ძებნა...
შედეგი ვერ მოიძებნა

ბრეინ ფორტე

Brain Forte

დაწერეთ პირველი კომენტარი
III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფორმა: კაფსულა #30
მწარმოებელი: Rioja Nature Pharma (ესპანეთი)

აქტიური ნივთიერებები:

კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ბენეტი (აბდი იბრაჰიმი)

აღწერა

შემადგენლობა:
გინგკო ბილობას ფოთლების ექსტრაქტი (Gingko biloba) - 100 მგ;
კრაზანა (St.jon's wort)- 100 მგ;
ბაკოპა მონიერა (Bacopa Monniera)- 100 მგ;  
გლუტამინი (Glutamine) - 100 მგ;  
ფოსფატიდილსერინი (Phosphatidylserine) – 50 მგ;
L-კარნიტინი (L- carnitibe) - 50 მგ;
ჰუპერზინ-A  (Huperzine-A)- 10 მგ;  
α-გლიცერილფოსფორილქოლინი(Alpha GPC) – 5 მგ.

გამოყენების სფერო:
ქრონიკული ცერებრო - ვასკულარული დარღვევების გაუმჯობესება (დისცირკულატორული ენცეფალოპათია);
იშემიური და ჰემორაგიული ინსულტის რეაბილიტაციის პერიოდის ხელშეწყობა;
ნეიროსენსორული დარღვევების გაუმჯობესება (თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, ჰიპოაკუზია);
ახალგაზრდა ასაკის პირებში ყურადღების კონცენტრაციის  და მეხსიერების გაუმჯობესება;
პერიფერიული სისხლის მიმოქცევის, მიკროცირკულაციის, ქვემო კიდურების არტერიო და ვენოპათიების, რეინო სინდრომის სიმპტომების გაუმჯობესება;
ჰემოფტალმის, სხვადასხვა ეტიოლოგიის სისხლჩაქცევების ბადურაში,, დიაბეტური და ჰემორაგიული რეტინოპათიების მკურნალობის ხელშეწყობა.

გინგკო ბილობას - ფოთლების ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები (ფლავონური გლიკოზიდები, ტერპენული ნაერთები)ხელს უწყობენ  ნერვული იმპულსების გატარებას; ყურადღების კონცენტრაციის გაზრდას და  მეხსიერების გაუმჯობესებას, არეგულირებენ  სისხლის მიმოქცევას ცენტრსა და პერიფერიაზე, თრგუნავენ თრომბოციტების აგრეგაციას და აუმჯობესებენ მიკროცირკულაციას. გინკგო ბილობა არის ძლიერი  ანტიოქსიდანტი. კრაზანას - ყვავილების ექსტრაქტის შემადგენლობაში შემავალი წითელი პიგმენტი ჰიპერიცინი  და ფლავონოიდი ქვერცეტინი    გამოირჩევიან ანტისტრესული, ანტიდეპრესანტული, დამამშვიდებელი ზემოქმედებით ორგანიზმზე.  
ბაკოპა მონიერი -
მცენარეული საშუალება ზრდის  ნეირონების სიცოცხლის ხანგრძლივობას. ხელს უწყობს სხარტი აზროვნების ჩამოყალიბებას, აუმჯობესებს კოგნიტურ ფუნქციებს, დასწავლის პროცესებს, ვიზუალური ინფორმაციის აღქმას და ტრანსფორმაციას.
L-გლუტამინი - ორგანიზმში სინთეზირებადი ყველაზე მნიშვნელოვანი ნეირომედიატორული ბუნების ამინომჟავა. ააქტიურებს აგზნების გადაცემას ცნს-ის სინაფსებში, მონაწილეობს ცილის სინთეზში და თავის ტვინში მიმდინარე სხვადასხვა ბიოქიმიურ პროცესებში.
ფოსფატიდილსერინი - უჯრედული მემბრანის სტრუქტურული
ფოსფოლიპიდი, მაღალეფექტური ნატურალური ნეირომეტაბოლური საშუალება,ხელს უწყობს ნერვული ქსოვილის მუშაობას-ნერვული უჯრედების დაყოფასა და ზრდის დარეგულირებას; ასტიმულირებს აცეტილქოლინის სინთეზს და ააქტიურებს ქოლინერგულ პროცესებს თავის ტვინში; ხელს უწყობს ნერვულ უჯრედებში გლუკოზის მეტაბოლიზმს და ზრდის მათ მდგრადობას  იშემიური დაზიანების მიმართ.  
L –
კარნიტინი - ვიტამინისმაგვარი ნივთიერება,  მთავარ ფიზიოლოგიურ დანიშნულებას წარმოადგენს გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტირება უჯრედული მემბრანის გავლით მიტოქონდრიულ მატრიქსში, სადაც ხდება ცხიმის დაშლა და უჯრედისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ენერგიის გამოთავისუფლება ატფ - ის სახით. L -კარნიტინი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გულის კუნთის კუმშვადუნარიანობას და აუმჯობესებს მის ენერგომომარაგებას. ავლენს ნოოტროპულ მოქმედებას,  როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის პროცესში დაგროვილი თავისუფალი რადიკალების გამოდევნას ორგანიზმიდან.
ჰუპერზინ – A  წარმოადგენს აცეტილქოლინესთარაზას (აცეტილქოლინის დამშლელი ფერმენტი) ინჰიბიტორს, ზრდის აცეტილქოლინის რაოდენობას, აუმჯობესებს მეხსიერებას და დასწავლის პროცესს.  

მიღების წესი და დოზირება:
მიიღება 1 -2  კაფსულა  დღეში

გაფრთხილება და შენახვის პირობები:
საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად. არ გადააჭარბოთ დღიურ დოზას,
ინახება მშრალ, ბნელ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

 უკუჩვენება:
კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა;

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი.

გამოშვების ფორმა: კაფსულა № 30

კომენტარები

კომენტარები ჯერ არ არის - იყავით პირველი!

დაწერეთ კომენტარი

იმპორტიორი საქართველოში

Cordex

Cordex

ავენი
სად შევიძინოთ? ნუკი