Bovisan D5 _ ბოვისან D5
კაფსულები
თვისებები 1 კაფსულა შეიცავს: 330 მგ Mycobacterium bovis (BCG) D5-ს, HAB-ის 6 სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა) დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, Hypromellose (კაფსულების გარსი)
ჩვენება
– BCG-ვაქცინაციის შემდეგ განვითარებული ანთება
– ნუშურების ჰიპერტროფია
– კვანძოვანი ერითემა, ტუბერკულოზური ართრიტი – PONCETLERICHE- -ის, სახსრების რევმატიული ტიპის დაავადებები
– ქრონიკული ჰიპოტენზიით მიმდინარე ასთენია
თვისებები 1911-1914 წლებში ა. კალმეტმა და გ. გუერინმა აღწერეს Mycobacterium tuberculosis var. Bovis-ისაგან კონცენტრირებული ხსნარის მიღება. განსაკუთრებული ხერხით ხანგრძლივი მომზადების შემდეგ ეს ხსნარი ავირულენტური ხდებოდა, თუმცა ანტიგენურ თვისებებს არ კარგავდა. დასუსტებული მიკობაქტერიების აღნიშნული
სუსპენზია ვაქცინაციისათვის გამოიყენება და კანზე დადებით რეაქციას იწვევს. ჰომეოპათიურად მზადდება ბაქტერიული შტამის ექსტრაქტზე, რომელსაც, ერთი მხრივ, ჩვეულებრივი ვაქცინის ვირულენტობა არ გააჩნია, მეორე მხრივ კი გამოხატულ იმუნომოდულაციურ თვისებებს ავლენს.
მიღების წესი და დოზირება
თუ სხვაგვარად დანიშნულების აუცილებლობა არ არის, მკურნალობა იწყება საშუალო დოზიდან, რომელიც 2 კვირაში 1 კაფსულას შეესაბამება. რეაქციის არარსებობის ან სუსტი რეაქციის გამომჟღავნების
დროს შესაძლებელია უფრო ხანმოკლე შუალედები გამოვიყენოთ – მაქსიმალურად კვირაში 2-ჯერ. კაფსულები მიიღება მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად, დილით, საუზმის წინ ან საღამოს, ძილის წინ.
გვერდითი მოქმედებები
Bovisan D5-ში სპეციფიური ორგანული კომპონენტების შემცველობის გამო, იშვიათად, შეიძლება გამოვლინდეს მომატებული მგრძნობელობის რეაქცია
უკუჩვენებები
ცნობილი არ არის
სიფრთხილის ზომები
ორსულობის პირველ სამ კვირას პრეპარატის გამოყენება რეკომენდირებული არ არის, ორსულობის შემდგომი ვადები, ძუძუთი კვება, ბავშვთა ასაკი, პრეპარატის გამოყენების უკუჩვენებას არ წარმოადგენს. ბავშვებში დოზის შერჩევა ხდება ასაკის შესაბამისად.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
იმუნოსუპრესიულმა თერაპიამ ან პრეპარატებმა შესაძლოა Bovisan D5-ის ეფექტურობა შეზღუდოს. პერორალური ცოცხალი ვაქცინებით მკურნალობამდე და მკურნალობის შემდეგ აუცილებელია 4-კვირიანი ინტერვალის დაცვა.
მითითება შემადგენლობაში შედის ლაქტოზა
გამოშვების ფორმები
შეფუთვაში 5 კაფსულა