Plasmon
შავი ნიორი / Black Garlic

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: SWISS ENERGY
  • მწარმოებელი ქვეყანა: შვეეიცარია
  • გამოშვების ფორმა: კაფსულა #20
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შავი ნიორი - მძლავრი ოქსიდანტური ეფექტი
ანტიოქსიდანტური მექანიზმი ძალზე რთულია და მდგომარეობს თავისუფალი რადიკალების შებოჭვაში.შავი ნივრის ანტიოქსიდანტური მოქმედება 3-ჯერ მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი თეთრი ნივრის; მისი ანტიოქსიდანტური უნარი (TEAC) შეადგენს 38μmol /g , თეთრ ნიორთან შედარებით 13 μmol /g. ეს ახდენს გამაახალგაზრდავებელ ეფექტს მთელ ორგანიზმზე და ხელს უშლის დაბერების პროცესს უჯრედულ დონეზე.

შავი ნიორი - იმუნოსტიმულატორი
ნიორი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც უჯრედულ, ასევე ჰუმორულ იმუნიტეტზე.
უჯრედულ დონეზე ხდება ციტოკინების სეკრეციის ზრდა და ფაგოციტოზის აქტივაცია.
ჰუმორულ დონეზე ახდენს ანტისხეულების წარმოქმნის სტიმულირებას (Borlinghaus et al., 2014, Arreola et al., 2015).

ანტიმიკრობული, ანტივირუსული, ანტიფუნგალური და ანტიპარაზიტული მოქმედება
ნიორს აქვს ძლიერი ანტიბაქტერიული ეფექტი გრამ-უარყოფით, გრამ-დადებით და მჟავა-მდგრად ბაქტერიებზე ( Staphylococcus aureus, Shigella sonnei, Erwinia carotovora, Mycobacterium, Pasteurella multocida, Streptococcus faecalis, Pseudomonas aeruginosa და Bacillus and Proteus (Borlinghaus et al., 2014, Mikaili et al., 2013).
გრიპის მრავალი ვირუსი, ადამიანის ციტომეგალოვირუსი, ჰერპესის მარტივი, პარაგრიპი ვირუსი3, რინოვირუსი და ა.შ. 
ასევე,მგრძნობიარეა ნივრის ექსტრაქტის მიმართ. (Ankri and Mirelman, 1999). ასევე,გააჩნია ძლიერი ანტიფუნგალური მოქმედება: Candida albicans, Saccharomyces cerevisiae, Aspergillus fumigatus მიმართ (Mikaili et al., 2013).

კიბოს საწინააღმდეგო და ანტიპროლიფერაციული მოქმედება
ფართო ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენეს, რომ იმ ადგილებში, სადაც მოსახლეობა
ჭარბად იღებს ნიორს საკვებად, კოლორექტალური კიბოს განვითარება 3 ჯერ დაბალია.
გარდა ამისა, ნივრის პრეპარატები ასტიმულირებს ინტერლეიკინ-2,TNF-α და ინტერფერონ-γ ექსპრესიას, ასტიმულირებს სისხლის თეთრი უჯრედების დამცავ ფუნქციებს (Lamm et al., 2001წ.).

არ შეიცავს გლუტენს, კონსერვანტებს,ლაქტოზას და გმო-ს .

დოზირება და მიღების წესი:
რეკომენდებული დოზა დღეში 2 კაფსულა.
გამოიყენეთ 2 კაფსულა ერთდროულად ან ცალცალკე დღის განმავლობაში ერთ ჭიქა წყალთან ერთად, ჭამის შემდეგ ან ჭამის დროს.
ინიშნება 14 წლიდან.

გამოყენების წინ რეკმენდირებულია ექიმთან კონსულტაცია.

სად შევიძინოთ?