შემადგენლობა:
კრაზანა (St.jon's wort)- 250 მგ;
გლუტამინი (Glutamine) - 150 მგ;
ფოსფატიდილსერინი (Phosphatidylserine) - 125 მგ;
ბაკოპა მონიერა (Bacopa Monniera)- 120 მგ;
გინგკო ბილობას ფოთლების ექსტრაქტი (Gingko biloba) - 50 მგ;
L-კარნიტინი (L- carnitibe) - 50 მგ;
ჰუპერზინ-A (Huperzine-A)- 10 მგ;
α-გლიცერილფოსფორილქოლინი(Alpha GPC) - 5მგ.
გამოყენების სფერო:
• ქრონიკული ცერებრო - ვასკულარული დარღვევების გაუმჯობესება (დისცირკულატორული ენცეფალოპათია);
• იშემიური და ჰემორაგიული ინსულტის რეაბილიტაციის პერიოდის ხელშეწყობა;
• ნეიროსენსორული დარღვევების გაუმჯობესება (თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, ჰიპოაკუზია);
• ახალგაზრდა ასაკის პირებში ყურადღების კონცენტრაციის და მეხსიერების გაუმჯობესება;
• პერიფერიული სისხლის მიმოქცევის, მიკროცირკულაციის, ქვემო კიდურების არტერიო და ვენოპათიების, რეინო სინდრომის სიმპტომების გაუმჯობესება;
• ჰემოფტალმის, სხვადასხვა ეტიოლოგიის სისხლჩაქცევების ბადურაში,, დიაბეტური და ჰემორაგიული რეტინოპათიების მკურნალობის ხელშეწყობა.
გინგკო ბილობას - ფოთლების ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები (ფლავონური გლიკოზიდები, ტერპენული ნაერთები)ხელს უწყობენ ნერვული იმპულსების გატარებას; ყურადღების კონცენტრაციის გაზრდას და მეხსიერების გაუმჯობესებას, არეგულირებენ სისხლის მიმოქცევას ცენტრსა და პერიფერიაზე, თრგუნავენ თრომბოციტების აგრეგაციას და აუმჯობესებენ მიკროცირკულაციას. გინკგო ბილობა არის ძლიერი ანტიოქსიდანტი.
კრაზანას - ყვავილების ექსტრაქტის შემადგენლობაში შემავალი წითელი პიგმენტი ჰიპერიცინი და ფლავონოიდი ქვერცეტინი გამოირჩევიან ანტისტრესული, ანტიდეპრესანტული, დამამშვიდებელი ზემოქმედებით ორგანიზმზე.
ბაკოპა მონიერი - მცენარეული საშუალება ზრდის ნეირონების სიცოცხლის ხანგრძლივობას. ხელს უწყობს სხარტი აზროვნების ჩამოყალიბებას, აუმჯობესებს კოგნიტურ ფუნქციებს, დასწავლის პროცესებს, ვიზუალური ინფორმაციის აღქმას და ტრანსფორმაციას.
L-გლუტამინი - ორგანიზმში სინთეზირებადი ყველაზე მნიშვნელოვანი ნეირომედიატორული ბუნების ამინომჟავა. ააქტიურებს აგზნების გადაცემას ცნს-ის სინაფსებში, მონაწილეობს ცილის სინთეზში და თავის ტვინში მიმდინარე სხვადასხვა ბიოქიმიურ პროცესებში.
ფოსფატიდილსერინი - უჯრედული მემბრანის სტრუქტურული ფოსფოლიპიდი, მაღალეფექტური ნატურალური ნეირომეტაბოლური საშუალება,ხელს უწყობს ნერვული ქსოვილის მუშაობას-ნერვული უჯრედების დაყოფასა და ზრდის დარეგულირებას; ასტიმულირებს აცეტილქოლინის სინთეზს და ააქტიურებს ქოლინერგულ პროცესებს თავის ტვინში; ხელს უწყობს ნერვულ უჯრედებში გლუკოზის მეტაბოლიზმს და ზრდის მათ მდგრადობას იშემიური დაზიანების მიმართ.
L – კარნიტინი - ვიტამინისმაგვარი ნივთიერება, მთავარ ფიზიოლოგიურ დანიშნულებას წარმოადგენს გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტირება უჯრედული მემბრანის გავლით მიტოქონდრიულ მატრიქსში, სადაც ხდება ცხიმის დაშლა და უჯრედისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ენერგიის გამოთავისუფლება ატფ - ის სახით.
L -კარნიტინი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გულის კუნთის კუმშვადუნარიანობას და აუმჯობესებს მის ენერგომომარაგებას. ავლენს ნოოტროპულ მოქმედებას, როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის პროცესში დაგროვილი თავისუფალი რადიკალების გამოდევნას ორგანიზმიდან.
ჰუპერზინ – A წარმოადგენს აცეტილქოლინესთარაზას (აცეტილქოლინის დამშლელი ფერმენტი) ინჰიბიტორს, ზრდის აცეტილქოლინის რაოდენობას, აუმჯობესებს მეხსიერებას და დასწავლის პროცესს.
α–გლიცერილფოსფორილქოლინი (გფც) - ნეირომედიატორი აცეტილქოლინის პრეკურსორი, ზრდის აცეტილქოლინის რაოდენობას თავის ტვინში, აუმჯობესებს ნერვ- კუნთოვან გადაცემას, მნიშვნელოვან როლს თამაშობს დასწავლის და მეხსიერების გაუმჯობესების პროცესში
მიღების წესი და დოზირება:
მიიღება 1 -2 კაფსულა დღეში
გაფრთხილება და შენახვის პირობები:
საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად. არ გადააჭარბოთ დღიურ დოზას, ინახება მშრალ, ბნელ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
უკუჩვენება:
კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა;
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი.