Plasmon
ბისოპროლოლი ლეკი / BISOPROLOL LEK


შემადგენლობა
5 მგ: ერთი ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ბისოპროლოლის ფუმარატს.
10 მგ: ერთი ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ბისოპროლოლის ფუმარატს.

დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის ჰიდროგენ ფოსფატი (უწყლო), მიკროკრისტალური ცელულოზა, წინასწარ ჟელატინიზირებული სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი, E 171, პოლიეთილენგლიკოლი 4000;
დამატებით საღებავი 5 მგ ტაბლეტებისთვის: რკინის ყვითელი ოქსიდი E 172;
10 მგ ტაბლეტებისთვის: რკინის ყვითელი და წითელი ოქსიდი E 172.

შეფუთვის შიგთავსი
30 ტაბლეტი ბლისტერში, ჩადებული კოლოფში.

 

რა არის ბისოპროლოლი ლეკი® და რისთვის გამოიყენება იგი
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: β1-ადრენორეცეპტორების სელექტიური ბლოკატორი.
ათქ-კოდი: C07AB07.

ბისოპროლოლი წარმოადგენს ბეტა-ბლოკატორს ზომიერი ლიპოფილურობით/ ჰიდროფილურობით. ბისოპროლოლს გააჩნია გამოხატული β1-სელექტიურობა ("კარდიოსელექტიურობა") შიდა სიმპატომიმეტური აქტივობისა და კლინიკურად მნიშვნელოვანი მემბრანის მასტაბილიზებელი მოქმედების გარეშე.
იგი იცავს გულს გადატვირთვისგან.

გამოყენების ჩვენებები
− არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა;
− გულის იშემიური დაავადების (სტენოკარდიის) მკურნალობა;
− გულის ქრონიკული კომპენსირებული გულის უკმარისობის მკურნალობა;
− ჰიპერკინეტიკური კარდიალური სინდრომის მკურნალობა;
− პარკუჭოვანი ექსტრასისტოლიის მკურნალობა.

ბისოპროლოლ ლეკის® მიღების წინ
უკუჩვენებები
ბისოპროლოლი უკუნაჩვენებია შემდეგი მდგომარეობების მქონე პაციენტებისთვის:
− გულის მწვავე უკმარისობა ან გულის უკმარისობის დეკომპენსაციის ეპიზოდები, რომელთა დროსაც საჭიროა ინოტროპული საშუალებების ინტრავენური შეყვანა;
− კარდიოგენული შოკი;
− მეორე ან მესამე ხარისხის АВ-ბლოკადა (გულის რითმის წამყვანის არარსებობისას);
− სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი;
− სინოატრიული ბლოკადა;
− სიმპტომური ბრადიკარდია;
− სიმპტომური ჰიპოტენზია;
− ბრონქული ასთმის ან ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მძიმე ფორმა;
− პერიფერიული არტერიების ოკლუზიური დაზიანების მძიმე ფორმები ან რეინოს სინდრომის მძიმე ფორმები;
− არანამკურნალები ფეოქრომოციტომა (იხ. "განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენების დროს");
− მეტაბოლური აციდოზი.

ბისოპროლოლი უკუნაჩვენებია ბისოპროლოლისა და პრეპარატის სხვა დამხმარე ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობის არსებობისას.
განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენების დროს

გაფრთხილებები
თუ ბისოპროლოლით მკურნალობის შეჩერების აბსოლუტური საჭიროება არ არსებობს, პრეპარატის მოხსნა არ უნდა იყოს მკვეთრი, განსაკუთრებით გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში, რადგან მიღების მკვეთრმა შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს გულის ფუნქციის წარმავალი გაუარესება.

მხოლოდ გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობისთვის გამოყენების დროს
ბისოპროლოლით კომპენსირებული გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობა უნდა იწყებოდეს დოზის გაზრდის ფაზიდან.

სიფრთხილის ზომები
მხოლოდ არტერიული ჰიპერტენზიის ან სტენოკარდიის მკურნალობისთვის გამოყენების დროს
არტერიული ჰიპერტენზიის ან სტენოკარდიის და თანმხლები გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში ბისოპროლოლი უნდა გამოყენებულ იქნას სიფრთხილით.

მხოლოდ გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობისთვის გამოყენების დროს
კომპენსირებული ქრონიკული გულის უკმარისობის ბისოპროლოლით თერაპიის დასაწყისში საჭიროა პაციენტის მდგომარეობის რეგულარული კონტროლი.

შემდეგი დაავადებებისა და მდგომარეობების მქონე პაციენტებში გულის უკმარისობის ბისოპროლოლით მკურნალობის თერაპიული გამოცდილება არ არსებობს:
− ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი (ტიპი I);
− თირკმლების ფუნქციის სერიოზული დარღვევები;
− ღვიძლის ფუნქციის სერიოზული დარღვევები;
− რესტრიქციული კარდიომიოპათია;
− გულის თანდაყოლილი მანკი;
− ჰემოდინამიურად მნიშვნელოვანი სარქველების ორგანული დაზიანება;
− მიოკარდიუმის ინფარქტი, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო სამი თვის განმავლობაში.

ყველა ჩვენების მიხედვით გამოყენების დროს
ბისოპროლოლი უნდა გამოყენებულ იქნას სიფრთხილით შემდეგი მდგომარეობების დროს:
− შაქრიანი დიაბეტი სისხლში გლუკოზის დონის მერყეობით. ჰიპოგლიკემიის სიმპტომები (მაგალითად, ტაქიკარდია, პალპიტაცია ან ოფლიანობა) შესაძლოა შენიღბული იყოს;
− მკაცრი შიმშილობა;
− გაგრძელებადი დესენსიბილიზაციის თერაპია. სხვა ბეტა-ბლოკატორების მსგავსად, ბისოპროლოლს შეუძლია ალერგენების მიმართ მგრძნობელობისა და ანაფილაქსიური რეაქციების სიმძიმის მომატება. ადრენალინით მკურნალობამ შეიძლება არ მოიტანოს მოსალოდნელი თერაპიული ეფექტი;
− პირველი ხარისხის АВ-ბლოკადა;
− პრინცმეტალის სტენოკარდია;
− პერიფერიული არტერიების ოკლუზიური დაზიანება. შესაძლებელია სიმპტომების გაუარესება, განსაკუთრებით თერაპიის დასაწყისში.

ანამნეზში ფსორიაზის მქონე პაციენტებში ბეტა-ბლოკატორები (კერძოდ, ბისოპროლოლი) უნდა დანიშნულ იქნას მხოლოდ სარგებლისა და რისკის გულმოდგინე აწონ-დაწონის შემდეგ.
ბისოპროლოლით მკურნალობამ შესაძლოა შენიღბოს თირეოტოქსიკოზის სიმპტომები.
ფეოქრომოციტომის მქონე პაციენტებისთვის ბისოპროლოლი უნდა დანიშნულ იქნას ალფა-ბლოკატორების კურსის ჩატარების შემდეგ.
პაციენტებში, რომლებიც ექვემდებარებიან ზოგად ანესთეზიას, ბეტა-ბლოკადა ამცირებს არითმიებისა და მიოკარდიუმის იშემიის გაჩენის სიხშირეს შესავალი ნარკოზისა და ინტუბაციის დროს და, ასევე პოსტოპერაციულ პერიოდში. ამჟამად რეკომენდირებულია ბეტა-ბლოკადის მხარდაჭერა მთელი პერიოპერაციული პერიოდის განმავლობაში. ანესთეზიოლოგი უნდა იყოს ინფორმირებული ბეტა-ბლოკადის შესახებ სხვა პრეპარატებთან პოტენციური ურთიერთქმედებების შესაძლებლობის გამო, რომლებმაც შესაძლოა ბრადიარითმიები, რეფლექტორული ტაქიკარდიის შესუსტება და სისხლდენების კომპენსირების რეფლექტორული უნარის დათრგუნვა გამოიწვიოს. თუ ოპერაციამდე არსებობს ბეტა-ბლოკატორების მოხსნის აუცილებლობა, პრეპარატის მიღება უნდა შეწყვეტილ იქნას თანდათან და დასრულდეს ანესთეზიამდე დაახლოებით 48 საათით ადრე.
ბრონქული ასთმისა და ფილტვის სხვა ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების დროს შესაძლო კლინიკური გამოვლინებებით რეკომენდირებულია თანმხლები ბრონქოდილატაციური თერაპია. ზოგჯერ ასთმის მქონე პაციენტებში შეიძლება გაჩნდეს სასუნთქი გზების წინააღმდეგობა, ამიტომ შესაძლოა საჭირო გახდეს ბეტა2-სტიმულატორების დოზის გაზრდა.
თუ ზემოთ ჩამოთვლილიდან რაიმე გეხებათ ან გეხებოდათ თქვენს წარსულში, პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია.

სამკურნალწამლო და სხვა ურთიერთქმედებები
ბისოპროლოლმა შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს სხვა წამლების მიღებაზე და პირიქით:
კომბინაციები, რომლებიც არ არის რეკომენდირებული:
მხოლოდ გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობისთვის გამოყენების დროს
I კლასის ანტიარითმული საშუალებები (მაგალითად, ქინიდინი, დიზოპირამიდი, ლიდოკაინი, ფენიტოინი, ფლეკაინიდი, პროპაფენონი): შესაძლებელია ატრიოვენტრიკულური გატარების დროზე ზემოქმედების გაძლიერება და უარყოფითი ინოტროპული მოქმედების გაძლიერება.

ყველა ჩვენების მიხედვით გამოყენების დროს
კალციუმის ანტაგონისტები ვერაპამილის და, ნაკლები ხარისხით, დილთიაზემის რიგიდან: შეკუმშვის უნარზე და ატრიოვენტრიკულურ გატარებაზე ნეგატიური ზემოქმედება. ვერაპამილის ინტრავენური შეყვანა პაციენტებისთვის, რომლებიც მკურნალობას იღებენ ბეტა-ბლოკატორებით, შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე ჰიპოტენზია და ატრიოვენტრიკულური ბლოკადა.

ცენტრალური მოქმედების ანტიჰიპერტენზიული საშუალებები (მაგალითად, კლონიდინი, მეთილდოპა, მოქსონოდინი, რილმენიდინი): ცენტრალური მოქმედების ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება დამატებით დააქვეითოს ცენტრალური სიმპათიკური ნერვული ტონუსი და, ამრიგად, გამოიწვიოს გულის შეკუმშვის სიხშირისა და გულის წუთობრივი მოცულობის დაქვეითება და, ასევე ვაზოდილატაცია. პრეპარატის მკვეთრმა მოხსნამ, განსაკუთრებით ბეტა-ბლოკატორის მიღების შეწყვეტამდე, შესაძლოა გაზარდოს "მოხსნის ჰიპერტენზიის" რისკი.

კომბინაციები, რომლებიც უნდა გამოყენებულ იქნას სიფრთხილით
მხოლოდ არტერიული ჰიპერტენზიის ან სტენოკარდიის მკურნალობისთვის გამოყენების დროს
I კლასის ანტიარითმული საშუალებები (მაგალითად, ქინიდინი, დიზოპირამიდი, ლიდოკაინი, ფენიტოინი, ფლეკაინიდი, პროპაფენონი): შესაძლებელია ატრიოვენტრიკულური გატარების დროზე ზემოქმედების გაძლიერება და უარყოფითი ინოტროპული მოქმედების გაძლიერება.

ყველა ჩვენების მიხედვით გამოყენების დროს
დიჰიდროპირიდინის რიგის კალციუმის ანტაგონისტები (მაგალითად, ფელოდიპინი და ამლოდიპინი): ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ჰიპოტენზიის რისკი, გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში კი არ არის გამორიცხული პარკუჭების ტუმბოს ფუნქციის შემდგომი გაუარესების რისკი.
III კლასის ანტიარითმული საშუალებები (მაგალითად, ამიოდარონი): შესაძლებელია ატრიოვენტრიკულური გატარების დროზე ზემოქმედების გაძლიერება.
პარასიმპატომიმეტური საშუალებები: ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ატრიოვენტრიკულური გატარების დროის ზრდა და ბრადიკარდიის რისკის გაჩენა.
ადგილობრივმა ბეტა-ბლოკატორებმა (მაგალითად, თვალის წვეთები გლაუკომის მკურნალობისთვის) შესაძლოა გაზარდონ ბისოპროლოლის სისტემური მოქმედება.
ინსულინი და პერორალური დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებები: ჰიპოგლიკემიური ეფექტის გაძლიერება. ბეტა-ადრენორეცეპტორების ბლოკადა შესაძლოა ჰიპოგლიკემიის სიმპტომების შენიღბვას ახდენდეს.
საანესთეზიო საშუალებები: რეფლექტორული ტაქიკარდიის შესუსტება და ჰიპოტენზიის რისკის მომატება (იხ. ნაწილი "განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენების დროს").
საგულე გლიკოზიდები: ატრიოვენტრიკულური გატარების დროის გაზრდა, გულის შეკუმშვათა სიხშირის დაქვეითება.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს): აასს შეუძლია ბისოპროლოლის ჰიპოტენზიური ეფექტის დაქვეითება.
ბეტა-სიმპატომიმეტური საშუალებები (მაგალითად, იზოპრენალინი, დობუტამინი): ბისოპროლოლთან ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა შეამციროს ორივე პრეპარატის ეფექტი.
სიმპატომიმეტური საშუალებები, რომლებიც ახდენენ, როგორც ბეტა-, ასევე ალფა-ადრენორეცეპტორების აქტივაციას (მაგალითად, ნორადრენალინი, ადრენალინი): ბისოპროლოლთან კომბინაციამ შეიძლება მოახდინოს ალფა-ადრენორეცეპტორის გავლით ამ საშუალებების ვაზოკონსრიქტული მოქმედების დემასკირება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული წნების მომატება და ხანგამოშვებითი კოჭლობის გამწვავება. ითვლება, რომ ასეთი ურთიერთქმედებები უფრო სავარაუდოა არასელექციური ბეტა-ბლოკატორების გამოყენების დროს.
ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან და არტერიული წნევის დაწევის პოტენციალის მქონე სხვა პრეპარატებთან თანმხლებმა გამოყენებამ (მაგალითად, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, ბარბიტურატებთან, ფენოთიაზინებთან), შესაძლოა გაზარდოს ჰიპოტენზიის რისკი.
კომბინაციები, რომლებიც გამოყენების მიზანშეწონილობის შეფასებას მოითხოვს
მეფლოხინი: ბრადიკარდიის რისკის მომატება.
მონოამინოოქსიდაზის ინჰიბიტორები (МАО-В ინჰიბიტორების გარდა): ბეტა-ბლოკატორების ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება ჰიპერტონული კრიზის რისკის ერთდროული მომატების დროს.
რიფამპიცინი: ბისოპროლოლის ნახევარგამოყოფის პერიოდის უმნიშვნელო მომატება, ღვიძლის ფერმენტების სტიმულაციის გამო, რომლებიც მონაწილეობს პრეპარატის მეტაბოლიზმში. როგორც წესი, დოზის კორექცია არ არის საჭირო.
ერგოტამინის წარმოებულები: პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევების გაუარესება.
თუ თქვენ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით რომელიმე სხვა წამლებს, ურეცეპტოს ჩათვლით, გთხოვთ, შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს.

საკვები და სასმელები
ალკოჰოლს შეუძლია ბისოპროლოლის მოქმედებაზე ზეგავლენა.

ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობა
ბისოპროლოლმა შესაძლოა ორსულობაზე და/ან ნაყოფზე/ახალშობილზე ნეგატიურად იმოქმედოს. არ შეიძლება ორსულობის დროს გამოყენება ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.

ძუძუთი კვება
არ არის ცნობილი გამოიყოფა, თუ არა ბისოპროლოლი დედის რძეში. ბისოპროლოლით მკურნალობის დროს ძუძუთი კვება არ არის რეკომენდირებული.
ნებისმიერი წამლის მიღებამდე იკითხეთ ექიმის ან ფარმაცევტის რჩევა.

სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენა
ბისოპროლოლის მიღებამ შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, დოზის მომატების დროს, თერაპიის ცვლილებისას და ალკოჰოლის თანხლებით.

ინფორმაცია ინგრიდიენტების შესახებ
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს. რომელიმე შაქრის აუტანლობის შემთხვევაში პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ ექიმის კონსულტაცია.
როგორ უნდა მიღებულ იქნას ბისოპროლოლ ლეკი®
ზუსტად დაიცავით ექიმის მითითებები.
ბისოპროლოლის მოქმედება ხანგრძლივია: დღეღამეში ერთხელ გამოყენების დროს მიიღწევა 24 საათიანი ეფექტი.

დოზა და გამოყენების წესი
არტერიული ჰიპერტენზიის ან სტენოკარდიის მკურნალობა
მოზრდილები
ორივე ჩვენების დროს ინიშნება 5 მგ ბისოპროლოლი დღეღამეში ერთხელ. საჭიროებისას დოზა შეიძლება გაზრდილ იქნას 10 მგ-მდე დღეღამეში ერთხელ.
მაქსიმალური რეკომენდირებული დოზა შეადგენს 20 მგ დღეღამეში ერთხელ.
ყველა შემთხვევაში დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, კერძოდ, პულსის სიხშირისა და თერაპიული ეფექტიანობის გათვალისწინებით.
გულის კომპენსირებული ქრონიკული უკმარისობის მკურნალობა
ბისოპროლოლით მკურნალობის დაწყებამდე პაციენტის მდგომარეობა უნდა იყოს სტაბილური (მწვავე უკმარისობის გარეშე).
თერაპიის ჩატარება რეკომენდირებულია ქრონიკული გულის უკმარისობის მკურნალობის გამოცდილების მქონე მკურნალი ექიმის მიერ.

დოზის მომატების ფაზა
კომპენსირებული ქრონიკული გულის უკმარისობის მკურნალობა ბისოპროლოლით ითხოვს დოზის ფაზურ მომატებას.
რეკომენდირებული საწყისი დოზა შეადგენს 1,25 მგ ბისოპროლოლს დღეღამეში ერთხელ. ინდივიდუალურ ამტანიანობაზე დამოკიდებულებით დოზა იზრდება 2,5 მგ-მდე, 3,75 მგ-მდე, 5 მგ-მდე, 7,5 მგ-მდე და 10 მგ-მდე დღეღამეში ერთხელ ორკვირიანი ან უფრო ხანგრძლივი ინტერვალებით.
თუ დოზის მომატება ცუდად აიტანება, მხარდამჭერი დოზა შეიძლება ნაკლები იყოს.
მაქსიმალური რეკომენდირებული დოზა შეადგენს 10 მგ ერთხელ დღეღამეში.
დოზის გაზრდის დროს რეკომენდირებულია სასიცოცხლო მაჩვენებლებისა (გულის შეკუმშვების სიხშირის, არტერიული წნევის) და გულის უკმარისობის გაუარესების სიმპტომების გულმოდგინე კონტროლი. 

თერაპიის მოდიფიკაცია
თუ მაქსიმალური რეკომენდირებული დოზა ცუდად აიტანება, შესაძლებელია დოზის თანდათანობითი დაქვეითების განხილვა.
გულის უკმარისობის, ჰიპოტენზიის ან ბრადიკარდიის წარმავალი გაუარესების დროს რეკომენდირებულია თანმხლები სამკურნალო პრეპარატების დოზის გადახედვა. ასევე შესაძლოა საჭირო გახდეს ბისოპროლოლის დოზის დროებითი დაქვეითება ან მისი მოხსნა.
პაციენტის სტაბილიზაციის შემდეგ უნდა განხილულ იქნას მკურნალობის განახლების ან დოზის მომატების მიზანშეწონილობა.

ყველა ჩვენების მიხედვით მკურნალობის ხანგრძლივობა
ბისოპროლოლით მკურნალობა, როგორც წესი, ხანგრძლივია.
ბისოპროლოლით მკურნალობის მკვეთრი მოხსნა დაუშვებელია, რადგან შესაძლებელია მდგომარეობის წარმავალი გაუარესება. მკურნალობა არ უნდა შეწყვეტილ იქნას უეცრად, განსაკუთრებით გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში. რეკომენდირებულია სადღეღამისო დოზის თანდათანობითი დაქვეითება.

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
თირკმლების ან ღვიძლის ფუნქციების დარღვევის მქონე პაციენტები
მხოლოდ არტერიული ჰიპერტენზიის ან სტენოკარდიის მკურნალობისთვის გამოყენების დროს
პაციენტებს ღვიძლის ან თირკმლების ფუნქციის მსუბუქი და ზომიერი დარღვევებით, როგორც წესი, დოზის კორექცია არ სჭირდება. პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი < 20 მლ/წთ) და პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევით ბისოპროლოლის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 10 მგ დღეღამეში.
იმ პაციენტებში, რომლებიც გადიან თირკმლის დიალიზს, ბისოპროლოლის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია; თუმცა დოზირების რეჟიმის ცვლილების საჭიროების მოწმობები არ არსებობს.

მხოლოდ გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობისთვის გამოყენების დროს
ქრონიკული გულის უკმარისობისა და ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ბისოპროლოლის ფარმაკოკინეტიკის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. ამიტომ პაციენტების ამ ჯგუფში დოზის მომატება უნდა ჩატარებულ იქნას განსაკუთრებული სიფრთხილით.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები
დოზის კორექცია არ არის საჭირო.

ბავშვები
ბავშვებში ბისოპროლოლის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს, ამიტომ მისი გამოყენება ამ ასაკოვან ჯგუფში არ არის რეკომენდირებული.

გამოყენების წესი
ბისოპროლოლ ლეკის ტაბლეტებს იღებენ დილით საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. ტაბლეტები უნდა გადაყლაპულ იქნას მთლიანად წყლის დაყოლებით. ტაბლეტების დაღეჭვა არ შეიძლება.

გატეხვისთვის
იმისთვის, რომ გატეხოთ ტაბლეტი, მოათავსეთ ის ბრტყელ ზედაპირზე ნაჭდევით ზემოთ. ბისოპროლოლი ლეკი 5 მგ და 10 მგ: ნახევრებად გატეხვისთვის დააჭირეთ დიდი თითით ტაბლეტის ცენტრს. ტაბლეტის ოთხი ნაწილის მიღებისთვის დიდი თითით დააჭირეთ თითოეული ნახევრის ცენტრს.

მკურნალობის ხანგრძლივობა
როგორც წესი, ბისოპროლოლით მკურნალობა ხანგრძლივია.

ჭარბი დოზირება
შესაძლებელია შემდეგი სიმპტომები: გულისცემის შენელება, დაქვეითებული არტერიული წნევა, ფილტვის სპაზმები, გულის ფუნქციის მწვავე დარღვევები და სისხლში გლუკოზის შემცველობის დაქვეითება.

მიღების გამოტოვება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. გააგრძელეთ მიღება დოზირების ჩვეულებრივი რეჟიმის შესაბამისად.

შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად, ბისოპროლოლ ლეკს შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
გვერდითი ეფექტების სიხშირე:
o ძალიან ხშირი (უჩნდება 10 პაციენტიდან ერთზე მეტს, >1/10);
o ხშირი (უჩნდება 100 პაციენტიდან ერთზე მეტს და არანაკლებ ერთს 10 პაციენტიდან, >1/100, <1/10);
o არახშირი (უჩნდება 1000 პაციენტიდან ერთზე მეტს და არანაკლებ ერთს 100 პაციენტიდან, >1/1000, <1/100);
o იშვიათი (უჩნდება 10000 პაციენტიდან ერთზე მეტს და არანაკლებ ერთს 1000 პაციენტიდან, >1/10000, <1/1000);
o ძალიან იშვიათი (უჩნდება 10000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, <1/10000), მათ შორის შეტყობინებები ერთეული შემთხვევების შესახებ.

შესაძლებელია შემდეგი გვერდითი ეფექტები.
დარღვევები გულის მხრივ
არახშირი:
• ბრადიკარდია;
• გულის სტიმულაციის დარღვევები;
• გულის უკმარისობის გაუარესება (გულის ტუმბოს ფუნქციის დაქვეითება).

დარღვევები სმენის ორგანოს და ლაბირინთის მხრივ
იშვიათი:
• სმენის დაკარგვა.

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ
იშვიათი:
• ცრემლის გამოყოფის დაქვეითება (უნდა გათვალისწინებულ იქნას კონტაქტური ლინზების მატარებელი პაციენტების მიერ).
ძალიან იშვიათი:
• კონიუნქტივიტი.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
ხშირი:
• გულისრევა;
• ღებინება;
• დიარეა;
• ყაბზობა.

სისტემური დარღვევები და მდგომარეობები შეყვანის ადგილას
არახშირი:
• კუნთოვანი სისუსტე;
• კრუნჩხვები.

დარღვევები ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ
იშვიათი:
• ღვიძლის ფერმენტების მაჩვენებლების მომატება.
• ჰეპატიტი, იშვიათად სიყვითლის თანხლებით.

მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები
იშვიათი:
• ტრიგლიცერიდების შემცველობის მომატება.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
ხშირი:
• დაღლილობა;
• დაღლა;
• თავბრუსხვევა;
• თავის ტკივილი.

ეს სინდრომები ძირითადად დამახასიათებელია მკურნალობის დასაწყისისთვის. ისინი მსუბუქი ხასიათისაა და ჩვეულებრივ ქრება 1-2 კვირის შემდეგ.
არახშირი:
• უძილობა;
• (მძიმე) დეპრესია.

იშვიათი:
• ღამის კოშმარები;
• ჰალუცინაციები.

დარღვევები რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ
იშვიათი:
• ერექციის პრობლემები.

დარღვევები სასუნთქი, გულმკერდისა და შუასაყრის ორგანოების მხრივ
არახშირი:
• ბრონქოსპაზმი; ანამნეზში კუნთების სპაზმის გამო გულმკერდში შებოჭილობის ეპიზოდების, სასუნთქი გზების ლორწოვანის შეშუპებების ეპიზოდების არსებობისას, რომელსაც ჩვეულებრივ თან ახლავს ხველა და ლორწოს გამოყოფა (ბრონქული ასთმა) და, ასევე სასუნთქი გზების სხვა დაავადებების არსებობისას.
იშვიათი:
• ალერგიული რინიტი.

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
იშვიათი:
• მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, მაგალითად, ქავილი, შეწითლება და კანის გამონაყარი.
ძალიან იშვიათი:
• ფსორიაზი (შესაძლებელია გაჩენა ან გამწვავება).
• თმების ცვენა.

დარღვევები სისხლძარღვთა სისტემის მხრივ
ხშირი:
• ცივი ან დაბუჟებული ხელები და/ან ფეხები.
იშვიათი:
• ორთოსტატული ჰიპოტენზია.

თუ შეიცვალა გვერდითი ეფექტების სიმძიმე ან გაჩნდა გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ჩანართში, გთხოვთ, შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს.

შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი აღნიშნულია შეფუთვაზე.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გადაყაროთ სამკურნალო საშუალებები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. იკითხეთ აფთიაქში, თუ როგორ შეიძლება ზედმეტი წამლების მოშორება. ამ ზომებს შეუძლია გარემოს დაცვაში დახმარების გაწევა.

გაცემის პირობები
გაიცემა მხოლოდ რეცეპტით.

სად შევიძინოთ?