Plasmon
სოინჯის ზეთი „ლიკი“ E ვიტამინით / Black Cumin Oil

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: LEKINTERKAPS
  • მწარმოებელი ქვეყანა: უზბეკეთი
  • გამოშვების ფორმა: 0,78 გ რბილი ჟელატინის კაფსულები #60
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

რბილი ჟელატინის კაფსულები 0,78 გ

 

აქტიური კომპონენტები: სოინჯის ზეთი0,5გ, ვიტამინი E 3,5მგ/100 მლ

დამხმარე ნივთიერებები: ჟელატინი, გლიცერინი, ლიმონმჟავა

სასარგებლო თვისებები და გამოყენება:

სოინჯის ზეთი მიიღება ცივი წნეხის ტექნოლოგიის გამოყენებით, რომელიც უნარჩუნებს მას კვებით და ბიოლოგიურ ღირებულებებს. შეიცავს ნიგელონს, კაროტინოიდ A-ს, ვიტამინებს (E, D, C, B) უჯერ-ცხიმოვან მჟავეებს (ომეგა-3, -6 და-9), ფოსფოლიპიდებს, მაკრო და მიკრო ელემენტებს (კალიუმი, ნატრიუმი, ფოსფორი, კალციუმი, მანგანუმი, რკინა, თუთია, სპილენძი, სელენიუმი, ნიკელი), ეთერზეთებს და სხვა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს. 

• აძლიერებს და ამაღლებს იმუნიტეტს

• ხელ სუწყობს გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობის გაზრდას

• წარმოადგენს ძლიერ ჭრილობის შესახორცებელ საშუალებას, მათ შორის უკანა ტანის ნახეთქების დროს

• აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას

• აძლიერებს ღვიძლის დეზინტოქსიკაციურ ფუნქციას

• რეკომენდებულია ონკოლოგიური დაავადებების დროს

• ეფექტურია შაქრიანი დიაბეტის დროს

• ხელს უწყობს ორგანიზმიდან ბრტყელი და მრგვალი ჭიების გამოდევნას

• ხელს უშლის სიმსუქნეს, ხელს უწყობს წონის დაკლებას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს

• ეფექტურია სურდოს, მშრალი ხველის, ზედა სასუნთქი გზების გაციების, სინუსიტების, ტონზილიტების და ასთმური ბრონქიტების დროს

• ეფექტურია სასუნთქი და ყელ-ყურ-ცხვირის ანთებითი დაავადებების, თავის ტკივილის, პოდაგრას, ღრძილების ანთების დროს

• რეკომენდებულია პოტენციის ასამაღლებლად

• ეფექტურია კანის სხვადასხვა დაავადებების დროს (ეგზემა, ფსორიაზი, აკნე (ფერიმჭამელა), ჰერპესი, მიკოზები, ალერგიული დერმატიტები და სხვ.)

გამოყენების წესი: მიიღება პერორალურად ჭამამდე 30 წუთით ადრე ან ჭამიდან 2 საათის შემდეგ 1-2 კაფსულა დღეში1 ან 2-ჯერ,თბილი წყლის მიყოლებით. 

უკუჩვენებები: პროდუქტის კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა. გამოყენება აკრძალულია ორსულობის პერიოდში, ლაქტაციის დროს და პაციენტებში ორგანოთა გადანერგვის შემდეგ. სამკურნალო მიზნით გამოყენების წინ მიმართეთ ექიმს კონსულტაციის მისაღებად.
 

ვარგისიანობის ვადა: 24 თვე წარმოების თარიღიდან (იხილეთ შეფუთვაზე).

შენახვის წესი: მშრალ ადგილას არაუმეტეს 25°С ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

სად შევიძინოთ?