კალცი ლაიფი / Calci Life
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): Calcium
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნივთიერებათა ცვლის დარღვევები → ფოსფორისა და კალციუმის ცვლაზე მოქმედი საშუალებები. ძვლის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი საშუალებები → ორგანიზმში კალციუმის დეფიციტის შემავსებელი პრეპარატები → კომბინირებული შემადგენლობის პრეპარატები
- მწარმოებელი კომპანია: Life on Healthcare
- მწარმოებელი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
- გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #30
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
1 ტაბლეტის შემადგენლობაშია: ბუნებრივი კალციუმი, რომელიც მიიღება ღრმა ზღვის მარგალიტის ხამანცკების ნაჭუჭებიდან.
კალციუმი |
380 მგ |
Vit D3 |
7მკგ |
მაგნიუმი |
100 მგ |
თუთია |
10 მგ |
სპილენძი |
0,5 მგ |
სელენი |
50 მკგ |
კალციუმის კარბონატი: მნიშვნელოვან როლს თამაშობს ძლიერი ძვლებისა და კბილების შენებაში. არეგულირებს გულისცემას და ამარტივებს კუნთების შეკუმშვას. ხელს უშლის ოსტეოპოროზის განვითარებას.
ვიტამინი D3 -წარმოადგენს აქტიურ ანტირაქიტულ ფაქტორს. იგი განსაზღვრავს ორგანიზმში კალციუმის და ფოსფორის ცვლის რეგულაციას, რაც ხელს უწყობს ჩონჩხის მინერალიზაციის და ზრდის პროცესს.
გამოიყენება: ოსტეოპოროზისას, მოტეხილობებისა და ტრავმებისას. კბილების მინერალიზაციისას, მენოპაუზისას, ფეხმძიმე და მეძუძურ ქალებში, ხელს უწყობს კუნთების ნორმალურ ფუნქციონირებას.
მიღების წესი და დოზირება:
5 დან 12 წლამდე 1 აბი 1-ჯერ დღეში.
12 წლიდან ზემოთ 1 აბი 2-ჯერ დღეში.
მიიღება 1 თვე ან ექიმის დანიშნულებისამებრ.