ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ფოლიუმის მჟავაზე დაფუძნებული ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი
შემადგენლობა:
აქტიური ინგრედიენტი: ფოლატი (L- მეთილფოლატი-მეტაფოლინი) - 400 მკგ.
დამატებითი ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის ფოსფატი, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები, სილიციუმის დიოქსიდი.
L-მეთილფოლატი, იგივე მეტაფოლინი წარმოადგენს ფოლიუმის მჟავას ბიოლოგიურად აქტიურ ფორმას. მას სწრაფად და სრულყოფილად ითვისებს ორგანიზმი, ფოლიუმის მჟავასგან განსხვავებით აღარ საჭიროებს გარდაქმნას. ფოლატები აუცილებელია მეგალობლასტების ნორმალური მომწიფებისა და ნორმობლასტები წარმოქმნისათვის. ფოლატები ასტიმულირებს ერითროპოეზის პროცესს.
ორსულობის დროს ფოლატი იცავს ნაყოფს ტერატოგენული ფაქტორების დამაზიანებელი ზემოქმედებისაგან, უზრუნველყოფს პლაცენტის ნორმალურ მომწიფებას და ფუნქციონირებას.
გამოყენების სფერო:
ფოლატის მიღება რეკომენდებულია ფოლიუმდეფიციტური, ჰიპერქრომული, მეგალობლასტური, სიდერობლასტური, ნაწლავში შეწოვის პროცესების დარღვევით გამოწვეული ანემიების დროს; ორსულობის მოსამზადებელი პერიოდი; ორსულობის პირველ ტრიმესტრში ნაყოფის ნერვული მილის ფორმირების ხელშეწყობისთვის; იმუნური და ნერვული სისტემის მუშაობის გაუმჯობესება, სტრესული მდგომარეობის პრევენცია.
დოზირება:
1 ტაბლეტი დღეში ერთხელ.
არ გადააჭარბოთ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არ ანაცვლებს მრავალფეროვან და ბალანსირებულ კვებას, ასევე ჯანსაღი ცხოვრების სტილს.
შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა:
შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ, გრილ და მშრალ ადგილას.