შემადგენლობა:
ელემენტარული მაგნიუმი-263მგ
ელემენტარული კალიუმი-400მგ
ვიტამინი C-200მგ
მაგნიუმი და კალიუმი არის სინერგიული მიკროელემენტები. იქ, სადაც ადგილი აქვს მაგნიუმის დეფიციტს, მათი სინერგიულობის გამო, შემცირებულია კალიუმის კონცენტრაციაც და პირიქით. საყურადღებოა, რომ კალიუმის მიწოდების გარეშე მაგნიუმის კონცენტრაციის აღდგენა ბოლომდე ვერ ხდება.
მაგნიუმის დეფიციტი ხშირად გვხდება ორსულობის დროს, განსაკუთრებით მრავალნაყოფიანი ორსულობისას, ლაქტაციის, არასრულფასოვანი კვების დროს, შაქრიანი დიაბეტის, ქრონიკული დუოდენიტის დროს და ა.შ.
მისი დეფიციტის დროს ადგილი აქვს საშვილოსნოს კუნთების ტონუსის მომატებას, ქვემო კიდურების კრამპს, სპონტანურ აბორტს, ნაადრევ მშობიარობას, ეკლამფსიას და ა.შ
კალიუმის დეფიციტის ხშირი მიზეზია მაგნიუმის დეფიციტი, ორსულობა, ლაქტაცია, არასრულფასოვანი კვება, ღებინება, დიარეა, დიურეტიკების და კორტიკოსტეროიდების გამოყენება და ა.შ.
მისი დეფიციტის დროს ადგილი აქვს კრამპებს, შეშუპებას, თმების მსხვრევადობას და კანის სიმშრალეს და ა.შ.
ასკორბინის მჟავა(ვიტამინი C)
არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, აუმჯობესებს საშვილოსნოს კუნთების სისხლის მიმოქცევას.
ჩვენებები:
საშვილოსნოს ტანის კუნთების მომატებული შეკუმშვითი აქტივობა(ჰიპერტონუსი)
ფალოპის და საშვილოსნოს ყელის სპაზმი
ნაადრევი მშობიარობა
პრეეკლამფსიის პრევენცია
კანჭის კუნთების კრამპი
დილის გულისრევა და ღებინება ორსულებში
თმების მსხვრევადობა და კანის სიმშრალე, მათ შორის ორსულებში
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა მასში შემავალი კომპონენტების მიმართ, მკვეთრად გამოხატული თირკმლების უკმარისობა, 12 წლამდე ასაკი
ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატი ინიშნება ორსულებში და ლაქტაციის დროს მკურნალი ექიმის მიერ
დოზირება და გამოყენების ხანგრძლივობა:
ერთი საშეტი იხსნება ერთ ჭიქა წყალში და მიიღება დღეში ერთხელ მინიმუმ 10 დღე.
მიღების ხანგრძლივობა დამოკიდებულია ნოზოლოგიაზე და განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ
გამოშვების ფორმა:
მუყაოს ყუთი #10 საშეტი