Plasmon
ბროვენსინი / BROVENSIN

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): bromhexine hydrochloride, guaifenesin, terbutaline
  • მწარმოებელი კომპანია: Laboratorios basi - Industria Farmaceutica S.A.
  • მწარმოებელი ქვეყანა: პორტუგალია
  • გამოშვების ფორმა: 100მლ სიროფი ნარინჯისფერი მინის ფლაკონი №1 საზომ ჭიქასთან ერთად
  • გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

წამლის ფორმა: შიგნით მისაღები სიროფი
აღწერილობა: ვარდისფერი ბლანტი სითხე.

შემადგენლობა
სიროფის 10 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: ბრომჰექსინის ჰიდროქლორიდი 8 მგ, ტერბუტალინის სულფატი 2,5 მგ, გვაიფენეზინი 100 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ბენზოინის მჟავა, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, გლიცერინი, პონსო 4ღ სუპრა, პროპილენგლიკოლი, კალიუმის სორბატი, პოლიეთილენგლიკოლი (1500), ნატრიუმის საქარინი, არომატიზატორი “ჟოლო”, მენთოლი, სორბიტოლის 70%-იანი ხსნარი, გასუფთავებული წყალი.

პრეპარატის ათქ კოდი: R05C

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კომბინირებული ამოსახველებელი პრეპარატები (ხველის საწინააღმდეგოპრეპარატებთან კომბინაციების გარდა).

ფარმაკოლოგიური თვისებები
ბროვენსინი წარმოადგენს ხველის და გაციების დროს გამოსაყენებელ კომბინირებულ სამკურნალწამლო საშუალებას, რომლის თერაპიული მოქმედება განპირობებულია მისი კომპონენტების ფარმაკოლოგიური თვისებებით.
ბრომჰექსინის ჰიდროქლორიდი – მუკოლიზური საშუალება ამოსახველებელი მოქმედებით, ათხიერებს ბრონქიალურ სეკრეტს მასში შემავალი მჟავე მუკოპოლისაქარიდების დეპოლიმერიზაციით და ბრონქების ლორწოვანას სეკრეტორული უჯრედების სტიმულაციით, რომლებიც გამოიმუშავებენ ნეიტრალური პოლისაქარიდების შემცველ სეკრეტს. ბრომჰექსინი ასტიმულირებს ენდოგენური სურფაქტანტის გამომუშავებას, რომელიც უზრუნველყოფს ალვეოლური უჯრედების სტაბილურობას სუნთქვის პროცესში. 
ტერბუტალინის სულფატი – ადრენომიმეტური საშუალება, სელექტიურად ასტიმულირებს ბრონქების β2-ადრენორეცეპტორებს, რის გამოც ახდენს ბრონქოდილატაციურ მოქმედებას, ზრდის მუკოცილიარულ კლირენსს, ამცირებს ბრონქების ლორწოვანას შეშუპებას. 
გვაიფენეზინი – ამოსახველებელი საშუალება, მისი მოქმედება დაფუძნებულია ზედაპირული დაჭიმულობის და ბრონქების ლორწოვანაზე ნახველის შეწებების შემცირებაზე. აძლიერებს ბრონქების წამწამოვანი ეპითელიუმის მოქმედებას და აიოლებს ნახველის გამოყოფას სასუნთქი გზებიდან. გვაიფენეზინს ანქსიოლიზური მოქმედება გააჩნია. 

გამოყენების ჩვენებები 
ბრონქ-ფილტვის მწვავე და ქრონიკული დაავადებები, რომელთაც თან ახლავს ნახველის გაძნელებული გამოყოფა: ბრონქული ასთმა, ქრონიკული ბრონქიტი, ფილტვების ემფიზემა, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ტრაქეობრონქიტი, პნევმონია, პნევმოკონიოზი, ფილტვების ტუბერკულოზი. 

უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
- გულის რითმის დარღვევები;
- ღვიძლის ფუნქციის დარღვევები;
- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
- სისხლდენისადმი მიდრეკილება;
- ორსულობის I ტრიმესტრი, ლაქტაციის პერიოდი;
- 8 წლამდე ბავშვთა ასაკი.

გვერდითი მოქმედება
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დისპეფსია, დიარეა, იშვიათად – პეპტიური წყლულის გამწვავება. 
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: გულისცემის შეგრძნება, ტაქიკარდია.
ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ტრემორი, ძილიანობა.
ძალიან იშვიათად შესაძლებელია აღინიშნოს ალერგიული რეაქციები. 

მიღების წესი და დოზირება
ბროვენსინი მიიღება შიგნით ჭამიდან 30 წუთის შემდეგ. შესაძლებელია პრეპარატის განზავება წყლით ან ხილის წვენით.
ბროვენსინი ინიშნება: 
8-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში – 2,5 მლ 3-ჯერ დღე-ღამეში.
მოზრდილებში და 12 წლის ასაკზე უფროს ბავშვებში – 5-10 მლ 3-ჯერ დღე-ღამეში.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ. 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან 
სიმპატომიმეტიკებთან და ტეოფილინთან პრეპარატის ერთდროული
გამოყენებისას ძლიერდება მასში შემავალი ტერბუტალინის მოქმედება და იზრდება მისი გვერდითი ეფექტების განვითარების ალბათობა. 
ერთდროული გამოყენებისას გვაიფენეზინი აძლიერებს ცნს-ის დამთრგუნველი საშუალებების, აგრეთვე ეთანოლის მოქმედებას.
ბრომჰექსინი ხელს უწყობს ანტიბიოტიკების (ამოქსიცილინი, ერითრომიცინი, ცეფალექსინი, ოქსიტეტრაციკლინი), სულფანილამიდური სამკურნალო საშუალებების შეღწევას ბრონქიალურ სეკრეტში. 
საგულე გლიკოზიდებთან, კორტიკოსტეროიდებთან, ბრონქოდილატატორებთან, დიურეტიკებთან ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენები არ არის. 

განსაკუთრებული მითითებები
ბროვენსინი არ უნდა იქნას დანიშნული კოდეინის (აფერხებს ნახველის გამოყოფის პროცესს) შემცველ სამკურნალო საშუალებებთან ერთად. 
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ჰიპერთირეოზის, შაქრიანი დიაბეტის, გულ-სისზლძარღვთა მძიმე დაავადებების, არტერიული ჰიპერტენზიის დროს.
არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება ბეტა-ადრენობლოკატორებთან ერთად. 

ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატით მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული სატრანსპორტო საშუალებების მართვა და პოტენციურად სახიფათო მექანიზმებთან მუშაობა.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში 
ორსულობის პერიოდში პრეპარატი მიიღება სიფრთხილით. 
ბროვენსინი უკუნაჩვენებია ორსულობის I ტრიმესტრში და ლაქტაციის პერიოდში. 

გამოშვების ფორმა 
შიგნით მისაღები სიროფის 100 მლ მოთავსებულია ყვითელი ფერის შუშის ბოთლში პოლიპროპილენის თავსახურით.
1 ბოთლი საზომი ჭიქით გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში. 

შენახვის პირობები 
ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25°ჩ ტემპერატურაზე. 

ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან. 
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები 
II ჯგუფი ფორმა #3 რეცეპტით.

სად შევიძინოთ?