Plasmon
ბოვისან D5 (ნატუროპათი) / Bovisan D5 (Naturopath)

  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: SANUM
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: სანთელი #10
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

 
შემადგენლობა 
1 სანთელი შეიცავს: Mycobacterium bovis (BCG) D5 0.2 მგ-ს, 
HAB-ის 6 სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა) დამხმარე ნივთიერებები: 1.8 გ მყარი ცხიმი, ლაქტოზა
 
ჩვენება 
– BCG-ვაქცინაციის შემდგომი ანთებები 
– ნუშურების ჰიპერტროფია – კვანძოვანი ერითემა, ტუბერკულოზური ართრიტი – PONCETLERICHE- ის, სახსრების რევმატიული დაავადებები
– ქრონიკული ჰიპოტონიით მიმდინარე ასთენია
 
თვისებები 
1911-1914 წლებში ა. კალმეტმა და გ. გუერინმა აღწერეს Mycobacterium 
tuberculosis var. Bovis-ისაგან კონცენტრირებული ხსნარის მიღება. განსაკუთრებული ხერხით ხანგრძლივი მომზადების შემდეგ ეს ხსნარი ავირულენტური ხდებოდა, თუმცა ანტიგენურ თვისებებს არ კარგავდა. დასუსტებული მიკობაქტერიების აღნიშნული
სუსპენზია ვაქცინაციისათვის გამოიყენება და კანზე დადებით რეაქციას იწვევს. ჰომეოპათიურად მზადდება ბაქტერიული შტამის ექსტრაქტზე, რომელსაც, ერთი მხრივ, ჩვეულებრივი ვაქცინის ვირულენტობა არ გააჩნია, მეორე მხრივ კი გამოხატულ იმუნომოდულაციურ თვისებებს ავლენს.
 
მიღების წესი და დოზირება
შეჰყავთ რექტალურად 1 სანთელი 1-3-ჯერ კვირაში, ძილის წინ
 
გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის
 
უკუჩვენებები 
ცნობილი არ არის
 
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
სხვა პრეპარატებთან და ვაქცინებთან შეუთავსებლობა ცნობილი არ არის. ზოგადი გამოცდილების თანახმად, სასურველია ვაქცინის შეყვანასთან დაკავშირებული ორკვირიანი ინტერვალის შენარჩუნება. იმუნოდეპრესანტებთან ერთდროულმა მკურნალობამ შესაძლოა BovisanD-ს ეფექტურობაზე იმოქმედოს. მითითება შემადგენლობაში შედის ლაქტოზა
 
გამოშვების ფორმები
შეფუთვაში 10 სანთელი
სად შევიძინოთ?