხსნის დისკომფორტს. მჟავას რეფლუქსის შემცირებით აუმჯობესებს სიმპტომატიკას.
გულძმარვა, დისკომფორტი და ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, დიეტის დარღვევის შემდეგ, გარკვეული მედიკამენტების მიღებისას, ალკოჰოლის, ყავის, თამბაქოს ხშირი მოხმარებისას. თორმეტგოჯა ნაწლავის და კუჭის წყლულოვანი დაავადება (პროფილაქტიკა და სიმპტომური თერაპია). მწვავე გასტრიტი. მწვავე დუოდენიტი. ქრონიკული გასტრიტი გამწვავების ფაზაში კუჭის ნორმალური ან მომატებული სეკრეტორული აქტივობით. რეფლუქსეზოფაგიტი. მწვავე დუოდენიტი. საკვებისმიერი ტოქსიკოინფექცია. მჟავეებითა და ტოქსიკური ნივთიერებებით მოწამვლა. დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი. ნაწლავების ფუნქციონალური დარღვევები, კოლიტი. გლუკოკორტიკოსტეროიდებითა და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით ხანგრძლივი მკურნალობისას კუჭნაწლავის ტრაქტში სეროზულ-წყლულოვანი დაზიანებების პროფილაქტიკა.
ბისოდოლი ძირითადად ენიშნებათ ჭამიდან 1 - 1.5 სთ-ის შემდეგ ან ტკივილის შემთხვევაში. ბისოდოლს იღებენ 1 ან 2 ტაბლეტის ოდენობით.
აუცილებელია ტაბლეტის დაღეჭვა ან პირში გაჩერება მის სრულ გახსნამდე. ბავშვები 12 წლიდან, მოზრდილები (ასაკოვნები) - მიიღება 1 ან 2 ტაბლეტი საჭიროებისამებრ.
ნაკლებსავარაუდოა გვერდითი მოვლენების განვითარება.
ინდივიდუალური აუტანლობა, ჰიპოფოსფატემია, გულისა და თირკმლის დაავადებები.
ბისოდოლი შეიძლება დაინიშნოს ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში, მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
ბისოდოლის შენახვის ტემპერატურა არაუმეტეს 25 C°-ია.
მოარიდეთ ბავშვებს.
# 489/0 13.07.2010